Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

South China Morning Post-ი ქართული ნატურალური ღვინის შესახებ

ორი დღის წინ, South China Morning Post-მა გამოაქვეყნა სტატია ქართული ნატურალური ღვინის შესახებ, სათაურით „საქართველოს 8000 წლოვანი ღვინის ისტორია და ნატურალური ღვინის რევოლუცია: იშვიათი ორგანული ღვინოები მევენახეობის სამშობლოდან“ (Georgia’s 8,000-year wine history and natural wine revolution: sample rare organic wines from the birthplace of viticulture).

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველო ღვინის მოყვარულთა საოცნებო ადგილია, 525 ვაზის ჯიშითა და მევენახეობის ათასწლეულების გამოცდილებით. და რომ დღესაც მეღვინეობის სამშობლოში, უნიკალური ვაზის ჯიშებითა და ტრადიციული ორგანული მეთოდების გამოყენებით, უნიკალურ ღვინოებს ქმნიან. საქართველოშინატურალურ ღვინოს კვლავ ქვევრში აყენებენ, როგორც 8000 წლის წინ. უზარამაზარი თიხის ჭურჭელი მიწაშია ჩაფლული, თანაბარი ტემპერატურის შესანარჩუნებლად.

სტატიაში ყურადღება ეთმობა ქართული ნატურალური ღვინის მწარმოებელ მარნებს -ხოხბის ცრემლები, მარანი კეროვანი, ლაგაზი, Freya’s Marani.

თბილისში პირველი ნატურალური ღვინის ბარის ღvino underground-ის მნიშვნელობაცაა ხაზგასმული, რომელიც 2012 წელს შვიდმა მეღვინემ დააარსა. დღეს ბარი 80 ქართველი მეღვინის ორგანულ ღვინოს ყიდის.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



ეს კომენტარი წაიშალა. გამოთქმები შეარჩიეთ ხოლმე დაპოსტვამდე.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.