Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საფერავი რჩეულ წითელ ღვინოებს შორის: Business Insider-ის რჩევები

ცნობილმა სომელიემ და ღვინის ექსპერტმა, სარა მეი გრუნვალდმა, Business Insider-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში წითელი ღვინოების რჩეული ჯიშები მიმოიხილა, რომლებიც მისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი და ღირებული აღმოჩნდა. გრუნვალდი თითოეულ ჯიშზე საუბრობს მისი უნიკალური გემური მახასიათებლებისა და ისტორიული მნიშვნელობის გათვალისწინებით.

სტატიაში ავტორი წერს საფერავზე, ერთ-ერთი უძველეს ქართულ ვაზის ჯიშზე და აღნიშნავს, რომ საფერავი ცნობილია მისი ღრმა, მუქი ფერით, რაც ღვინოში მაღალი ანთოციანინის შემცველობით არის განპირობებული. არომატებში გამოირჩევა სხვადასხვა კენკრის, შავი მოცხარის, ალუბლის, ტყავისა და მიწის ნოტები. ავტორი ხაზს უსვამს, რომ მისი ღვინო შესანიშნავია როგორც დამოუკიდებლად დასაგემოვნებლად, ისე კერძებთან, განსაკუთრებით ცხვრის ხორცთან ერთად.

ავტორი ყურადღებას ამახვილებს ჩეზანეზე (Cesanese) იტალიაში, ლაციოს რეგიონში გავრცელებული ჯიშია, რომლის არომატებში შეხვდებით ალუბლის, ტკბილი სანელებლების, ვარდისა და შავი პილპილის ნოტებს. გრუნვალდი აღნიშნავს, რომ მისი მსუბუქი ტანინები და არომატული სიუხვე შესანიშნავად ეხამება პასტას, ხორციან სოუსებსა და სეზონურ კერძებს.

ტეროლდეგო (Teroldego)

ეს ჯიში წარმოშობით იტალიის დოლომიტებიდანაა და გამოირჩევა მდიდარი არომატული პროფილით, რომელიც მოიცავს ველური კენკრის, თივისა და ალპური მცენარეულობის ნოტებს. გრუნვალდი აღნიშნავს, რომ ტეროლდეგო მას ზაფხულის მოგონებებს უღვიძებს და მისი შესანიშნავი წყვილია მძიმე კერძებთან, როგორიცაა პოლენტა სოკოთი ან ფონდიუ.

წითელი ცქრიალა ღვინოები

გრუნვალდი წერს ნაკლებად ცნობილ წითელ შუშხუნა ღვინოებზე, როგორებიცაა ლამბრუსკო და ბარბერა ფრიზანტე. ეს ღვინოები გამოირჩევა მაღალი მჟავიანობით და საკვებისადმი უნივერსალურობით, რაც მათ იდეალურ არჩევანს ხდის პიცასთან ერთად არაფორმალური შეკრებებისთვის.

ზინფანდელი (Zinfandel)

ზინფანდელი გრუნვალდის მიერ აღწერილია როგორც “ნაყოფიერი და სანელებლებით მდიდარი ღვინო”. ავტორი ხაზს უსვამს, რომ თანამედროვე მეღვინეების მიერ წარმოებული ზინფანდელი ძველი “თეთრი ზინფანდელისგან” სრულიად განსხვავებული და მეტად დახვეწილია.

როზე, ვარდისფერი ღვინოები

გრუნვალდი აღნიშნავს, რომ მუქი ფერის როზე ღვინოები, როგორიცაა იტალიური ჩერაზუოლო, განსაკუთრებულად მიმზიდველია მათთვის, ვინც წითელი ღვინის გემოსთან ერთად სიმსუბუქეს და ახალი ხილის არომატებს ეძებს.

სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ კულტურულ და გემურ მნიშვნელობას, რაც თითოეულ ჯიშს აქვს. გრუნვალდი განსაკუთრებით აღიარებს საფერავს, როგორც გამორჩეულ და ღირებულ ღვინოს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქართული მეღვინეობის უნიკალურობასა და მსოფლიო ასპარეზზე მის მზარდ როლს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული