Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Lafite – ხალხისთვის

კომპანია Tetra Pak–მა და Château Lafite-Rothschild-ის მფლობელმა, ერიკ როტშილდმა ახალ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. თუ ყველაფერი დასახული გეგმის მიხედვით განხორციელდა, ამ შეთანხმების შედეგად გამოშვებულ პროდუქციას – მუყაოს ერთჯერად ყუთებში ჩამოსხმულ ძვირფას ღვინოს – ფრანგი მომხმარებელი უკვე მომავალი წლიდან იხილავს დახლებზე.

მას შემდეგ, რაც ფრანგულმა კომპანიამ აზიის, განსაკუთრებით კი, ჩინეთის ბაზარზე დიდ წარმატებას და პოპულარობას მიაღწია, გადაწყვიტა, ახალი სტრატეგია შეემუშავებინა და საკუთარი წარმოების ძვირფასი ღვინო კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გაეხადა ყველასთვის, პირველ რიგში კი, მშობლიური ფრანგი ხალხისთვის. ერიკ როტშილდის თქმით, ესაა მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯი, რომელმაც მაგალითი უნდა მისცეს ღვინის სხვა ფრანგ მწარმოებლებს, რათა ხარისხიანი ფრანგული ღვინო არა მხოლოდ პრემიალურ, არამედ ბაზრის აბსოლუტურად ყველა სეგმენტში იყოს წარმოდგენილი.

ახალი პროდუქციისთვის სახელწოდება ჯერ არ შეურჩევიათ, კომპანიაში ფიქრობენ, რომ უმჯობესი იქნება, თუ ამასთან დაკავშირებით კონკურსს გამოაცხადებენ და არჩევანს  თვითონ ფრანგი ხალხი გააკეთებს.

© ღვინის კლუბი/Weekend



ფრანგები აიაფებენ და ღვინოს, ქართული კომპანიები კი არა :):):)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული