ციფრული ხელოვნების ან მუსიკის საავტორო უფლებების გაყიდვა არც ისე უცნობი რამაა ჩვენთვის, თუმცა ეს ხელს სულაც არ უშლის ღვინის ბიზნესის NFT პლატფორმაზე გაწევრიანებას. NFT ციფრული მასალის: ფოტოს, ვიდეოს, აუდიოსა თუ 3D მოდელის ვერიფიკაციაა. NFT არაა მხოლოდ კრიპტო მარკეტისთვის შექმნილი სავაჭრო ერთეული, ეს არის ყველა ციფრული არტისტის შესაძლებლობა, გაყიდოს საკუთარი ნამუშევრები და მყიდველს კომერციული ინტერესებისთვის გამოყენების საშუალება მისცეს.
ღვინის ონლაინ სერვისის, Yahyn-ის, მიერ აპრილში წამოწყებული გზა, „მსოფლიოში პირველი NFT ღვინის განაწილებაა“ და ეს მომხმარებლებს უსაფრთხოების გარანტიას აძლევს. იმავე თვეში, როგორც დეკანტერი იუწყება, Yao Family Wines-მა განათავსა თავისი პრემიუმ ღვინო NFT-ის ციფრულ კოლექციაში შეზღუდული რაოდენობით. მაისში, გაზეთმა Telegraph-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფლავიან დარიუს პომმიერმა ღვინის ბოთლების ციფრული გამოსახულების გაყიდვა 300 ფუნტ სტერლინგად დაიწყო და მათ სხვადასხვა წლის რთველს უკავშირებდა. კვლავ, აპრილში Bitwine-მა შექმნა პიქსელური ხელოვნება, რომელიც საკულტო, იშვიათი და ცნობილი ღვინოების ფართო სპექტრზეა დაფუძნებული.
ივლისში Chateau Angelus-მა გაყიდა Angelus-ის კასრი და ცნობილი ოქროს ზარების ციფრული ნამუშევრები. NFT მფლობელს ასევე ჰქონდა უფლება მიეღო VIP გამოცდილება წმ. ემილიონის გრანდ კლასის მამულში.
მსგავსი ტიპის NFT-ის გაყიდვები მნიშვნელოვანია, რადგან ეს სცილდება ხელოვნების ნიმუშებისა და საავტორო უფლების ყიდვა-გაყიდვას. ეს ეხება ისეთ გამოცდილებასაც, როგორიცაა მფლობელის მიერ ვენახის სტუმრობის შესაძლებლობა.
როგორც დეკანტერი წერს, Amazon-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი NFT ღვინის პლატფორმას გეგმავს.
წლის ბოლოს Winechane.co-ზე ამაზონის ევროკაშირის საცალო ვაჭრობის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ქსავიერ გარამბუა, თავისი პირველი “wiNeFT” შექმნას აპირებს იმ მიზნით, რომ ღვინო ციფრულ ჟეტონს დაუკავშიროს.
Winechain ამოქმედდება 2022 წლის ბოლოსთვის და მისი მიზანი დინამიკური და ინტერაქტიული ურთიერთობების დამყარებაა პრესტიჟულ მამულებსა და მომთხოვნ მომხმარებლებს შორის, რომლებიც ღვინით არიან გატაცებულნი. როგორც მისმა დამფუძნებლებმა განაცხადეს, winechain უახლესი ტექნოლოგიური ინოვაცია იქნება ღვინის სექტორში. მან განაცხადა, რომ ღვინის მამულებისგან და მოყვარულებისგან 1 მლნ. დოლარზე მეტი შეაგროვა ამ პროექტის მხარდასაჭერად.
დეკანტერი იუწყება, რომ მეღვინეებს შეეძლებათ თავიანთი სურვილის მიხედვით ღვინოების გაყიდვა და საზოგადოებასთან უშუალო კავშირი მათ ურთიერთობასაც გაამარტივებს. მომხმარებლებს კი იშვიათ ღვინოებზე ექნებათ წვდომა. ბოთლები Winechain-ის სპეციალურ საცავში იქნება შენახული გაგზავნამდე. კოლექციონერებს შეეძლებათ გაყიდონ ღვინის NFT-ებიც.
გარამბუამ განაცხადა, რომ პლატფორმა გამოიყენებს ბლოკჩეინ Web3-ის ტექნოლოგიას, რომელიც ძალიან დიდ და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კონკრეტული ღვინოების გავრცელებასა და პოპულარიზაციაში.
მან დეკანტერს განუცხადა, რომ Winechain-ის ერთადერთი წყარო პირდაპირ ვენახები იქნება. გარამბუამ უარი თქვა კონკრეტული მამულების დასახელებაზე, რომლებიც საწყის ეტაპზე ამ პლატფორმაზე იმუშავებენ.
დამფუძლებელი ამბობს, რომ winechain არ გეგმავს საწევრო გადასახადის დამატებას, რათა პლატფორმა ხელმისაწვდომი იყოს აბსოლუტურად ყველასთვის.
გარამბუასთან ერთად თანადამფუძნებლები არიან გიომ ჟურდანი, Vitabella-ს საკომუნკაციო და საკონსულტაციო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და ნიკოლას მენდიჰარატი, სან-ფრანცისკოს პალატის კლუბის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.
საინტერესოა, რამდენად ჩაერთვებიან ქართველი მეღვინეები მსგავსი ტიპის პლატფორმებში. NFT, როგორც ჩანს, საკმაოდ თამამი და მნიშვნელოვანი გამოწვევაა არა მარტო ხელოვანებისთვის, არამედ, მეღვინეებისთვისაც.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი