Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართულ ღვინოს ლონდონის ღვინის კონკურსზე საუკეთესო ხარისხის ტიტული მიენიჭა

ელენე ცინცაძე

23 აპრილს ლონდონის ღვინის საერთაშორისო კონკურსმა (International London Wine Competition) მერვედ დაასახელა წლის საუკეთესო ღვინოები. კონკურსზე ჟიური ღვინის ხარისხთან ერთად მათ კომერციულ პოტენციალსა და შეფუთვის მიმზიდველობასაც აფასებს  — ანუ იმას, როგორ აღიქვამს მათ რეალური მომხმარებელი.

ლონდონის ღვინის კონკურსი იმითაც გამოირჩევა, რომ ჟიურის წევრები მსოფლიოს წამყვანი პროფესიონალები და ღვინის ინდუსტრიის ლიდერები არიან. ღვინოები ბრმა დეგუსტაციის გზით ჯერ ხარისხით ფასდება, შემდეგ კი – ღირებულებით და შეფუთვით. ასეთი სამსაფეხურიანი შეფასება კონკურსს განსაკუთრებით სანდო და აქტუალურ პლატფორმად აქცევს როგორც მწარმოებლებისთვის, ისე მყიდველებისთვის.

2025 წლის „Wine of the Year“ გახდა Isabel Estate Wild Barrique Chardonnay ახალი ზელანდიიდან, თუმცა ქართული ღვინის წარმატება ამ კონკურსზე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია.

საქართველომ მოიპოვა ერთდროულად ორი უმნიშვნელოვანესი ტიტული:

  • „Best Wine by Quality“1987 Saamo
  • „Best Indigenous Grape Wine“1987 Saamo

ეს ნიშნავს, რომ სწორედ ქართული ღვინო შეფასდა კონკურსის ყველაზე მაღალ ხარისხის მქონე ღვინოდ, რაც სრულიად უნიკალური მიღწევაა საერთაშორისო მასშტაბით. 1987 Saamo-ს გამარჯვება ადასტურებს იმ დიდ პოტენციალს, რომელიც ქართულ ენდემურ ჯიშებსა და ტრადიციულ მეღვინეობაში დევს. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსში მონაწილეობდნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა იტალია, საფრანგეთი, ავსტრალია, ესპანეთი და აშშ, ამ ტიტულის მოპოვება საქართველომ შეძლო.

  • Best Wine by Value2024 Elegido Tempranillo Red, ესპანეთი
  • Best Packaging2021 Little Giant The Remarkables 105 y.o., ავსტრალია
  • Winery of the YearHasher Family Wines, სამხრეთ აფრიკა

კატეგორიებში გაიმარჯვა შემდეგმა ქვეყნებმა: პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, იტალია, ავსტრალია. ლონდონის ღვინის კონკურსი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რაც მომხმარებლისთვის რეალურად მნიშვნელოვანია: ხარისხი, ფასი და ვიზუალი. 1987 Saamo-ს გამარჯვება ნიშნავს, რომ ქართულმა ღვინომ არამარტო ტექნიკური სიზუსტით, არამედ ისტორიითა და ავთენტურობითაც მოახდინა გავლენა მაღალი კლასის საერთაშორისო ჟიურიზე.

ლონდონის ღვინის საერთაშორისო კონკურსი (London Wine Competition) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღვინის კონკურსია მსოფლიოში, რომელიც 2018 წელს დაარსდა და მას Beverage Trade Network ორგანიზებას უწევს. მისი მთავარი მიზანია, გამოავლინოს არა მხოლოდ ტექნიკურად გამორჩეული, არამედ კომერციულად სიცოცხლისუნარიანი და ვიზუალურად მიმზიდველი ღვინოები — ისეთები, რომლებიც რეალურ ბაზარზე წარმატებით გაუმკლავდებიან კონკურენციას. კონკურსის უნიკალურობა მის სამსაფეხურიან შეფასების სისტემაშია: ღვინოები ფასდება ხარისხის, ღირებულების და შეფუთვის მიხედვით, რაც საბოლოოდ ქმნის სრულ სურათს პროდუქტის რეალურ ფასეულობაზე. ახლა კი იმ ქართულ ღვინოებს გაგაცნობთ, რომლებმაც კონკურსზე მედლები მოიპოვეს:

ტიტული „წლის საუკეთესო ღვინო ხარისხის მიხედვით“ მოპოვა „საამოს“ საკოლექციო, 1987 წლის რქაწითელმა.

ოქრო მოიპოვეს შემდეგმა ღვინოებმა: ხიხვი, საკოლექციო სადესერტო, 1985, „საამო“; რქაწითელი ქვევრი, „ფალავანი“, 2022 - ამ ღვინოს მიენიჭა ტიტული „წლის საუკეთესო რქაწითელი“.

ვერცხლი:

რქაწითელი, „ჩიტოს ღვინო“, 2022;

ქინძმარაული, „ფალავანი“, 2022;

საფერავი ქვევრი, „ფალავანი“, 2022;

ბრინჯაო:

მუკუზანი, „ფალავანი“, 2021

ციცქა-ცოლიკოური, „კაპი“, 2024

საფერავი, „კახური ღვინის მარანი“, 2023

განსაკუთრებული საფერავი, „ფალავანი“, 2022;

მერლო ქვევრი, „ფალავანი“, 2022.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული