Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Maison Georgienne Tamada ლუქსემბურგში ქართულ ღვინოებს გაავრცელებს

22 მარტს ლუქსემბურგში გაიმართა ახალდაარსებული სავაჭრო ფირმის Maison Georgienne Tamada პრეზენტაცია. ფირმის დამაარსებლები არიან ცოლ-ქმარი ფრედერიკ თილი და მარიამ სოხაძე. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ლუქსემბურგის რამდენიმე ტოპ–რესტორნის შეფ-სომელიეები, მათ შორის – ევროპის სომელიეების ასოციაციის პრეზიდენტი. სტუმართა შორის იყო აგრეთვე „სამტრესტის“ საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანა გოდაბრელიძე.
ფრედერიკ თილმა ისაუბრა საქართველოს მეღვინეობის შესახებ, სტუმრებს გააცნო თავისი მუშაობის სამომავლო სტრატეგია, რომელიც მცირე და საშუალო მარნების პოპულარიზაციას გულისხმობს. ბოლოს კი საზოგადოებას წარუდგინა ის ქართული ღვინოები, რომლის შეტანასაც ლუქსემბურგში ახლო მომავალში გეგმავს.
ეს ღვინოებია: „იმერული ღვინის კომპანიის“ „ციცქა“ და „ოცხანური საფერე“ სვირის ვენახებიდან, „ძველი მარნის“ „საფერავი“ მშრალი და ნახევრად მშრალი, GWC-ს ნახევრადტკბილი ღვინო „ქინძმარაული“ და „თავად მაყაშვილის მარნის“ "რქაწითელი წარაფის" 2007 წ. „ახოები“ 2007 წ. (ამ ღვინის ანსამბლაჟში რქაწითელის (90%) გარდა გამოყენებულია კახური მწვანე 6%; ხიხვი 4%) და „საფერავი – ახოები“ 2006 წ.
„თავადი მაყაშვილის მარნის“ წარმომადგენლის, სოლომონ ცაიშვილის ინფორმაციით, უკლებლივ ყველა ღვინომ დეგუსტატორებზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა, რამაც პრეზენტატორი ფირმის მესვეურებს განუმტკიცა საქართველოს მცირე და საშუალო მარნებთან თანამშრომლობის სურვილი. ახლო მომავალში Maison Georgienne Tamada გეგმავს ახალ პრეზენტაციას, სადაც წარმოადგენენ ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ დახმარებით მომუშავე ქართველ მეღვინეებს.

© ღვინის კლუბი/ vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული