Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინით მოვაჭრე თაღლითობაში ამხილეს

რამდენიმე დღის წინ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ლოს-ანჟელესში ფრანგული ღვინოებით მოვაჭრე და მილიონერი რუდი კურნიავანი დააპატიმრა. მას თაღლითობაში ედება ბრალი - კურნიავანი იაფფასიანი ღვინის ელიტურ ღვინოდ გასაღებას ცდილობდა. რომ დასცლოდა და ეს გარიგება ბოლომდე მიეყვანა, კურნიავანი 1,3 მილიონი დოლარის მოგებას ნახავდა. გამოძიების მასალების თანახმად, 2008 წელს კურნიავინმა აუქციონზე 84 ბოთლი ბურგუნდიული ღვინო Domaine Ponsot გაიტანა, რაც საერთო ჯამში 600 000 დოლარად ჰქონდა შეფასებული, თუმცა სინამდვილეში გაცილებით ნაკლები ღირდა. ბიზნესმენი ასევე ცდილობდა გაეყიდა 1929 წლით დათარიღებული  ერთი ბოთლი Domaine Ponsot, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - ამ ღვინის ბოთლებში ჩამოსხმა მხოლოდ 1934 წელს დაიწყეს. ვენახ Clos St. Denis-ის ღვინოების ჩამოსხმის წლებად კურნიავანს 1945-71 წლები ჰქონდა მითითებული, თუმცა ამ ღვინის ჩამოსხმა 1982 წელს დაიწყეს. როდესაც ეს ფაქტები გამოაშკარავდა, აუქციონის სახლ Acker Merrall and Condit-ის მესვეურებმა ღვინოები აუქციონიდან მოხსნეს. კურნიავანს ასევე ადანაშაულებენ კრედიტების თაღლითური სქემით მიღებაში.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული