Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალზელანდიური ღვინის წარმატება


წითელი ღვინოების დიდ ტრანსტასმანიურ კონკურსზე (The Great Trans-Tasman Red Wine Challenge), რომელშიც მონაწილეობას მხოლოდ ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ღვინის კომპანიები ღებულობდნენ, ახალზელანდიურმა ღვინოებმა დიდი წარმატება მოიპოვა.
კონკურსზე ორივე ქვეყნის 8-8 საუკეთესო შირაზი და 7-7 პინო ნუარი იყო წარმოდგენილი. კონკურსის მონაწილეთაგან ალბათ არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ახალი ზელანდია უმაღლესი ხარისხის პინო ნუარს აწარმოებს და ეს ასეც მოხდა - საუკეთესო შვიდეულის ხუთი პინო ნუარი სწორედ ახალზელანდიურია. სამაგიეროდ, მოულოდნელი იყო შირაზის ბრმა დეგუსტაციის შედეგები - რვა საუკეთესო შირაზის ტიტული ორივე ქვეყნის ღვინომ თანაბრად დაიმსახურა. ეს ავსტრალიური ღვინის მწარმოებლებისთვის ერთგვარი სილის გაწვნის ტოლფასია - შირაზის ჯიშის ყურძენი ხომ მწვანე კონტინენტის სავიზიტო ბარათად ითვლება. მართლაც, ავსტრალიაში შირაზი 45 ათას ჰექტარზეა გაშენებული, ახალ ზელანდიაში კი ამ ჯიშის ვენახებს მხოლოდ 300 ჰექტარი უკავია.


კონკურსის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო შვიდი პინო ნუარი:


Terravin 2009, Marlborough (ახალი ზელანდია)
Martinborough Vineyards 2009, MartinboroughCoal Pit 2008 Tiwha, Central Otago (ახალი ზელანდია)
Felton 2010 Road Block 3, Central Otago (ახალი ზელანდია)
Akarua 2009 Reserve, Central Otago (ახალი ზელანდია)
Tollana Robinson Family 2009 Bin TR474, Mornington Peninsula (ავსტრალია)
Paringa Estate2009, Mornington Peninsula (ავსტრალია)


კონკურსის რვა საუკეთესო შირაზი:


Craggy Range 2009 Le Sol, Hawke's Bay (ახალი ზელანდია)
Shaw & Smith 2009, Adelaide Hills (ავსტრალია)
Bilancia 2009 La Collina, Hawke's Bay (ახალი ზელანდია)
Mills Reef 2009 Elspeth, Hawke's Bay (ახალი ზელანდია)
Hentley Farm 2009 The Beauty, Barossa Valley (ავსტრალია)
Wynns 2008 Coonawarra Michael Shiraz, Coonawarra (ავსტრალია)
Beach Head 2009 Shiraz, Margaret River (ავსტრალია)
Villa Maria 2007 Reserve, Hawke's Bay (ახალი ზელანდია)


© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.