Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Moccagatta Barbaresco 2003

Moccagatta 1952 წელს დაუარსებია ახლანდელ მწარმოებლის მამას და ვენახი სულ 12 ჰექტარზეა გაშენებული, აქედან: Nebbiolo 58.5%, Barbera 15%, Chardonnay 14%, Dolcetto 8.3%, Freisa 4.2%. ვიზუალურად როგორც ჩანს, ამ ღვინოს ცოტა ასაკიც შეპარვია და ფერით მოწითალო-ალუბლისფერია (და არა მუქი შინდისფერი) და ჭიქის კიდეზე მოთეთრო რკალიც ჩანს. ევროპაში 2003 ძალიან ცხელი ზაფხული იყო და ეს ამ ღვინოსაც ეტყობა; საკმაოდ სხეულიანია და ალკოჰოლიც საკმაოდ მაღალი აქვს - 14.5%. არომატი მრავალფეროვანი და საინტერესო აქვს. გამოირჩევა ალუბლის სურნელით. აგრეთვე სუნელების, განსაკუთრებით ვანილის და შავი პილპილის. ყველაფერს ამას გემოზე ბროწეულის და ქლიავიც ემატება. ასევე გამოირჩევა საკმაოდ მაღალი სიმჟავით, ბლომად ტანინებით და ხანგრძლივი 'ფინიშით.' კიდევ რამდენიმე წელი დაძველებაც ალბათ არ აწყენდა.

© Naotreli
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.