Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თეიმურაზ ბატონიშვილისა და მარი ბროსეს გაბაასება

ბროსე: როგორ ინახავენ ღვინოს საქართველოში?

თეიმეურაზი: საქართველოში ღვინოს ქვევრებით ინახვენ.
ბროსე: რა არის ქვევრი?
თეიმურაზი: "ქვევრი" წერილის ენით – "ჭურია".
ბროსე: როგორ აკეთებენ ქვევრს?
თეიმურაზი: ამას აკეთებენ წმიდის და მტკიცე კეცის თიხისაგან. კეცი მიწა არის, საუცხოვო. თიხა შეზელილს კეცსა ეწოდების. ქვევრს ჯერ პირველად თიხიდამ გააკეთებენ მექვევრეები, ე. ი. მეკეცენი. კარგად გააშრობენ და მერე ცეცხლში გამოსწვენ, წმინდა ჭურჭელი არის.
ბროსე: სხვაგან თუ აკეთებენ ქვევრს, გარდა საქართველოსი?
თეიმურაზი: ამას აკეთებენ ჩვენი ქვეყნის საქართველოსა და იმერეთის კაცნი.
ბროსე: როგორ დებენ მიწაში ქვევრს?
თეიმურაზი: ღრმათ მიწას მოსთხრიან, იმაში ჩასდგმენ ქვევრსა. გარეშემოსაც და ძირსაც ქვითკირით გამოუშენებენ ასე, რომ სულ ის ქვითკირი სრულად ქვევრს შემოეკვრის გარეშემო და ღვინის ძალი ვეღარ გახეთქს ქვევრსა.
ბროსე: რა მოუვა ღვინოს, თუ ქვევრში არ შეინახავენ?
თეიმურაზი: თუ ღვინო ქვევრში არ შეინახეს საქართველოში, უეჭველად წახდება. ღვინო, ზეზე ქვევრით არ შეინახება.
ბროსე: რა და რა ზომის ქვევრები იციან თქვენში?
თეიმურაზი: ქვევრები დიდროვანიც იქნება და წვრილებიც. წვრილს "ქოცო" ჰქვიან და სხვადასხვა სახელები. ზოგს დიდ ქვევრებში ოცი საპალნე, ოცდაათი და მეტი და ნაკლები ღვინო ჩაისხმის.
ბროსე: რა არის საპალნე?
თეიმურაზი: კახეთში ასე ანგარიშობენ, და რომელთამე საქართველოს ადგილებში, ოცდაშვიდი ჩაფი ღვინო, რომელიც რომ ოთხმოცდაერთი თუნგი არის, ერთი საპალნე არის. სამი საპალნე, ერთი ურემი არის. კახელები იტყვიან: "წელს ასი საპალნე, ანუ ორასი, ანუ სამასი, მეტი თუ ნაკლები, ამდენი საპალნე ღვინო მოვიდაო, ანუ ამდენი ურემი ღვინო გავყიდე შარშანაო". ერთი ურემი ღვინო 243 თუნგი არის.
ბროსე: თუნგი რაღაა?
თეიმურაზი: თორმეტი თუნგი ღვინო ერთი კოკა არის. ქართლში და იმერეთში კოკობით ანგარიშობენ და იტყვიან ვენახის პატრონები: "წელს სამასი კოკა, ან ოთხასი, ანუ ათასი, მეტი თუ ნაკლები, ამდენი კოკა ღვინო მომივიდაო". სამი თუნგი ღვინო ერთი ჩაფი არის.
ბროსე: ღვინის სხვა საწყაო რაღა აქვთ ქართველებსა?
თეიმურაზი: გოზაური ის ჭურჭელი არის ღვინისა, რომელშიაც თუნგნახევარი, ანუ ორი თუნგი ღვინო ჩავა. ორი ხელადა, ე. ი. ორი ნახევარ თუნგი, ერთი თუნგი არის, ანუ ერთი საღვინე (ორსავ უწოდებენ). ორი ჩარექა ნახევარ თუნგი არის, ანუ ერთი ხელადა. ორი ნახევარ ჩარექა ერთი ფარჩი არის, ანუ ერთი ჩარექა. ოთხი ჭიჭილა ნახევარ ჩარექა არის. ნახევარ ჩარექა ანუ ნახევარ ფარჩი სწორეთ თანასწორი არის იმ ჭიქისა, რომელსაც რუსნი ბუტილკას ეძახიან, ე. ი. თქვენებურად სახელდების: une bouteille.
ბროსე: დიდად გმადლობთ უფლისწულო!
 
თემა:


madloba am textis damdebs. gaixare.


პირიქით, მადლობა თქვენ, რომ ჩვენი ბლოგის აქტიური მკითხველი ხართ.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული