Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ამბები – გადაცემა “ღვინის გზამკვლევი” (14) 14.12.2012

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების პერსპექტივას ამჯერად

რუსეთის სანიტარული სამსახურის ხელმძღვანელი გენადი ონიშჩენკო გამოეხმაურა. “ინტერფაქსისთვის” მიცემულ ინტერვიუში ის ამბობს, რომ ამ ეტაპზე სანიტარულისამსახურის წევრები სწორედ ქართული მხარის მიერ გაგზავნილ დოკუმენტებს ეცნობიან, რის შემდეგაც ქართული კომპანიები რუსული მხარის მოწვევას ოფიციალურად მიიღებენ.

სანიტარული სამსახურის უფროსი მზად არის ქართველ ბიზნესმენებთან მორიგი მოლაპარაკებები გამართოს, თუმცა აღნიშნავს, რომ გეგმების არსებობის მიუხედავად, ოფიციალური შეთანხმება ჯერ არ შემდგარა  - “არსებობს გეგმა, თუმცა შეთანხმება ცალკე საკითხია. ასეთირამისთვისჯერ არ მიგვიღწევია” - უთხრა ონიშჩენკომ “ინტერფაქსს”.

მეორე მხრივ კი, ღვინის ეროვნული სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ბაზარი მეტად მნიშვნელოვანი სტრატეგიული საკითხია, ღვინის შემსყიდველებთან მოლაპარაკებებს ქართული მხარე სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთანაც მართავს.

ქართული ღვინის საერთაშორისო პერსპექტივების შესახებ ახალი ინფორმაცია სოფლის მეურნეობის მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შედეგადაც გახდება ცნობილი. შეხვედრები ამ დროისთვისაც მიმდინარეობს, ამიტომ ახალ ინფორმაციას შემდეგ გადაცემაში შემოგთავაზებთ.

<<<<<<<<<<<< 

ღვინის კლუბის ტრადიციული ლექციების ციკლი ამჯერად ღვინის არომატებს მიეძღვნა. ენოლოგმა დავით მაჭავარიანმა კლუბის წევრებს და სტუმრებს ღვინისთვის დამახასიათებელ არომატებზე ესაუბრა. მისი თქმით,არომატების ცოდნა და ერთმანეთისგან განსხვავება ღვინის დაყენების პროცესში საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ის პირდაპირ კავშირიშია ღვინის დაგემოვნებასთან და ღვინის შეფასების სხვა კრიტერიუმებთან. მომხსენებელმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ღვინის დაყენების სხვადასხვა ეტაპისთვის და ზოგადად, სხვადასხვა ღვინოებისთვის დამახასიათებელი არომატების გარჩევა. მათ შორისაა - არასასურველი არომატები, რომელიც მოიცავს ლაყე კვერცხის, თაგვისდა სხვადახვა არომატებს, ასევე დუღილის დროს წარმოქმნილი არომატები, ჯიშური არომატები და სხვ.დავით მაჭავარიანისსიტყვით,არომატების გარჩევის გარდა, მნიშვნელოვანია,რომ მეღვინემ მისი შენარჩუნება და მომხმარებლამდე მიტანა შეძლოს, რადგან აღნიშნული კრიტერიუმი მომხმარებლის მოზიდვის ერთ-ერთი უპირველესი ფაქტორია.

<<<<<<<<<<<< 

მამუკა გამყრელიძე, საქართველოს ელჩი ჩინეთში ქართველ მეღვინეებს ჩინურ მხარესთან ურთიერთობაში მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ქართველი მეღვინეები აუცილებლად უნდა შეუერთდნენ ასოციაცია ქართული ღვინის წარმომადგენლობას, რომელიც ჩინეთში უკვე რამდენიმე თვეა არსებობს. მიმართვაში ის ყურადღებას ბაზრის სწორად შერჩევაზე ამახვილებს და ამბობს, რომ არასწორია, როდესაც ქართული კომპანიები სხვადასხვა მასშტაბური კონკურსებისა და ფესტივალების საშუალებით ჩინეთის ისეთ ქალაქებში შესვლას ცდილობენ, სადაც ადგილობრივი ბაზარი ახალ პროდუქციას ვეღარ იტევს.  მისი თქმით, საელჩოს წარმომადგენლებთან კონსულტაციების საფუძველზე,ქართველმა მეღვინეებმა ისეთი პროვინციები უნდა შეარჩიონ, სადაც მოსახლეობის რაოდენობა ერთ მილიონზე მეტია.

გამყრელიძე ამბობს, რომ ურთიერთობების გააქტიურება ხელს შეუწყობს ბიზნეს ფორუმის დადებითი შედეგით დასრულებასაც, რომელიც მომავალი წლის აპრილში გაიმართება და მასში მონაწილეობას ორივე მხარე მიიღებს. ეს ასევე დააჩქარებს ჩინურ-ქართული სავაჭრო კავშირის შექმნას, რომელიც ამ ეტაპზე ჩამოყალიბების პროცესშია.

ელჩი ახალ მთავრობას, კონკრეტულად კი პრემიერ მინისტრს ჩინური მხარის საქართველოთი განსაკუთრებულ დაინტერესებას კიდევ ერთხელ შეახსენებს და ურჩევს, რომ სამუშაო საათები ჩინეთთან ურთიერთობასაც დაუთმოს.

<<<<<<<<<<<<<< 

ტოსკანაში მდებარე ერთ-ერთი მარანი, სავარაუდოდ, იტალიელ მაფიოზთა სამიზნე გახდა: ბოროტმოქმედებმა მარნის სარდაფში შეაღწიეს, ღვინის კასრების ონკანები გახსნეს და 2007-2012 წლის მოსავლის დაახლოებით 60 ათას ლიტრი უძვირფასესი ღვინო – Brunello di Montalcino - კანალიზაციას გაატანეს. მიყენებული ზარალი 16 მილიონ დოლარზე მეტადაა შეფასებული. აღსანიშნავია, რომ ბოროტმოქმედებს არაფერი მოუპარავთ, მარნის მფლობელთა თქმით, ეს იყო თავდასხმა ,,მაფიის სტილში”, პოლიციის წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ მომხდარი ფაქტი დაშინების კლასიკური აქტია. მარნის მფლობელების – ჯანფრანკო სოლდერასა და მისი ვაჟის, მაუროს, თქმით, მათ არასოდეს დამუქრებია ვინმე და არც ამ შემთხვევის მერე აპირებენ წარმოების გაჩერებას. Brunello di Montalcinoშესანიშნავი და სახელგანთქმული იტალიური წითელი ღვინოა, რომელსაც ბრუნელოს ჯიშის ყურძნისგან აყენებენ. რამდენიმე წლის წინ, როდესაც გაირკვა, რომ ზოგიერთი მეღვინე Brunello di Montalcino-ს წარმოებაში ბრუნელოს გარდა სხვა ჯიშის ყურძენსაც იყენებდა, ტოსკანაში სკანდალი აგორდა. მოარული ხმების თანახმად, სწორედ სოლდერამ ,,ჩაუშვა” კოლეგები ხელისუფლებასთან, მათ კი ამგვარად იძიეს შური.

<<<<<<<<<<<<<<< 

ახლა კიდევ ერთი დაჯილდოების შესახებ, რომელიც ამერიკული გამოცემის -

 “ღვინის ენთუზიასტის”  ინციატივით ჩატარდა. ამ ჟურნალმა წლის განმავლობაში რამდენიმე  შეფასებითი მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლის შესახებაც ჩვენს გადაცემაში ყოველთვის ვსაუბრობდით ხოლმე. შეგახსენებთ, რომ იყო ასეთი - “საუკეთესოდ გაყიდვადი ღვინოები”, “საუკეთესო ღვინის მარნები” და ა.შ. 2012 წლის ბოლოს, კი გამოცემამ “ენთუზიასტის ასეული” გამოაქვეყნა, რომელშიც “საუკეთესოთა შორის საუკეთესო” 100 ღვინო გაერთიანდა. შემფასებელი კომისის წევრებმა ღვინოები ხარისხის, ხელმისაწვდომობის, უნიკალურობის და სასმელად ვარგისიანობის მიხედვით შეარჩიეს.

წლიური მიმოხილვა ასევე მოიცავს ღვინის სტატისტიკას ქვეყნების მიხედვით, რომელშიც ასეულში მოხვედრილი ღვინოების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით - აშშ, საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი გამოირჩევა. წარმოდგენილი ღვინოებიდან ყველაზე მცირე რაოდენობით გერმანული და ჩილეს ღვინოები გამოირჩევა, რომლებიც სულ ორ-ორი ღვინით არიან წარმოდგენილი. აღსანიშნავია ისიც, რომ “ენთუზიასტის” მიერ დასახელებული 2012 წლის ღვინოების ნახევარზე მეტი– წითელი მშრალი ღვინოებია, შემდეგ მოდის თეთრი მშრალი ღვინოები. აქვეა წარმოდგენილი 7 ცქრიალაღვინო, 1 როზე, 6 ტკბილი და 3 შემაგრებული ღვინო.

“ღვინის ენთუზიასტის” ასეულის სრულიმიმოხილვის გაცნობას ჟურნალის ვებ-გვერდზე შეძლებთ, რომლის მისამართია - www.winemag.com.

<<<<<<<< 

ჩვენი გადაცემის გარდა, წინასაახალწლო განწყობას ყოველკვირეული გამოცემა – „მარანიც“ შეგიქმნით, რომლის ერთ–ერთი მთავარი თემა სწორედ საახალწლო სუფრის მოწყობა გახლავთ. სტატიის ავტორი მკითხველს სასმელისა და კერძების შეხამების საუკეთესო ვარიანტს სთავაზობს ისეთი მრავლფეროვანი მენიუდან, როგორსაც ქართული საახალწლო ტრადიცია გულისხმობს. წინასაახალწო რჩევებს დეკემბრის ღვინოების ჩამონთვალიც შეემატება, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ  არჩევანის გაკეთებაში. ღვინის ისტორიით დაინტერესებული მკითხველი გაზეთში უძველესი რომაული ღვინის – ფალერნული ღვინის ისტორიას და მის დღევანდელ ბედთან დაკავშირებულ საინტერესო პუბლიკაციას გაეცნობა. მათთვის კი, ვისაც რთულად წარმოუდგენია კულინარიისა და კლასიკური მუსიკის კავშირი, ვურჩევთ ამ კვირის „მარანს“ გაეცნოს, რომლის ერთ–ერთი სტატია სწორედ უდიდესი იტალიელი კომპოზიტორის როსინის კულინარიულ საიდუმლობებს ეხება. აქვეა მისი რამდენიმე კულანიურიული რეცეპტი, რომელსაც, როგორც ცნობილია, ისეთივე შთაგონებით ქმნიდა, როგორც თავის კომპოზიციებს.

მოკლედ, არ გამოგრჩეთ, საინტერესო და საჭირო ინფორმაციით „მარანი“ დღეიდან საახალწლო დღესასწაულისთვის გამზადებთ.

© რადიო "ცხელი შოკოლადი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული