Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

აისვაინი - კანადელი მეღვინეების სარისკო ბიზნესი

აისვაინი ლუქს კლასის ღვინოა და მისი შეძენის ფუფუნება ყველას არა აქვს. ამ წარმოების მთავარი სირთულე ღვინის დაყენების სპეციფიკური ტექნოლოგიაა – აისვანი ვაზზე შეყინული ყურძნისაგან იწურება, მარცვალს კრეფენ იანვარში, როცა ტემპერატურა -8 გრადუსამდე ეცემა. მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ მტევანი დიდხანს დარჩება ვაზზე, ის შეიძლება ობს, სხვადასხვა დაავადებას ან ფრინველს ემსხვერპლოს. საუკეთესო პირობებშიც კი გვიანი ყურძნის მოსავალი ყოველთვის ძალიან მცირეა. ამის გამო აისვაინი ბევრად უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ჩვეულებრივი სუფრის ღვინო. რისკს განაპირობებს ფასიც – დღეს ხომ მსოფლიოში არასტაბილური ეკონომიკური ვითარებაა. კანადაში, ონტარიოს პროვინციაში, ნიაგარის ჩანჩქერიდან დასავლეთით, 40 კილომეტრში, ქალაქ ბიმსვილში მდებარეობს მარანი Malivoire, სადაც აისვაინს აწარმოებენ. აისვაინის დაყენება ონტარიოში მნიშვნელოვანი ბიზნესია; ამ პროვინციაში წარმოებული ღვინის 4%-ს სწორედ აისვაინი შეადგენს, თავად კანადა კი მსოფლიოში აისვაინის ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია - კონკურენციას მას მხოლოდ გერმანია და ავსტრია უწევენ. მეღვინეებს კიდევ ერთი ფაქტორი აღელვებთ - კლიმატის ცვალებადობა; ისინი შიშობენ, რომ დროთა განმავლობაში ნიაგარას მიდამოებში ისე დათბება, რომ აისვაინის წარმოებისთვის საჭირო რაოდენობის ყურძნის დაკრეფა შეუძლებელი გახდება. 59 წლის კანადელი ბარი კუკი, შეყინული ყურძნის დახელოვნებული მკრაფავი, წლევანდელი მოსავლით დიდად კმაყოფილი არ არის. “იმაზე ორჯერ ნაკლები დავკრიფეთ, ვიდრე ველოდით. ორსაათიანი შრომის შედეგად იმდენი ყურძენი მოვაგროვეთ, რაც მხოლოდ 1000 ბოთლის ჩამოსასხმელად თუ იქნება საკმარისი,” – გულდაწყვეტით განაცხადა კუკმა.  

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული