Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ამბები – გადაცემა "ღვინის გზამკვლევი" (24) 01.03.2013

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

სალომე: მთავარ თემად სამწუხაროდ კვლავინდებულად რჩება რუსი ექსპერტების ვიზიტი საქართველოში, ამაზე უფრო დეტალურად ქვემოთ ვისაუბრებთ, როგორც მალხაზმაც აღნიშნა, ახალ ამბებს კი ღვინის კლუბის გუშინდელი დეგუსტაციით დავიწყებთ, რომელიცღვინის ბარ “აზარფეშაში”გაიმართა. “ქართული ღვინისა და ყველის ქორწილი”,ასე ერქვა დეგუსტაციას, რომლის მონაწილეებმაც 10–ზე მეტისხვადასხვა სახეობის ღვინოსთან ერთად,დაახლოებით 15 სახეობის ქართული ყველი დააგემოვნეს.დეგუსტაციას ღვინის კლუბის პრეზიდენტი მალხაზ ხარბედია და ფერმერული წარმოების რძის პროდუქტების ხელშეწყობის ფონდის ხელმძღვანელი ანა მიქაძე უძღვებოდნენ, რომლებიც მონაწილეებს მოკლედ აცნობდნენ ყველის იმ კონკრეტული სახეობის ისტორიას, რომელიც შეთავაზებულ ღვინოს ყველაზე მეტად მოუხდებოდა. დეგუსტაციის ორგანიზატორებმა ღვინოებს პირობითად სასიძოები, ყველს კი პატარძლები შეარქვეს, მათი ერთობლივი დაგემოვნების პროცესს კი შეუღლები სტატუსი მიანიჭეს.

სადეგუსტაციოდ წარმოდგენილ ღვინოებს შორის იყო წინანდალი, ცოლიკოური, ჩხავერი, ქვევრში დაყენებული ჩინური, ქვევრის რქაწითელი,ქვევრის ქისი,საფერავი, ვარდისფერი საფერავი, მუკუზანი, უსახელაური, ქინძმარაული, შემაგრებული საფერავი, ჭაჭადა ა.შ. ყველის იშვიათი სახეობებიდან კი განსაკუთრებით გამორჩეული იყო – პიტნიანი სქიბუ, ტენილი, ლაგუჯი, თუშური და მესხური ყველები, ასევე შებოლილი ყველის და ევროპული ტიპის ყველების, პარმეჯანოს და სხვა ყველების ქართული ანალოგები.

დეგუსტაციაში მონაწილეობა 40–მდემსურველმა მიიღო. მათ შორის იყვნენ სტუმრები ჰოლანდიიდან, გერმანიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან. ღონისძიების ერთ–ერთმა მონაწილემ,ნინო ახალაძემ, პროფესიული დეგუსტაციის შთაბეჭდილებები რადიო “ცხელ შოკოლადსაც” გაუზიარა:

“ეს ჩემთვის პირველი შემთხვევაა, როცა მომეცა საშუალება ასეთ არაჩვეულებრივ გარემოს ვეზიარო. საინტერესოა, როგორ განასხვავებენ ღვინოებს ერთმანეთისგან, რას უნდა მიექცეს ყურადღება, რა ტიპის ღვინო რა საჭმელს უნდა შევუხამოთ. ამ მხრივ ეს პროცესები ძალიან საინტერესოა. რაც უფრო მეტ ინფორმაციას იღებ, ინტერესი უფრო და უფრო ჩნდება და ამ მხრივ უკვე საინტერესოა”

გეტყვით, რომ ამ დონის დეგუსტაციებს ღვინის კლუბი ყოველთვიურად ატარებს.როგორც მალხაზისგან ვიცით, მომდევნო ღონისძიება უკვე ძალიან მალე, მარტის ბოლოს გველის.

ღვინის და ყველის შეხამების თემას, ჩვენს დღევანდელ გადაცემაში კიდევ უფრო განვავრცობთ. ჩვენს სტუმრად სწორედ გუშინდელი დეგუსტაციის ერთ–ერთი წამყვანი ანა მოვიწვიეთ.

<ტიხარი. სტუმარი. ანა მიქაძე>

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<

სალომე: ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას. თქვენ უსმენთ გადაცემას „ღვინის გზამკვლევი“, 98,5 ფმ–ზე. გადაცემას ვუძღვებით მე, სალომე აფხაზიშვილი და  მალხაზ ხარბედია.

როგორც იცით, მიმდინარე კვირაში, ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების საკითხი განსაკუთრებული აქტუალურობით გამოირჩა. ამის მიზეზი რუსეთის სანიტარული უწყების მთავარი სპეციალისტების საქართველოში ვიზიტი გახდა, რის გამოც, ამ თემაზე არა მხოლოდ დარგის სპეციალისტები, არამედ პოლიტიკოსებიც ალაპარაკდნენ. პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას, სადაც მან ქართველი მეღვინეების არაკორექტულად მოიხსენია, ხოლო ინსპექტირების პროცესი ეჭვის ქვეშ დააყენა, ონიშჩენკოს გამოხმაურება მალევე მოჰყვა. მან საქართველოს მთავრობას მკაცრად მიუთითა, რომ თუკი საქართველოში საკითხისადმი ამგვარი მიდგომა არ შეიცვლება, ის ექსპერტებს ღვინის კომპანიების შემოწმების გაგრძელების უფლებას აღარ მისცემს. სააკაშვილისა და ონიშჩენკოს შეფასებები საქართველოს პარლამენტშიც განიხილეს. საქართველოს პირველი პირის განცხადებას მოგვიანებით, ქართული ღვინის ასოციაციის წარმომადგენლებმაც უპასუხეს, რომლებმაც საკითხისადმი პრეზიდენტის ამგვარი მიდგომა უარყოფითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ მათი საწარმოების სანიტარულ-ტექნოლოგიური შემოწმების პროცესი ჩვეულებრივი პროცესია.

იმის გამო, რომ ინსპექტირების პროცესი  მედიისთვის დახურულია, ამ თემის მიმართ ინტერესი გარკვეულწილად ამანაც განაპირობა. კომპანიების შემოწმების პროცესის დეტალური განხილვა ჩვენ სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილეს თენგიზ კალანდაძეს ვთხოვეთ, რომელიც ამბობს, რომ ინსპექტირების რუსული სტანდარტები ძალიან გავს იმ სტანდარტებს, რასაც სურსათის ეროვნული სააგენტო კომპანიებში პერიოდულად ატარებს. ამ სტანდარტების შესახებ უფრო დეტალურად ის რადიო „ცხელ შოკოლადს“ ესაუბრა:

„განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ადგილწარმოშობის ღვინოებს. ისინი უნდა იყვნენ მიკროზონებად დაყოფილნი და კონტროლირებადნი. ანუ ღვინის სააგენტოს სპეციალისტები აკონტროლებენ ამ ვენახებს და იციან მათი მოსავალი. გარდა ამისა, ისინი ინტერესდებიან იმით, ხდება თუ არა მათი დოკუმენტური აღრიცხვა? ამის შემდეგ ისინი ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, თუ როგორ ხდება ნედლეულის აღება, ქარხნის მიერ ჩაბარება და მისი გადამუშავება. შესაბამისად უნდა იყოს ჩატარებული ლაბორატორიული კვლევები, თუ რამდენად არის გამართული აპარატურა? როგორ არის დაცული საწარმოში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები? როგორ არის მომზადებული პერსონალი? არის თუ არა ბოთლები და ფილტრები სერტიფირებული?  ხდება თუ არა დამატებითი ნივთიერებების კვლევა? როგორ მუშაობს ღვინის ჩამომსხმელი და შემნახველი საამქრო და ა.შ.“

შეგასენებთ, რომ რუსი სანიტრების ექვსკაცინი ჯგუფი საქართველოში 25 თებერვალს ჩამოვიდა. ინსპექტირების პირველ ეტაპზე მათ 40-მდე ღვინის კომპანია შეამოწმეს. საქართველოს ისინი დღეს დატოვებენ. რის შემდეგაც საქართველოში ვიზიტს თავად გენადი ონიშჩენკო გეგმავს. ვიზიტის ზუსტი თარიღი და დეტალები ჯერ უცნობია. ონიშჩენკომ ჟურნალისტებს მხოლოდ ის უთხრა, რომ ის საქართველოდან ექსპერტების დაბრუნებას და მათ პირველ შეფასებებს ელოდება.

მალხაზი: როგორც ხედავთ, ძალიან ექსტრემალურ პირობებში მიმდინარეობს ეს ინსპექტირების პროცესი, საკითხი ძალზე პოლიტიზებულია და ერთი რიგითი ვიზიტი ყველა მხრიდან არაადეკვატურად ფასდება. ინსპექტირების გაცილებით უფრო დეტალური და რთული პროცესები ჩატარებულა საქართველოში, თუმცა ასეთი გამოხმაურებები არც ერთს არ მოჰყოლია. რა თქმა უნდა, არასწორი და სრულიად არაკორექტული იყო საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, თუმცა არანაკლები, თუ უფრო მეტი არა, ყურადღება უნდა მიექცეს გენადი ონიშჩენკოს სიტყვებსაც, სადაც იგი ექსპერტების მყისიერი გაწვევით იმუქრებოდა. ეს შეიძლება იმასაც ნიშნავდეს, რომ მომავალშიც, ქართული ღვინის ბედი რუსულ ბაზარზე კონკრეტული ადამიანების ნება–სურვილზე იქნება დამოკიდებული.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

სალომე: ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნებას,  ეკონომიკის განვითარების საკმაოდ მნიშვნელოვან რგოლად მიიჩნევს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც პრეზიდენტის განცხადებას გუშინ გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ დღეს რუსეთის ბაზარი ეკონომიკური განვითარების საკმაოდ მძლავრ  შესაძლებლობად განიხილება, ამიტომ ქვეყნის პირველი პირის ამგვარი განცხადებების მიუხედავად, ამ შანსის გამოყენებაზე უარის თქმას არავინ აპრებს.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

რუსი ექსპერტების ვიზიტს შეფასება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისგანაც მოყვა, რომელმაც სანიტრებს, ოთშაბათს საკუთარ რეზიდენციაში უმასპინძლა. საპატრიარქოს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ილია მეორე დადებითად აფასებს რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის განახლებას და ამ ფაქტს, იმ რთული პოლიტიკური ურთიერთობების მოგვარების ერთ-ერთ გზად მიიჩნევს, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის არსებობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, გასულ წელს რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსაც შეხვდა და ქვეყნებს შორის ურთიერთობების განახლების შესახებ ესაუბრა.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

რას ფიქრობენ კახელი გლეხები რუსეთის ბაზრის გახსნის შესახებ (ციტატები კახეთი ნიუსიდან)

კახელი გლეხები ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების შესახებ

წყარო: “კახეთის ხმა”

გოგა ხელაშვილი:

-       ქართული ღვინო, რომელიც რუსეთის ბაზარზე გავა, უნდა იყოს სერტიფიცირებული და სანდო. დიდი მნიშვნელობა აქვს მეღვინეების შეფასებას. უნდა იყოს იმ მინდვრის, რა ეტიკეტითაც სარგებლობს ღვინო.

ალიკა ტურაშვილი:

-       პირველ რიგში, მივესალმები ბაზრის გახსნას, ეს გლეხს ეკონომიკურად გააძლიერებს. ღვინო კი, რომელიც რუსეთის ბაზარზე გავა, უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის, რომ კონკურეცია გაუწიოს სხვა ქვეყნებიდან შეტანილ ღვინოებს. ქართულმა ღვინომ უნდა დაჩრდილოს სხვა ქვეყნის ნაწარმი, რომ მასზე მოთხოვნა გაიზარდოს. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს საქართველოში მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებას.

შერმადინ ბათურიშვილი:

-       რუსებს უყვართ ქართული ღვინო და, როგორც ვიცი, არცერთი სახის ღვინოზე არ ამბობენ უარს, თუმცა ხარისხიანი ღვინის გატანაა საჭირო.

თემურ სულიკაშივლი:

-       ღვინის ბაზრის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი გლეხისთვის. უფრო დიდი სიყვარულით მოეკიდება გლეხი ვაზს, თუ მას მთელი წლის წვალება დაუფასდება. ხარისხი კი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი უნდა იყოს, რომ სახელი არ გაიფუჭოს.

ალიკა კოხტაშვილი:

-       ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის ბაზარზე კარგი ღვინის გატანა, რომელიც უნდა იყოს სხვადასხვა ხარისხისა და ფირმის, რომ ყველა მათგანზე მოთხოვნა გაიზარდოს. მეც მაქვს ვენახი და უკვე ვზრუნავ ხარისხიანი პროექციის მიღებაზე.

<ტიხარი.>

მალხაზი: ახლა ჩვენი სიუჟეტის ჯერია, რომელიც სალომემ მოამზადა და რომელიც შეაჯამებს ექსპერტების ჩამოსვლით დამძიმებულ ღვინის კვირას. სალომე სოწორედ ამ ვიზიტზე გვესაუბრება.

<ტიხარი.>

<<<<<<<<<<<<<< 

მალხაზი: ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას. ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი კიდევ უფრო გაიზრდება. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, საქართველოში ჩინეთის ელჩთან შეხვედრისას ისაუბრა. შეხვედრა საელჩოს წარმომადგენლებსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წევრებს შორის, საქართველოში გასული კვირის ბოლოს გაიმართა. ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის კომპანიები უკვე რამდენიმე წელია არიან წარმოდგენილი. ღვინის ეროვნული სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, იმ საექსპორტო ბაზრებს შორის, სადაც ქართული ღვინო გადის, რაოდენობრივი მაჩვენებლის მიხედვით, ჩინეთი მეოთხე ადგილზეა, უკრაინის, ყაზახეთისა და ბელორუსიის შემდეგ. ამავე მონაცემების მიხედვით, 2005 წლიდან მოყოლებული ჩინეთში წარმოდგენილი ქართული ღვინის რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება.  ეს მაჩვენებელი გასულ წელს გაორმაგდა და ერთი მილიონ ორასი ათას ბოთლზე მეტი შეადგინა.

ჩინეთის ბაზარზე ქართველი მეღვინეების მიდგომასთან დაკავშირებით განცხადება, გასული წლის დეკემბერში, ჩინეთში საქართველოს ელჩმა მამუკა გამყრელიძემაც გააკეთა. მან ღვინის ქართველ მწარმოებლებს ჩინურ ბაზართან დაკავშირებით შემუშავებული სტრატეგია დაუწუნა და მომდევნო ნაბიჯების გადასადგემლად საელჩოსთან მეტი კომუნიკაციისკენ მოუწოდა. გამყრელიძემ, ჩინურ ბაზარზე გააქტიურობის თხოვნით, ახალ მთავრობას, კონკრეტულად კი პრემიერ მინისტრს ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა და მოუწოდა, რომ დასავლეთის და რუსეთის ბაზრებთან ერთად აქცენტი ჩინეთის ბაზარზეც გააკეთონ. მისი თქმით, ჩინური ბაზრის დიდი მასშტაბი ღვინის ქართული კომპანიებისთვის საკმაოდ მომგებიანი პირობებს ქმნის.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

სალომე: შიდა ქართლის გუბერნატორმა ანდრო ბარნოვმა ქართლის ღვინის პოპულარიზაციისა და ადგილობრივ მევენახეთა მხარდაჭერის მიზნით წამოწყებული კამპანიის ფარგლებში „ღვინის კლუბის“ წარმომადგენლებს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას გუბერნატორის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრა ორი ძირითადი საკითხის განხილვას მიეძღვნა: ადგილობრივ მეღვინეთა ასოციაციის ჩამოყალიბება, რომელიც ღვინის წარმოებასთან დაკავშირებულ საკონსულტაციო საკითხებთან ერთად მევენახეებს ხარისხის კონტროლის, ღვინის ბრენდირებისა და რეალიზაციის პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება და ქართლის ღვინის ყოველწლიური ფესტივალის ჩატარება.

„ღვინის კლუბის“ წარმომადგენლის, იაგო ბიტარიშვილის, აზრით, აღნიშნული ინიციატივა უძველესი ყურძნის ჯიშების გადარჩენას, ადგილობრივი წარმოების გამოცოცხლებასა და ქართლის ღვინის ადგილობრივ ბაზარზე დაბრუნებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

შეხვედრის მეორე ნაწილი გორში ღვინის ფესტივალის ჩატარების დეტალებზე მსჯელობას დაეთმო. აღნიშნული ღონისძიების ორგანიზება ღვინის კლუბის წარმომადგენლებთან ერთად, შიდა ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტომა და ახლად ჩამოყალიბებულმა ასოციაციამ ითავა. ქართლის ღვინის ფართომასშაბიანი ფესტივალის ჩატარება მაისის თვეში ქალაქ გორში, ახლადრეაბილიტირებული ციხის უბანში, დაიგეგმა.

უცხოეთის ახალი ამბები:

სალომე: შესაძლოა, მალე ფრანგული ღვინის Côtes de Bourg -ისშეფუთვაზე დევიდ ბექჰემის გამოსახულება გამოჩნდეს. შატო ლემბლინის (Chateau Lamblin)მფლობელმა ფრანსის ლემბლინმა ფრანგულ საფეხბურთო კლუბს “პარი სენ-ჟერმენს” ღვინის ეტიკეტზე მაღალი კლასის ფეხბურთელების გამოსახვის იდეით იანვარში მიმართა, თუმცა პასუხი მას ჯერ არც საფეხბურთო კლუბისგან და არც ბექჰემისგან არ მიუღია.

დეკანტერის ინფორმაციით, ლამბლინმა ღვინის ყუთებსა და ეტიკეტზე ფეხბურთელების გამოსახვის იდეა სხვა წამყვან ევროპულ საფეხბურთო კლუბებსაც გააცნო. მისი თქმით, ღვინის ამგვარი რეკლამირება კონკრეტული გუნდების გულშემატკივრებს მოიზიდავს. ლამბლინის ამ ორიგინალური გეგმით ჯერ-ჯერობით მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩინეთსა და იაპონიაში დაინტერესდნენ.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

მალხაზი: კეთილშობილი ღვინის, იგივე Fine wine ინდუსტრია ინვესტორებს შორის სულ უფრო მზარდი ყურადღებით სარგებლობს. ამის მიზეზი კეთილშობილი  ღვინის წარმატებული გაყიდვებია, რომელიც ბოლო პერიოდში სულ უფრო შესამჩნევი ხდება. ამას ადასტურებს ღვინის ინდექსის 10%-იანი ზრდაც, რომელსაც ინვესტორები ვინტაჟური ღვინოების გაყიდვების გასაზომად იყენებენ. ერთ–ერთი ორგანიზაციის, Wine Asset Managers–ის წარმომადგენელი,მაილს დევისი (არ მოგესმათ, ამ ადამიანის სახელი ნამდვილად მაილს დევისია) ამბობს, რომ ინდექსის ზრდა კეთილშობილი ღვინის ბაზრის სიჯანსაღეზე მეტყველებს, რაც ბაზარზე ამ ღვინისადმი მოთხოვნის ზრდამაც განაპირობა. მისი თქმით, კეთილშობილი ღვინის ინდუსტრია გაჯანსაღების ეტაპზეა.

დევისი ამბობს, რომ კეთილშობილი  ღვინით ვაჭრობა მომგებიანი განსაკუთრებით აზიურ ქვეყნებშია, თუმცა ბოლო პერიოდში ამ ღვინისადმი ინტერესს ამერიკელებიც ხელახლა უბრუნდებიან.

დეკანტერი, ამ სტატიაში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩატარებული აუქციონების მიმოხილვსაც აჯამებს. მას მაგალითად გასულ კვირაში, ნიუ -იორკში ჩატარებული სოტბის აუქციონი მოჰყავს, სადაც ლოტების გაყიდვით მიღებულმა შემოსავალმა 1 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა. აუქციონზე წარმოდგენილი ღვინოებიდან აღსანიშნავია -  Petrus 1982, Ornellaia, Dom Pérignon,რომელმაც  100%-იანი მოგება ნახა, ასევე Christie's––ზე გამოტალინი Lafite Rothschild და ა.შ.

აუქციონის ყველაზე კარგად გაყიდვად ღვინოებს შორის 2006 წლის Romanee Conti დასახელდა. ხის ორიგინალურ შეფუთვაში განთავსებული 3 ბოთლი Romanee Conti 27, 060 დოლარად გაიყიდა.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

სალომე: ცნობილი ფრანგი დიზაინერი ფილიპ სტარკი ბორდოს აპელასიონში, პესაკ-ლეონიანში განლაგებული კომპანია Chateau Carmes Haut-Brion-ის (შატო კარმ ო ბრიონის)მისაღები დარბაზის, სარდაფისადამარნის დიზაინს შექმნის. მართალია, ფილიპ სტარკი თითქმის ყველაფრის დიზაინს ქმნის - ნათურით დაწყებული და მოტოციკლით დამთავრებული, მაგრამ აქამდე მარნის დიზაინზე არასოდეს უმუშავია. შატო კომპანია Groupe PiChet-მა 2010 წელს შეიძინა, გასულ წელს კი მისი გაფართოვება გადაწყვიტა. ამისათვის საჭირო გახდა ახალი მარნის აშენება, რომლის პროექტსაც სტარკი შეიმუშავებს.შატოსდირექტორმა გიიომ პუტიემჟურნალისტებს განუცხადა:“ჩვენ შევარჩიეთ ცნობილი დიზაინერი, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ შევქმნით რაღაც ახალს, ორიგინალურსა და ინოვაციურს, თუმცა, ამავდროულად, ამ შენობამ ფუნქცია არ უნდა დაკარგოს.” შატოსმთავარი შესასვლელი უკვე გადაიტანეს, რათა ახალი მარანი და მისაღები დარბაზი უკეთ გამოჩნდეს. 

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

მალხაზი: როგორც შამპანის პროფესიონალთაშორისი კომიტეტის წარმომადგენელმაგანაცხადა, შამპანურის გაყიდვები ევროპაში 13.3%ით შემცირდა- მარტო საფრანგეთში გასული წლის დეკემბერში გაყიდვებმა 8%-ით იკლო.ხოლო  საერთაშორისო მასშტაბით 4.4%-ით შემცირდაგაყიდვები.ამაში დამნაშავენი ევროპელები არიან, რადგან ისინი სულ უფრო მცირერაოდენობით შამპანურს მიირთმევენ. თუმცა, შარშან შექმნილი კრიზისული სიტუაცია ცოტათი განმუხტა ევროპის კავშირის ქვეყნებიდან შამპანურის ექსპორტმა. აქ აშკარა ზრდა შეინიშნება.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

სალომე: შეგახსენებთ, რომ “მარანის” ახალი ნომერიდღეს გამოვიდა და მკითხველის ყურადღებას ახალ და საინტერესო თემებზე ამახვილებს. ალეკო ცქიტიშვილი მკითხველს ქართული, ფრანგული და იტალიური ღვინოების შედარებითი დეგუსტაციის შთაბეჭდილებებზ ესაუბრება, რომელსაც თებერვლის შუა რიცხვებში, “ღვინო ანდერგრაუნდმა” უმასპინძლა. ჟურნალისტის აზრით, ნატურალური ღვინო ადამიანს ინდივიდუალური, ერთმანეთისგან განსახვებული ღვინოებით ამახსოვრდება, თუმცა შედარებისას, მათ შორის ბევრი საერთო თვისებაც ვლინდება და გგონია, რომ როგორც მათი ავტორი მეღვინეები არ თვლიან თავს კონკურენტებად, ასევე ლაღად მეგობრობენ ღვინოები, როგორც ცოცხალი ინდივიდები. ამავე ნომერში გაეცნობით სტატიას, რომელიც შესანიშნავ გურული საღვინე ჯიშის - ჩხავერის თავისუბურებებსა და იმ პრობლემებს გვაცნობს, რომელიც ამ ეტაპზე გურიისა და აჭარის რეგიონში მის მოყვანას და მოვლას უკავშირდება. აქვე წაიკითხავთ ბატონ თეიმურაზ ღლონტის პოლემიკურ გამოხმაურებას გიორგი ბარისაშვილის სტატიაზე, რომელიც ქვევრის დაწერილობის ტრანსლიტერაციას შეეხებოდა.  კულინარიის რუბრიკა კი უგემრიელესი იტალიური პასტის ისტორიასა და მისი მომზადების წესს გაცნობთ. ამ ვრცელი რეცეპტების გარდა, გაზეთის ბოლო გვერდებზე ტრადიციულად, მოკლე კულინარიულ რეცეპტებსაც ნახავთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული