Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პასტა-ფრიტატა ბეკონით

საჭირო მასალა: 200 გ პასტა მაკარონი, 150 გ სოკო, 1 ცალი ტკბილი წიწაკა, 150 გ პრასი, 100 გ ბეკონი, 150 მლ რძე, 2 ცალი კვერცხი, 3 ღერი ახალი ან ხმელი ბეგქონდარა, ცოტაოდენი ზეთი, მარილი, ახალდაფქული პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: პასტა მდუღარე მარილიან წყალში მოვხარშოთ შეფუთვაზე მითითებული წესის მიხედვით და გადავწუროთ. სოკოები შუა-შუა, წიწაკა კი ოთხად კუბებად დავჭრათ. პრასი სქელ რგოლებად დავჭრათ. ბეკონის ნაჭრები შუაზე გავჭრათ და გახურებულ ტაფაზე მსუბუქად შევბრაწოთ, შემდეგ ამოვიღოთ და დასაწრეტად ქაღალდის ხელსახოცზე დავაწყოთ. დაჭრილი ბოსტნეული და სოკო ზეთში მოვშუშოთ, მოვყაროთ მარილი და პილპილი. კვერცხი და რძე ავთქვიფოთ, დავუმატოთ მარილი და პილპილი. დავუმატოთ წვრილად დაკეპილი ან დაფქული ბეგქონდარა. პასტა ბოსტნეულთან ერთად მოვათავსოთ ტაფაში. ზემოდან დავასხათ რძისა და კვერცხის ნარევი და 12-15 წუთით საშუალო ცეცხლზე თავდახურული გავაჩეროთ, სანამ არ მომზადდება.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული