Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თაღარი

ა. ბოხოჩაძე. მევენახეობა-მეღვინეობა ძველ საქართველოში არქეოლოგიური მასალების მიხედვით. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტი. თბილისი 1963

თაღარი მეღვინეობასთან დაკავშირებული ჭურჭელია, უწინ იგი ყურძნის დაწურვისა და ღვინის გადაღების საჭიროებისათვის უხმარიათ. ხოლო საქართველოს ზოგიერთ კუთხეში დღესაც ამ დანიშნულებით ხმარობენ. სეთი დანიშნულების ჭურჭელი სხვადასხვა სახელითაა დამოწმებული თანამედროვე ეთნოგრაფიულ ყოფაში: თაღარი, მენა, ისარნა, აუზი, ქვევრი. ჩამოთვლილი ჭურჭლების სამეურნეო დანიშნულება ერთი და იგივეა, ხოლო ისინი ფორმებით და გაკეთების ტექნიკით საკმ აოდ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. მათი, როგორც სამეურნეო ჭურჭლის დანიშნულებას წარმოადგენდა და ეხლაც წარმოადგენს საწნახელში დაწურული ყურძნიდან გამოსული ტკბილის დაგროვება. ასეთი ჭურჭელი ჩადგმული იყო საწნახლის წინ ან მის გვერდით, იმ ადგილზე, სადაც საწნახელს სადინარი არხი ჰქონდა დატოვებული. საწნახლის სადინარი არხი თაღართან შეერთებული იყო მილით ან ღარით და ამ გზით  საწნახლიდან ტკბილი თვითდინებით ჩადიოდა და გროვდებოდა მასში.

აუზი (ქართლში მას მენასაც უწოდებენ) შეიძლება კლდეში ნაკვეთი, კირხსნარით ამოშენებული და თიხის ჭურჭელიც იყოს. მენა, როგორც ირკვევა, საქართველოში ძველად გავრცელებული ჭურჭელი ყოფილა. საბას განმარტებით – მენა სამყოფი, სადგომია; მენას კახნი ტაგარსა უწოდებენ და იგიცა ტყბილის სადგომია. ტაჯარი (ანუ თაღარი) ასევე ტყბილის სადგომი ჭურჭელია, ხოლო ტყბილი-ძველნი ყურძნის წვენს ტკბილს ესრე ტყბილს უწოდენ.

თაღარი, რომელსაც საქართველოს ზოგიერთ კუთხეში (მაგ. იმერეთი და სხვა) ისარნა შეესატყვისება, თიხის ჭურჭელს წარმოადგენს, ხოლო ქვევრი, რომელიც საწნახლის სადინართან არის ჩადგმული, ზოგჯერ თაღარად იწოდება და საერთოდ ცნობილი თიხის საღვინე ჭურჭელია.5 (5 მენა, ტაგარი (ანუ თაღარი) ძველთაგანვე ტკბილის სადგომ, სამყოფელ ჭურჭლადაა მიჩნეული. ბოლო ხანებში „მენა“ „აუზის“ სახელით თანდათანობით გამოდის ხმარებიდან და დავიწყებას ეძლევა, ხოლო თაღარი, რომელიც თიხის ჭურჭელი იყო, მეღვინეობაში ლითონის ჭურჭელმა შეცვალა და მან სხვა დანიშნულება მიიღო. როგორც ლ. ბოჭორიშვილის აღწერილობიდან ჩანს, კახეთში თაღარს დღეს მექვევრე-მეჭურჭლენი წყლის მარაგის შესანახად, შლამის მოსათავსებლად და სხვა დანიშნულების შესასრულებლად იყენებენ, მექაშანურენი მასში ჭურჭლის შესაღებ წამალს ასხამენ, სოფლად კი ვენახის წამლის დასაყენებლად ხმარობენ. 

მეღვინეობასთან დაკავშირებული აღნიშნული ჭურჭელ-ინვენტარი შეიძლება სამ ტიპად დაიყოს: პირველი – თიხის ჭურჭელი; მეორე – ქვაში ნაკვეთი აუზი და მესამე – მიწაში, გათხრილ ორმოში, კირხსნარით ამოშენებული აუზი. აქედან პირველი ტიპის ჭურჭელი უძველესი წარმოშობისა უნდა იყოს. ისინი წარმოქმნილია იმ დროს, როდესაც ადამიანმა საწნახელს სადინარი არხი გაუკეთა და ტკბილის დადუღება საწნახელში კი არა, ცალკე ჭურჭელში ან ქვევრებში ხდებოდა. ამ დროს საწნახლისათვის უნდა მიედგათ დიდი ზომის, ფართე პირიანი ჭურჭელი, რომელშიაც, ერთი მხრივ, საწნახელში დაწურული ყურძნის წვენი გროვდებოდა, ხოლო, მეორე მხრივ, აქედან მას იღებდნენ და ცალკე ჭურჭელში გადაჰქონდათ. ასეთი დანიშნულების ჭურჭელი და მისი უძველესი სახელწოდება დღეისათვის ცნობილი არ არის, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი ეთნოგრაფულ ყოფაში დამოწმებული თაღარის წინაპარი იყო, რადგან მათი სამეურნეო დანიშნულება ძირითადად ერთნაირი ჩანს.ქვაში ნაკვეთი აუზი საწნახელის განვითარების შემდგომ პერიოდს ემთხვევა და მასთან ერთად არის წარმოშობილი. ამის დამამოწმებელ საბუთად უფლისციხეში აღმოჩენილი, კლდეში ნაკვეთი და ზენითში არსებული მონოლითში ამოკვეთილი საწნახლები გამოგვადგება. უფლისციხის შიდა ქალაქში პირველი საწნახელი კლდეში ნაკვეთი ორი განყოფილებისაგან შედგება და ერთმანეთთან დაკავშირებულია კლდეში ნაკვეთი არხით. პირველი განყოფილება, რომელიც გეგმაში სწორკუთხედს იძლევა, წარმოადგენს საკუთრივ საწნახელს, სადაც ყურძნის დაწურვა სწარმოებდა, ხოლო მეორე განყოფილება, რომელიც გეგმაში კვადრატს იძლევა, წარმოადგენს აუზს, სადაც ყურძნის წვენი გროვდებოდა. მისი ფართობი შეადგენს 1,2 მ2 (კედლების სიგრძე 1,00X1,20 მ, ხოლო სიმაღლე 0,90–1,00 მ), მოცულობა კი 1,2 კუბმეტრს, ანუ 1,200 ლიტრს.6 (6 დ. ხ ა ხ უ ტ ა ი შ ვ ი ლ ი,  ახალი მასალები ელინისტური ხანის ქართლის ქალაქების მეურნეობის ისტორიისათვის, გვ. 116.) მსგავსი აუზი აღმოაჩნდა უფლისციხეში გათხრილ სხვა საწნახლებსაც. ასეთივე აუზი ჰქონდა ზენითის მონოლითში ამოკვეთილ საწნახელსაც. ფეოდალური ხანის კლდეში ნაკვეთ საწნახლებს ასეთი აუზები უკვე აღარ აქვთ, მათ მაგივრობას თიხის ჭურჭელი-თაღარი ასრულებდა. მაშასადამე, ქვაში ნაკვეთი აუზები ძვ. წ. IV-III საუკუნეებში ყოფილა საქართველოში გავრცელებული და იგი კლდეში ნაკვეთი საწნახლების განუყრელ ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც მოგვიანო ხანაში მსგავს საწნახელებსაც კი ჩამოსცილდა და ადგილი თიხის ჭურჭელს დაუთმო.

მიწის ორმოში კირხსნარით ამოშენებული აუზი ასეთი საწნახლების მესამე ტიპს უკავშირდება და წარმოშობილია შუაფეოდალურ ხანაში, როდესაც საწნახლების კირხსნარის დუღაბით აშენება შემოვიდა პრაქტიკაში.

კლდეში ნაკვეთი და კირხსნარით ნაშენი აუზები, საწნეხელის გვერდით, ძველი დროიდანვე ჩანან მეღვინეობასთან კავშირში. ტკბილის მოსაგროვებელი ჭურჭელი-ინვენტარი თუ რა სახელით იყო სახელდებული ძველად, ცნობილი არაა, ამდენად სახელწოდება აუზი ამ ჭურჭელი-ინვენტარის შესატყვისი პირობითი ცნებაა და არც ისე შორეულ წარსულში უნდა იყოს შექმნილი.

დასახელებული ჭურჭელი-ინვენტარი საწნახლის განუყრელი თანამგზავრია ყურძნის წურვის პროცესში, რადგან საწნახლიდან გამოსული ტკბილი თაღარში ან აუზში გროვდება, აქედან გადააქვთ შემდეგ ქვევრებში, ზოგჯერ მასშივე ხდება დადუღება და ღვინის დაყენებაც. აქ მხედველობაში უნდა მივიღოთ თაღარად გამოყენებული 20-25 კოკიანი ქვევრი.

თაღარი აუცილებელი ჭურჭელია საქაჯავით ჭაჭიდან ტკბილის გამოწურვის დროსაც, რადგან საქაჯავის „გობს“ ერთ მხარეს სადინარი არხი აქვს გაკეთებული, რომლის მეშვეობითაც ტკბილი მასზე მიდგმულ ჭურჭელში გროვდება.

გათხრებით მოპოვებულ მასალებში თიხისაგან გაკეთებული თაღარი ჯერჯერობით აღმოჩენილი არ არის, ამდენად ამ სახის ჭურჭლების უძველესი ფორმების და მოცულობი ს განსაზღვრა შეუძლებელია. ხოლო რაც შეეხება აუზებს, ისინი როგორც აღნიშნული იყო, უფლისციხესა და ზენითის საწნახლებთან არის დადასტურებული. მათ ოთხკუთხედი მოყვანილობა აქვთ, საშუალოდ მათი მოცულობა 100 დეკალიტრს უდრის. ზოგ შემთხვევაში კი, მეტსაც. მათი სამეურნეო ფუნქცია საწნახელში დაწურული ყურძნის წვენის დაგროვება იყო, შესაძლებელია ზოგ შემთხვევაში მასში ტკბილის დადუღება და ღვინის დაყენებაც ხდებოდა, რაზედაც მათი მოცულობა უნდა გვანიშნებდეს.

უფლისციხის საწნახლების აუზი ქვაში ცალკე არის ამოკვეთილი და თვით საწნახელს სპეციალური ღია სადინარი არხითა და ხვრელით უერთდება. საწნახლის ფსკერი უფრო მაღლა მდებარეობს, ვიდრე აუზის პირში, ამიტომ ყურძნის წურვის დროს ტკბილი თვითდინებით ჩადიოდა მასში. აუზი იმდენად დიდია, რომ საწნახლის წურვის დროს ტკბილის გადატანა ქვევრებში აუცილებელი არ იქნებოდა.

უფრო გრანდიოზულია ზენითის საწნახლის აუზი. მისი სიგრძე 1,40 მ, სიგანე 1,20 მ, ხოლო შემორჩენილი კედლების სიმაღლე 0,28 მ აღწევს და სადინარი ხვრელით უკავშირდება თვითი საწნახელს. ასე გამოიყურება ჩვენამდე მოღწეული უძველესი აუზები, რომელიც, ჩვენი შეხედულების მიხედვით, საწნახლების მეორე ტიპს უკავშირდება.

შუაფეოდალური ხანის კლდეში ნაკვეთ საწნახელთანაც ვხვდებით აუზს, რომელიც ამ შემთხვევაში გამონაკლისს წარმოადგენს. ვარძიის ქვაბულ ქალაქში ერთ შემთხვევაში საწნახელს ფსკერთან მილი აქვს გაჭრილი, საიდანაც ტკბილი გამოდიოდა და იქვე ამოკვეთილ მცირე ორმოში ჩადგმულ ჭურჭელში გროვდებოდა. შემდეგ ტკბილი მარნებში გადაჰქონდათ, სადაც ქვევრში ასხამდნენ დასადუღებლად. მეორე შემთხვევაში, საწნახელს ფსკერზე სადენი ღარი და ტკბილის გამოსასვლელი მილი აქვს, მილის წინ ორმოა (აუზი) ამოჭრილი სითხის დასაგროვებლად. უნდა ვივარაუდოთ, რომ პირველ შემთხვევაში საგანგებო ჭურჭელი, თაღარი გამოიყენებოდა ტკბილის დასაგროვებლად, როდესაც მეორე საწნახელს თავისი კლდეში ამოკვეთილი აუზი გააჩნდა. ამრიგად ერთდაიმავე ხანაში, ერთ ადგილზე ორგვარი ჭურჭლის-ინვენტარის გამოყენების შემთხვევა გვაქვს.

ქვემო ქართლის ტერიტორიაზე (ბოლნისის რაიონი), მდ. ლოქის ხეობაში ნასოფლარის გათხრების დროს აღმოჩენილ მარანში დადასტურებული იქნა ქვითა და კირხსნარით ამოშენებული აუზი, რომელიც გამოვლენილი მასალების საფუძველზე მე-18 საუკუნის პირველი ნახევრითაა დათარიღებული. კირხსნარით ამოშენებული აუზი და ქვევრის თაღარად გამოყენება აღმოსავლეთ საქართველოში ახლო წარსულში გავრცელებული მოვლენა ყოფილა და ზოგ შემთხვევაში დღესაც გვხვდება ხმარებაში.

მიწის ორმოში ამოშენებული ქვითკირის აუზი საწნახლის მესამე ტიპთან უნდა იყოს დაკავშირებული. როდესაც საწნახლის კირხსნარით შენება დაუწყიათ, ტკბილის მოსაგროვებელი აუზის (მენა) შენებაც ამავე მასალით გადუწყვეტიათ. შესაძლებელია, რომ უძრავ საწნახლებს, რომლებიც ქვაში იყო ნაკვეთი, ხოლო შემდეგ ხანაში კი კირხსნარით ნაშენები, უკეთებდნენ აუზს, ხის საწნახლებისათვის კი, რომელთა გადატანა ერთი ადგილიდან მეორეზე სიძნელეს არ წარმოადგენდა, თიხის ჭურჭელს, თაღარსა და ქვევრს ხმარობდნენ. თუმცა მდ. ლოქის ხეობაში გათხრილ მეორე მარანში ქვიტკირის საწნახელს ქვევრიჰქონდა თაღარად მიდგმული. ასე, რომ თაღარის ან ქვევრის გამოყენება ტკბილის დასაგროვებელ ჭურჭლად ქვითკირის საწნახლისათვის გამორიცხული არ ჩანს.
მენა კირხსნარით ნაგებ აუზს ეწოდება. ეს კარგად დასტურდება თანამედროვე ეთნოგრაფიულ ყოფაში ქართლის ტერიტორიაზე „მიწაში დაფლულ საღვინე ჭურჭელთა შორის აღსანიშნავია ე. წ. „მენა“. მენას სახელით ცნობილი საღვინე ჭურჭელი ქვითა და კირით არის ნაშენი მიწაში“. სოფლები: აში, ბოდორნა, ყვავილი, მეზვრიანთკარი და სხვა, ვენახებს მდ. არაგვის პირზე აშენებდნენ; აქვე ვენახში, ღია ცის ქვეშ, საწნახლების ძირში ამოთხრილი ორმოში ქვითა და კირით თაღარის მსგავსად, ქვევრის ოდენა ჭურჭელს აშენებდნენ. მასში დაწურულ ტკბილს აყენებდნენ რამდენიმე დღის განმავლობაში (3-4-5 დღეს). ამის შემდეგ ნაწურ ტკბილს და ჭაჭას ცალ-ცალკე წაიღებდნენ დანიშნულების ადგილას. მიწაში ქვითა და კირით ამგვარად ნაგებ ჭურჭელს, რომელიც ერთგვარად ქვევრის როლს ასრულებდა, იქაურები „მენას“ უწოდებდნენ.

კახეთში წინათ ამავე დანიშნულებით თაღარი უხმარიათ, შემდეგ მას თავისი მნიშვნელობა დაუკარგავს და ახლა მას ვენახში წამლის დასაყენებლად ხმარობენ. ეხლა ტკბილის დასაგროვებლად ორმოებს თხრიან, ცემენტით ლესავენ. თიხის თაღარის ნაცვლად ზოგჯერ ლითონისას ხმარობენ, რომელსაც ასევე თაღარი ეწოდება.
ქართლში თაღარი ეწოდება საწნახლის წინ, მილის აქეთ-იქით ჩადგმულ ქვევრს, საერთოდ დიდ ქვევრსაც.
კიდევ უფრო სუსტადაა შესწავლვილი მსგავსი საღვინე ჭურჭლები დასავლეთ საქართველოში. აქ გათხრილი და გამოვლინებული არ არის მარნები და მასთან დაკავშირებული სხვა სახის ინვენტარი და ჭურჭლეული, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ვაშნარში აღმოჩენილ მარანს. უკანასკნელ ხანებში, ტკბილის დასაგროვებელი ჭურჭლებიდან იმერეთში გავრცელებული იყო თიხის თაღარი, ისარნა. იგი საწნახელს მიდგმულიჰქონდა წინ, იქ, სადაც ტკბილის გამოსასვლელად გაკეთებული აქვს ხვრელი და რომელსაც „ინდაურს“ უწოდებენ. ზოგ შემთხვევაში ტკბილის გამოსასვლელი თაღართან დაკავშირებული იყო ხის ღარით. თაღარი აქ მცირე მოცულობისაა: მასში 10 დეკალიტრამდე ტკბილი თავსდება.ყურძნით სავსე საწნახლის წურვის პროცესში, თაღარიდან ტკბილი განუწყვეტლივ გადააქვთ ჭურში. გადასატანად გაემოიყენებოდა ჩაფი, ხოლო თაღარიდან ტკბილის ამოსაღებად ხაპი, რომელიც ე. წ. მწარე კვახისაგან არის გაკეთებული და სათანადოდ გამოხარშული.
აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ კახეთში, ორი ტიპის თაღარი ყოფილა გავრცელებული: ქუსლიანი და ბრტყელძირა. ქუსლიანი თაღარი შუაზე გაჭრილ ქვევრს წააგავს: ქვევრივით ესეც ძირისკენ ვიწროა და ქუსლიანი, პირისკენ კი შესამჩნევად გაფართოებული და ირგვლივშემოვლებული თავით დაგვირგვინებული. ძირის სივიწროვე და პირის განსაკუთრებული სიფართოვე ორივეგვარი თაღარის დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს. ბრტყელძირა თაღარი ყურიანია, ორი ყური ერთ მხარეს აქვს მობმული, ორი კი, მეორე მხარეს. ქუსლიან თაღარს, უქუსლოსაგან განსხვავებით, ყური არ უკეთდება, ქუსლიან თაღარს მიწაში ჩასვამდნენ ხოლმე, ბრტყელძირა კი სწორედ მიწის ზემოთ იდგმება. 

თბილისში, ერეკლეს მოედანზე წარმოებული გათხრების დროს, შუაფეოდალური ხანის მასალებში ყურადღებას იქცევს დიდი ზომის, ფართე პირიანი და ყურებიანი ჭურჭელი, რომელიც დამა ხასიათებელი ნიშნების მიხედვით თაღარს უნდა წარმოადგენდეს. ამდენად იგი ჯერჯერობით ერთადერთი უძველესი (XI–XIII სს.) თაღარია არქეოლოგიური გათხრების შედეგად რომაა აღმოჩენილი.

იმერეთში გავრცელებული იყო ქუსლიანი თაღარი (ტაბ. I, 15). იმერულ თაღარს ფართე პირი, გაბრტყელებული ქობა, მომრგვალებული კალთები (არა ქვევრივით დაქანებული) და ქუსლი აქვს. იმერელი მექვევრის დიმიტრი ლაბაძის (შროშა) გადმოცემით, ქვევრის მკეთებელი თაღარსაც აკეთებდა წინათ. ეხლა მას ძალიან იშვიათად აკეთებენ, რადგან მას ეხლა თითქმის აღარავინ ხმარობს. უკანასკნელ ხანებში თიხის თაღარი ნელ-ნელა გამოვიდა ხმარებიდან და იგი სპილენძისაგან დამზადებულმა ჭურჭელმა (ქვაბმა) შეცვალა.

 



ამ ჩაბანძებული პადვლის სურათის დადებას თაღარის ფოტო რომ დაგედოთ ხომ არ აჯობებდა?


"ჩაბანძებული" - რა ნაცნობილი სტილია... ბუნდოვნად მახსოვს. ჩვენს სურათებზე ღელვას და მაგ ჩაბანძებული კომენტარების წერას, სულ არ შემოხვიდეთ ხოლმე, არა?


კარგი ბატონო ადმინო, აღარ შემოვალ თქვენს ბლოგზე, ოღონდ სურათები დადეთ-ხომლე შესაბამისი არ შეიძლება? საცივის რეცეპტის ფოტოს რომ დებთ თქვე დალოცვილებო და ყაურმის ფოტო ადევს ზედ ეგა რა ამბავია ვითომ? თორემ მე შემოვალ თუ არა, აბა მაგით რა შეიცვლება თქვენს ბლოგზე? თუ თქვენი ნებაა ბატონო ადმინო აღარ შემოვალ! ისე კი, მიიღეთ ეს კრიტიკა და სამომავლოდ მაინც გამოასწორეთ ეს ხინჯი. უხერხულია უბრალოდ. აბა თქვენ იცით, წარმატებებს გუსურვებთ, რადგან ღვინოზე რომ წერს ადამიანი ის ცუდი კაცი ნამდვილად ვერ იქნება და კარგი კაცის წარმატება კი ნამდვილად ჩემი წარმატებაცაა, როგორც ქართველი ილიასი.


თაღარზე ტექსტს რომ გოგი მარგველიძის მარნის ფოტოზე მეტად თაღარის ფოტო შეეფერება, ეს ჩვენც ვიცით)) მეორე საკითხია, რომ თაღარის ფოტო იშვიათობაა და არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ ფოტოებს არ ვიპარავთ სხვა წყაროებიდან. ჩემი აზრით, ეს უფრო უნდა იმსახურებდეს აღნიშნვას, ვიდრე ის - ამ შემთხვევაში, რა ფოტო ადევს ტექსტს. ზოგადად, ამ ყველაფერში რომ მხოლოდ ცუდის შენიშვნა შეგიძლიათ, ესაა პრობლემა. კეთილი სურვილებით, ქეთო


ar megona, Tu kali iko am saitis admini. kargi ikneba tu sanam rame komentars dacer gaerkve sakitxshi da mere dacero. es samomavlod gamogadgeba. gogi margvelidzis marani ar aris es. da ajobebs sakutar problemebs mixedo da gaerke sakmeshi. kalis sakme ar aris gvinis blogis adminoba.


ნუ ცხარობთ, ანონიმურო ))) მადლობა ღმერთს, პირველი ხართ, ვინც ამას წერს, თორემ ვიფიქრებდი, რომ სხვებმაც არ იციან, ქალი რომ ქართულ კულტურაში ვაზის სიმბოლოა. მისი მადლი გწყალობდეთ და საკუთარი ემოციების მართვა შეგაძლებინოთ. :)


ბატონო ილია, ეს ნამდვილად არ არის გოგო მარგველიძის მარანი, ადმინს ეს შეცდომა ჩემს გამო მოუვიდა(ისე არც ესა ტრაგედია და ესეთი ყურადღება გასამახვლებელი ფაკტი. ეს მივიწყებული მარანიც არ არის "ჩაბანძებული" უბრალოდ ახალ სიცოცხლეს ელოდება), ეს მარანი გოგის მარნის მეზობლადა(გოგი აქცევს ყურადღებას მიტოვებულ სახლ,კარს და მარანს) და ჩემს მიერ გადაღებული სურათები ერთ ალბომში ავტვირთე და შესაბამისად ადმინმაც ამიტომ ატვირთა არასწორად. ბატონო კითხვის ნიშანო??? ეს ქალთმოძულება რა უბედურება??? ან ვინ დაგიყოთ და მოგცათ უფლება "კაცებს" ღვინოზე წერის, ღვინის დაყენების და ღვინის სმის ექსკლუზივი??? სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს:))) ეს საბჭოურ-გრუზინული მსოფლმხედველობა. პ.ს. კარგი იქნება მსოფლიოს წამყვანი ღვინის მწერალი ქალების წიგნები დაათვალიეროთ, თორემ თქვენ მაგას რომ არ წაიკითხავთ კი ვხვდები :))


batono xzza da qalbatono keto. gackeninet mgoni da ukacravada var. shendobas vixov. ise ki zazas vetanxmebi, namdvilad ara var nakitxi adamiani... mokled bodishi batonochemo. carmatebebi minda gisurvot, am gverdze shemtxvevit shemovedi tavidan da agar shegacuxebt.ise ki es marani, rogorc pat. admini ambobs namdvilad araa gogisi da magitom gamovexmaure ase kalbaton admins. ar mikvirs, rom kalbaton admins gamouchndnen gulshematkivari (ebi)... mokled qristianulad gixdit bodishs da davasrulod xmalaoba. p.s. kalis sakme mainc ar mgonia sait maranis adminoga da ginda mesrolet da momkalit batonochemo...

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.