Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ორი მარანი - მცირე მარნების ანთოლოგია (118)

მოგვიყევით თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ მეღვინე გამხდარიყავით?

მე საფრანგეთში, შამპანის ვენახებში გავიზარდე, თუმცა უშუალოდ ღვინის დაყენების პროცესით 18 წლის ასაკში დავინტერესდი. აღმაფრთოვანა დუღილის პროცესმა და მივხვდი, რომ მეღვინე უნდა გავმხდარიყავი.  

ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას? რაიმე განსაკუთრებული რიტუალი ხომ არ გაქვთ ვენახის მოვლის ან ღვინის დაწურვის დროს?

ამ ეტაპზე ქართლის, კახეთის, შიდა ქართლის, იმერეთის, ლეჩხუმისა და გურიის სხვადასხვა ენდემური ჯიშებით ვაყენებთ 16 სხვადასხვა სახეობის ღვინოს.

რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

ჩვენი მარნის ძირითადი მიმართულება, ცქრიალა ღვინოების წარმოებაა ტრადიციული მეთოდით. თუმცა გვაქვს როგორც თეთრი, ასევე წითელი, ვარდისფერი და ქარვისფერი ღვინოებიც. ცქრიალა ღვინოების საწარმოებლად ასევე ვიყენებთ წინაპართა მეთოდსაც.

რა არის თქვენი საყვარელი პროცესი რთველიდან ღვინის ბოთლში ჩამოსხმამდე, რომელსაც სიამოვნებით, დაუღალავად აკეთებთ?

- ჩემთვის ყველაზე საინტერესო პროცესი დუღილია. როცა ხედავ როგორ გარდაიქმნება ყურძენი ღვინოდ, ყოველგვარი დანამატებისა და ჩარევის გარეშე. 

გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

- ჩვენი წარმოების მხოლოდ 5% იყიდება საქართველოს ბაზარზე. დღესაც ძირითადად იმ ღვინის ბარებთან და მაღაზიებთან ვთანამშრომლობთ, რომლებთანაც პირველ წელს. თუმცა რა თქმა უნდა დროთა განმავლობაში რამდენიმე ახალი საინტერესო ლოკაცია გაიხსნა თბილისში სადაცშესაძლებელია ჩვენი ღვინის დაგემოვნება.

გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

ორი მარნის ღვინოები მსოფლიოს 18 ქვეყანაში იყიდება: საფრანგეთი, ინგლისი, გერმანია, ამერიკა, პორტუგალია, იტალია, საბერძნეთი, ავსტრალია, ჩინეთი, ტაივანი, იაპონია, დანია, შვედეთი, ბელგია, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი. ყველაზე დიდი ბაზარი კანადაა.  

რა სახის სირთულეები/დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

- ღვინის წარმოებისთვის საჭირო მასალებზე ხელმისაწვდომობა წარმოადგენს სირთულეს. ვფიქრობ რომ ქართული წარმოების ბოთლებისა და კარგი ხარისხის ეტიკეტების წარმოება მნიშვნელოვნად გაამარტივებს მეღვინეების სამუშაო პროცესს. არ უნდა გვჭირდებოდეს ბოთლების სხვა ქვეყნიდან შეძენა იმიტომ, რომ შესაბამისი საწარმო არ გვაქვს ვინც ბაზრის ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს. საქართველო ღვინის ქვეყანაა და უნდა გვქონდეს ქართული წარმოების ბოთლები.  

თქვენი აზრით. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

ალბათ ქვევრის წარმოებისა და ვაზის დამყნობის პროცესების განვითარება. 

რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

- უბრალოდ ვურჩევდი, რომ სწორი მიზნები დაისახონ და ირწმუნონ საკუთარი თავის.

მარნის მისამართი: ს. იგოეთი, კასპის მუნიციპალიტეტი

ტელეფონი: +995 599 287897

ელფოსტა: orimaraniwines@gmail.com

ფეისბუკ გვერდი: Ori Marani

© ღვინის კლუბი/vinoge.com



გალაკტიონის ლექსი გამახსენდა. პერიფრაზი: ორო მარანო, წყვილო მარანო, შემოხვეულნო შუქთა ბადრებით, - ო, მე არ ვიცი, რას შეგადაროთ, ან უცხოეთში რად მენატრებით?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული