Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ლუდის წარმომავლობის განსაზღვრის მეთოდი

ესპანელმა მეცნიერებმა ლუდის ბოთლის ეტიკეტზე დაკვირვების გარეშეც ისწავლეს ლუდის მწარმოებელი ქვეყნის განსაზღვრა - ქაფიანი სასმლის წარმომავლობას ქიმიური ანალიზის მიხედვით ადგენენ. სევილიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სხვადასხვა ქვეყნებში წარმოებული ლუდი ერთმანეთისგან შემადგენლობის მიხედვით განსხვავდება. მაგალითისთვის – დიდ ბრიტანეთსა  და სხვა სახელმწიფოში დამზადებული  ერთი და იმავე სახეობის ლუდში რკინის, კალიუმის, ფოსფატების, პოლიფენოლებისა და სხვა ნივთიერებათა განსხვავებული რაოდენობა იქნება. სევილიის უნივერსიტეტის ქიმიკოსი, ზემოხსენებული გამოკვლევების ავტორი, ხოსე მარკოს ხურადო განმარტავს, რომ ლუდის მწარმოებელი ქვეყნის განსაზღვრა იმ ძირითად ნედლეულზე დაყრდნობით შეიძლება, რისგანაც მზადდება სასმელი - ესაა წყალი და სვია. ანალიზის დროს ყურადღება ექცევა ლუდში შემავალი ელემენტების ნაკრებს. ასეთი მეთოდით ესპანელმა მეცნიერებმა შეისწავლეს და განსაზღვრეს არა მარტო ესპანური, არამედ გერმანული და პორტუგალიური ლუდის შემადგენლობა და ამ გამოთვლებს   99,3% -იანი სიზუსტით აწარმოებენ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.