Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მწვადი შამპანურის მარინადში

საჭირო მასალა: 2 კგ ღორის კისრის ნაჭერი, 8 თავი ხახვი, 4 ჩ.კ. დაფქული ბაჰარი, 2 ს.კ. როზმარინი, 1 ლიმონის წვენი, 2 ჭიქა მინერალური წყალი, 2 ჭიქა შამპანური, მარილი, ხმელი ქინძი და შავი პილპილი – გემოვნებით.

დამატებით – 2 თავი ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, ბროწეულის მარცვლები.

მომზადება: ღორის ხორცი მსხვილ ნაჭრებად დავჭრათ. ხახვი დავჭრათ წვრილად და დავუმატოთ ყველა სანელებელი მარილის გარდა. ხახვი და სანელებლები შევაზილოთ ხორცს, დავასხათ მინერალური წყალი, ლიმონის წვენი და შამპანური. ხორცი მაცივარში 3 საათი შევინახოთ, შემდეგ მოვაყაროთ მარილი და შამფურზე წამოცმული ნაჭრები მაყალზე ან გრილზე შევწვათ. სუფრაზე მივიტანოთ ხახვსა და ბროწეულის მარცვლებთან ერთად.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.