Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კრაკოვური ტორტი (სააღდგომო)

ცომი:
250 გ. კარაქი, 250 გ. ფქვილი 120 გ. გატარებული ნუში, 4  კვერცხის მოხარშული გული, 120 გ. შაქრის პუდრი და დანის წვერით ვანილი კარგად მოვზილოთ.  ტორტის ფორმაში 180 გრადუსზე გამოვაცხოთ 4-5 თხელი ღია ოქროსფერი ფირფიტა (დაახლოებით 10-15 წთ.).

კრემი:
4 ცილა და 100 გ. შაქრის პუდრი კარგად გავთქვიფოთ, დავუმატოთ 200 გ. გარგარის მურაბა და მიქსერით კარგად ავთქვიფოთ, ფუმფულა მასის მიღებამდე. ეს კრემი წავუსვათ ფენებს, ბოლო ფენას კი მოვასხათ მინანქარი და მოვაყაროთ დატეხილი ნუში და ბისკვიტის ნაფხვენები.
 
მინანქარი:
100გრ.შაქრის პუდრი, 100გრ საცერში გატარებული გარგარის მურაბა და 1 ს.კ ლიმონის წვენი.
 
© vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.