Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თევზის წვნიანი ბოსტნეულით

საჭირო მასალა: 3 ლ თევზის ბულიონი, 4 ცალი მსხვილად დაჭრილი სტაფილო, 1 ძირხვენა გრძელ ნაჭრებად დაჭრილი ნიახური + 2-3 ღერი წვრილად დაჭრილი ფოთლები, 1 -2 ძირი წვრილად დაჭრილი ოხრახუში, 1-2 ს.კ. ფქვილი, 250 მლ სქელი ნაღები, 2 ს.კ. შაქარი, 60 მლ წითელი ღვინის ძმარი, 120 მლ საქონლის ბულიონი, 700 გ 5 სმ. კუბებად დაჭრილი სხვადასხვა თევზის ფილე, 3 კვერცხის გული, 225 მლ არაჟანი, ზღვის მარილი, პილპილი, შაქარი – გემოვნებით. წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი - მოსაყრელად.

მომზადება: თევზის ბულიონი ავადუღოთ, დავუმატოთ ბოსტნეული და რამდენიმე წუთი ვადუღოთ. ფქვილი გავხსნათ ნაღებში და შევურიოთ ბულიონს. როცა ადუღდება, დავუმატოთ ძმარი და შაქარი ისე, რომ  მსუბუქი, მომჟავო-მოტკბო გემო ჰქონდეს. დავუმატოთ მარილი, პილპილი და საქონლის ბულიონი, დავუმატოთ თევზის ნაჭრები და 7-8 წუთი ვადუღოთ. პარალელურად მსუბუქად ავთქვიფოთ კვერცხის გულები და არაჟანი და სუფრაზე გატანის წინ თითოეულ ულუფას თითო სადილის კოვზი სოუსი მოვასხათ. ზემოდან მოვაყაროთ მწვანე ხახვი.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული