Home
ქართული | English
ივლისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ProWein-ზე თავის პროდუქციას "თბილღვინოც" წარმოადგენს

29-31 მარტს გერმანიაში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა - ProWein გაიმართება, რომელშიც ტრადიციულად ქართველებიც მიიღებენ მონაწილეობას. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ღვინის დღესასწაული, რომელსაც დიუსელდორფი მასპინძლობს. გამოფენაზე თავს იყრიან საკეთესო ღვინის კომპანიები, ენოლოგები და ამ სფეროს ექსპერტები. ის ფაქტი, რომ გამოფენა ბიზნესზეა ორიენტირებული, მის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.

საქართველო ProWein-ზე უკვე მეცხრე წელია მონაწილეობს. 2007 წლამდე იქ ცალკეული კომპანიები მიემგზავრებოდნენ, შარშანწინ კი პირველად წარვდექით ზოგადად ქართული ღვინის სახელით. სხვა ქვეყნების მსგავსად,  მოეწყო ჩვენი სტენდი, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია.
წლევანდელ ProWein-ზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი სოფლის მეურნეობის სამინისტრო იქნება, სტენდს კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია
CTPA დაამზადებს. გამოფენაში 16 ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას. ერთ-ერთია "თბილღვინო," რომელსაც გერმანიაში რამდენიმე სამარკო პროდუქტი მიაქვს, მათ შორის, თეთრი მშრალი "წინანდალი" და წითელი მშრალი "საფერავი" - "თბილღვინოს" კოლექციიდან, ასევე, "მუკუზანი", "წინანდალი" და "საფერავი" - "თბილღვინოს განსაკუთრებული მარაგიდან," რომლებიც მუხის კასრებში რამდენიმე თვის განმავლობაში ძველდება. "თბილღვინოს" წარმომადგენლების თქმით, მათთვის დიდი პატივია ასეთ გამოფენაში მონაწილეობა და იმედოვნებენ, რომ ProWein ქართული ღვინის კომპანიებისთვის საუკეთესოდ ჩაივლის.

© მადიანი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა

ტოპ ხუთეული