Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თეთრი ღვინო ესპანეთში - ვაზის ჯიშები და ძვირადღირებული ღვინოები

ესპანეთი ერთ-ერთი წამყვანი ღვინის მწარმოებელი ქვეყანა. ღვინის მოყვარულებს აუცილებლად გეცოდინებათ ესპანური ღვინის რეგიონები და ჯიშები, პრიორატი (Priorat), გარნაჩა (Garnacha), შერი (Sherry), ტემპრანილო (Tempranillo) და რიოხა (Rioja), ახლა შევეცდებით მათზე ცოტა ვრცლად ვისაუბროთ.

ტრადიციული შერის ღვინო მზადდება სამი თეთრი საღვინე ყურძნისგან - პალომინო, მუსკატი და პედრო ქსიმენესი.შერი შეიძლება იყოს

მშრალი: ეს არის დაბალი მჟავიანობის ღვინო დაბალი შაქრის შემცველობით. ბუნებრივად ტკბილი: ბუნებრივად ტკბილი ღვინოები წარმოიქმნება დუღილის შეჩერებით, ღვინოში რჩება ცოტა შაქარი რაც მას სიტკბოს აძლევს. Sweet Sherry: იგი მზადდება ორი ან მეტი სრულად დაძველებული შერის შერევით. მშრალ შერის მიირთმევენ უმამის კერძებთან, როგორიცაა ტაპასი, ხოლო ტკბილი შერი ძალიან უხდება შოკოლადის დესერტებს.

ავტორი ყველაზე ძვირადღირებული შერის ღვინოებს აცნობს მკითხველს: 1933 წელი Williams & Humbert Coleccion Anadas Single Cask Oloroso Sherry ($5,451) Barbadillo Reliquia Amontillado Sherry, ანდალუსია ($1,115)

Viura (მაკაბეო)

ღვინის მოყვარულთა უმეტესობა იცნობს ვიურას, როგორც ყურძენს, რომელიც ცქრიალა ესპანური ღვინის, კავას დასამზადებლად გამოიყენება. თუმცა, ვიურა ასევე ძალიან მსუბუქი თეთრი ღვინოცაა.ვინაიდან ვიურა მაღალმოსავლიანი ყურძენია, ბევრი მეღვინე სარგებლობს მისი სიუხვით, ეს კი ბაზარზე დაბალი ხარისხის ღვინოების წარმოებას იწვევს. მაგრამ კონტროლირებადი მოსავლიანობით, Viura-თი ერთ-ერთო ყველაზე საინტერესო და არომატული ესპანური თეთრი იწარმოება. როგორც წესი, ამ ესპანურ თეთრ ღვინოს აქვს მსუბუქი სხეულიანობა და ნესვის, ვაშლის და თეთრი ყვავილების სურნელი. 

მუხაში დაძველებულ ვიურას კი ქოქოსის და დარიჩინის ნოტები აქვს. დროთა განმავლობაში ღვინო ივითარებს მიწის ტონებს, რაც ძალიან კარგ მიდის შემწვარ ხორცთან. მეორეს მხრივ,  ვიურას ახასიათებენ,როგორც ნათელსა და მაღალი მჟავიანობის ღვინოს.

რჩეული და ძვირადღირებილი Viura (Macabeo):

1957 R. Lopez de Heredia Vina Tondonia Gran Reserva Blanco, Rioja DOCa ($1,149)

2015 Finca Allende Martire, Rioja DOCa ($129)

თეთრი რიოხა (რიოხა ბლანკო)

თუ თქვენ საინტერესო ესპანურ თეთრ ღვინოს ეძებთ ციტრუსის და ხილის ნოტებით, მაშინ თეთრი რიოხა საუკეთესო არჩევანია. იწარმოება ესპანეთში, რიოხას რეგიონში და მზადდება მთლიანად თეთრი ყურძნის ჯიშებისგან, როგორიცაა Viura, Tempranillo Blanco, Garnacha Blanca, Chardonnay და Sovignon Blanc. თეთრი რიოხა შეიძლება მერყეობდეს მსუბუქიდან სრულ სხეულამდე, ხოლო საუკეთესო, რჩეული ღვინოები 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაძველებულიც კი გვხვდება. დავარგების სხვადასხვანაირობოდან გამომდინარე არსებობს თეთრი რიოხას ოთხნაირი სტილი. ჯოვენი: ახალგაზრდა თეთრი ღვინოები მუხის კასრში დავარგების გარეშე.

Crianza: დაძველებული 12 თვის განმავლობაში, (ექვს თვეში მუხის კასრებში დაყოვნდა.)  რეზერვა: დაძველებულია 24 თვის განმავლობაში (ექვს თვეში ღვინო დაყოვნებულია კასრებში) Gran Reserva: ღვინო ვარგდებოდა 48 თვე. 

დაძველებული და კარგად დავარგებული რიოხას ღვინოები თამამია და ახასიათებს მოხალული ანანასის, კარამელიზებული თაფლის, ცაცხვის, დაშაქრული ტარხუნის, თხილის, ვისკის და ტკბილეულის კომპლექსური არომატები.ხშირად იგრძნობთ ასევე ლიმონის, ხაჭოს და ნაღების, ფიჭვის, თხილის ნოტებს, გამოირჩევა მაღალი მჟავიანობითა და დახვეწილი მინერალურობით. ღვინო ძალიან უხდება ხამანწკებს.

თეთრი რიოხას ღვინოებია:

1986 Marques de Murrieta Castillo Ygay Blanco Gran Reserva Especial ($637)

1948 Marques de Murrieta Finca Ygay Reserva Blanco ($354)

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული