როგორც Daily Mail იტყობინება, 51 წლის მსახიობმაAანტონიო ბანდერასმა ფლორიდის პატარა ქალაქ სანსეტ კორნერსში გამართულ ყოველწლიურ ღვინის ფესტივალზე - South Beach Wine and Food Festival - საკუთარი წარმოების ღვინო ”ანტა ბანდერასი” წარადგინა. “ანტა ბარნდერასმა” პოპულარობა მოიპოვა და ანტონიოც ავტოგრაფებს პირდაპირ ბოთლების ეტიკეტებზე ტოვებდა. “მე ყოველთვის ვოცნებობდი საკუთარი ღვინის წარმოებაზე”, – უთხრა ანტონიო ბანდერასმა ჟურნალისტებს, - “მაგრამ ამისთვის ძალიან ბევრი დროა საჭირო, დრო კი არასოდეს მაქვს. მერე ვნახე პროექტი “ანტა”, რომელსაც არაჩვეულებრივი ვენახები აქვს, საუკეთესო ტექნოლოგიებსაც ფლობს და შედეგიც სახეზეა.” ფლორიდაში პატარა ღვინის ქარხანა ვენახთან ერთად ანტონიო ბანდერასმა 2008 წელს, ქვეყანაში მოგზაურობისას შეიძინა. 2010 წლის მარტში ბანდერასმა ასევე შეიძინა ესპანური აპელასიონის - Ribera del Duero-ში მდებარე Villalba de Duero-ს ბოდეგების 50%. საკუთარი წარმოების ღვინოს ჰოლივუდის ვარსკვლავი სამხრეთ ამერიკისა და ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარს მიაწვდის, სადაც მსახიობი ძალიან პოპულარულია.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი