Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ლუდი უფრო და უფრო პოპულარული ხდება

ალკოჰოლის მოყვარულ ამერიკელებს ახალ და უცხო სასმელს სთავაზობენ: ეს სასმელი არც ღვინოა და არც ლუდი. ახალ პროდუქტს შეიძლება ასეც ეწოდოს - ღვინის ნარჩენებისაგან მოხარშული ლუდი.

ღვინის ლუდი ორმა მეგობარმა შექმნა. ესენი არიან რესტორან The Red Hen-ის მფლობელი და სომელიე სებასტიან ზატენტი და ლუდსახარშ DC Brau-ს ფლობელი ჯეფ ჰენკოკი. “პირადად ჩემთვის ეს რაღაც საოცრებაა. ეს არის პორტერისა და ბორდოს ერთიანობა. ამ სასმელს აქვს ღვინის არომატიც და ლუდის ხასიათიც. მასში შავი ქლიავის გემოც კი შეიმჩნევა,” – აღნიშნავს ბატონი ზატენტი.

სომელიე გვიამბობს, რომ ასეთი სასმლის შექმნის იდეა მას მერე გაუჩნდა, როცა გაიგო, რომ ღვინის დაყენების შემდეგ მეღვინეები ყურძნის ნარჩენებს – ტანინით მდიდარ მასალას - ნაგავში ყრიდნენ. ზატენტმა კი მას დანიშნულება გამოუნახა. მან ჰენკოკთან ერთად ასეთი ტექნოლოგია შეიმუშავა: ლუდსა და ყურძნის ნარჩენებს ერთად ყრიან კასრში და დასადუღებლად ტოვებენ. საბოლოოდ, პორტერი მდიდრდება ტანინით, რაც, წითელი ღვინის მსგავსად, ამ სასმელსაც განუმეორებელ არომატს ჰმატებს.

ზატენტის თქმით, მათი სასმელი უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს და მაღალ შეფასებასაც იმსახურებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის ლუდისა და ყურძნის შერევის პირველი მცდელობა. სულ ცოტა ხნის წინ კოლორადოში კომპანია Odell Brewing Company-ის სპეციალისტებმა გამოუშვეს სასმელი Amuste, რომელიც პორტერისა და ტემპრანილიოს ჯიშის ყურძნის წვენის ნაზავია, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში მუხის კასრებში ინახება. 

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.