Home
ქართული | English
ივნისი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ალკოჰოლი რელიგიურ რიტუალებში გამოიყენებოდა

ესპანელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ძველად ადამიანები ალკოჰოლსა და ნარკოტიკს სიამოვნების მისაღებად კი არა, რელიგიური რიტუალებისას იყენებდნენ, რადგან არაფხიზელ მდგომარეობაში უკეთ უკავშირდებოდნენ სულთა საუფლოს. მეცნიერთა აზრით, ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენების მიზეზი მაშინდელ “ევროპელთა” რელიგიური შეხედულებები იყო და სოციალური ნორმითაც რეგულირდებოდა. ეს ვარაუდი ვალიადოლიდელ მეცნიერებს მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც ესპანეთში, რუმინითსა და ალპებში მდებარე საფლავებისა და რელიგიურ-სარიტუალო ადგილების არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი მასალა შეისწავლეს.    

მეცნიერებმა იმ მცენარეების (ყაყაჩო, მარიხუანა) გაქვავებული ნაყოფი, ფოთლები და თესლები აღმოაჩინეს, რომლებიც ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს შეიცავს. იქვე აღმოჩნდა ალკოჰოლური სასმელების, ძირითადად ლუდის ნარჩენები. მეცნიერთა ვარაუდით, ფსიქოაქტიური ნივთიერებები უძველეს ევროპაში დაკრძალვის ცერემონიალისას ან სულთა საუფლოსთან კავშირისას გამოიყენებოდა - ქურუმები ალკოჰოლის ან ნარკოტიკის დახმარებით ცნობიერების განსხვავებულ მდგომარეობას აღწევდნენ ან სულაც ტრანსში ვარდებოდნენ.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.