გამოქვეყნებულია: 27 ნოემბერი, 2013 - 19:07
შოტლანდიურმა ლუდსახარშმა კომპანიამ უკვე მეორედ მოხსნა მსოფლიო რეკორდი – მათ მსოფლიოში ყველაზე მაგარი ლუდი ჩამოასხეს და Snake Venom უწოდეს, რაც თარგმანში "გველის შხამს" ნიშნავს. ახალი ლუდის ალკოჰოლის შემცველობა 67,5%-ია, ანუ 2,5%-ით მეტი ვიდრე მის წინამორბედ ლუდებს Armageddon-სა და Brewmeister-ს ჰქონდა. უნდა აღინიშნოს, რომ რეკორდსმენი ლუდი 10-ჯერ მაგარია, ვიდრე ჩვეულებრივი ლაგერის ტიპის ლუდი, მაგალითად, Budweiser ან Stella Artois. ყველაზე მაგარი ლუდი ტორფზე შებოლილი ალაოსაგან და ორი სახის საფუარისაგან არის დამზადებული. Snake Venom-ის ეტიკეტს კი გამაფრთხილებელი წარწერა ამშვენებს: მწარმოებლები გვაფრთხილებენ, რომ თითო ჯერზე მხოლოდ თითო ბოთლის დალევით უნდა დავკმაყოფილდეთ.
© ღვინის კლუბი/Weekend
თემა:
თქვენი კომენტარი