Home
ქართული | English
იანვარი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კობრი ჩინურად

საჭირო მასალა: 650 გ კობრი, 150 გ სიმინდის სახამებელი, 2 კვერცხი, 1 ჩ.კ. ღვინის ძმარი, ზეთი – შესაწვავად, მარილი, თეთრი პილპილი – გემოვნებით.

სოუსისთვის – 6 ს.კ. ტომატ-პასტა, 0,5 ჭიქა წყალი, 1 ს.კ. საკე, 1 ს.კ. ბრინჯის ღვინის ძმარი, 2 ს.კ. შაქარი, 1 ჩ.კ. მარილი, 1 ს.კ. ზეთი, 2 კბილი ნიორი, 1 ჩ.კ. გახეხილი ჯანჯაფილი, 0,5 ჩ.კ. დაღერღილი წიწაკა. მწვანე ბარდა – მოსართავად.

მომზადება: თევზს მოვაჭრათ თავი. ფილე გავჭრათ და ამოვაცალოთ ფხები. ორივე ნაწილი კუდთან უნდა ერთდებოდეს. ფილეს ორივე ნაჭერი შიგნითა მხრიდან ღრმად დავსეროთ ბადისებურად. მოვაყაროთ Mმარილი და პილპილი, მოვასხათ 1 ჩ.კ. თეთრი ღვინის ძმარი. ამოვავლოთ ჯერ კვერცხში, შემდეგ სახამებელში და ზეთში შევწვათ. ასევე შევწვათ თევზის თავიც.

მოვამზადოთ სოუსი: ტომატ-პასტა, წყალი, საკე, ბრინჯის ღვინის ძმარი, შაქარი და მარილი ავურიოთ. ზეთში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ნიორი და ჯანჯაფილი. 30 წამში დავუმატოთ სოუსი, დაღერღილი წიწაკა და როცა მოდუღებამდე მივა, გადმოვდგათ ცეცხლიდან. ლანგარზე მოვათავსოთ თევზი, მივუდოთ თავი, მოვასხათ სოუსი და მოვრთოთ მწვანე ბარდით.

© ღვინის კლუბი/Weekend

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული