(გამოქვეყნებულია საქართველოს პარლამენტის უწყებანი 1998 წელი - N23-24)
საქართველო განეკუთვნება ხარისხოვანი და მაღალხარისხოვანი მევენახეობა-მეღვინეობის ზონას.
ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონის ამოცანაა ყოველმხრივ შეუწყოს ხელი მევენახეობა-მეღვინეობის, როგორც ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტული დარგის (30.09.98. N1604 Nსაკანონმდებლო მაცნე N2) განვითარებას, კონკურენტუნარიანი ყურძნის ღვინისა და სხვა ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებასა და რეალიზაციას, ფალსიფიცირებული და უხარისხო პროდუქციისაგან სამომხმარებლო ბაზრის დაცვას.
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1.
ვაზის ნერგის, ყურძნის, ღვინისა და სხვა ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებისა და რეალიზაციის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.
მუხლი 2
ეს კანონი ვრცელდება იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომელთა სამეურნეო საქმიანობა მოიცავს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სასაქონლო პროდუქციის, მათ შორის ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების წარმოებას, რეალიზაციას, ექსპორტსა და იმპორტს. (04.07.2002 N1635)
თავი II
ტერმინების განმარტება
მუხლი 3
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ვენახი – ვაზის ნარგაობა;
ბ) სამრეწველო ვენახი – მევენახეობის ამა თუ იმ ზონაში სამრეწველო გამოყენებისათვის ამ კანონით დადგენილი ვაზის ჯიშის ნარგაობა, რომლის ყურძენიც ძირითადად სარეალიზაციოდ ან სამრეწველო დანიშნულებით გამოიყენება;
გ) სპეციალური დანიშნულების ვენახი – სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო, საკოლექციო, სასელექციო და ჯიშთა გამოცდის მიზნით გაშენებული ვაზის ნარგაობა;
დ) მოყვარულთა ვენახი – საკარმიდამო ან საბაღე ნაკვეთზე გაშენებული ვაზის ნარგაობა, სადაც დასაშვებია ჯიშური მრავალფეროვნება. მოყვარულთა ვენახში მოწეული ყურძენი გამოიყენება უშუალო მოხმარებისათვის და მასზე არ ვრცელდება სამრეწველო ვენახებისადმი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;
ე) ვაზის ჯიშების სტანდარტული სორტიმენტი (სტანდარტული სორტიმენტი) – საქართველოს ტერიტორიაზე აპრობირებული და სტანდარტიზებული ვაზის ჯიშების ჩამონათვალი;
ვ) ვაზის აბორიგენული ჯიში – ადგილობრივი წარმოშობის ვაზის ჯიში;
ზ) ვაზის ინტროდუცირებული ჯიში – საქართველოში შემოტანილი და აპრობირებული ვაზის ჯიში;
თ) კლონი – ვაზის ერთი ჯიშის ნარგაობიდან განსხვავებული თვისობრივი ნიშნის (მოსავლიანობა) ან ნიშნების (მაღალი მოსავლიანობა, მაღალი შაქრიანობა, მავნე ორგანიზმისადმი გამძლეობა და სხვ.) მატარებელი მოდგმა;
ი) ვიტის ვინიფერა – ვაზისებრთა ოჯახში შემავალი სახეობა, რომელიც მოიცავს ევროპული და აზიური ვაზის კულტურულ ჯიშებს;
კ) ნერგი – ვეგეტაციური გამრავლების გზით მიღებული ერთ - ან ორწლიანი, დაფესვიანებული, დასარგავად განკუთვნილი მცენარე;
ლ) სტანდარტული ნერგი – ვაზის სარგავი მასალა, ნამყენი ან საკუთარფესვიანი, რომელიც აკმაყოფილებს სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს;
მ) სერტიფიცირებული ნერგი – უმაღლესი ხარისხის ფიტოსანიტარულად ჯანსაღი საკუთარფესვიანი ან ნამყენი ნერგი, რომელიც აკმაყოფილებს სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს;
ნ) საძირეთა სადედე – ფილოქსერაგამძლე სახეობათა ჰიბრიდული ვაზის ჯიშის ნარგაობა, რომელიც განკუთვნილია ვაზის გასამრავლებელი საძირე მასალის საწარმოებლად;
ო) სანამყენეთა სადედე – ვაზის ნარგაობა, რომელიც განკუთვნილია ვაზის გასამრავლებელი სანამყენე მასალის საწარმოებლად;
პ) ვაზის რქა – ერთწლიანი რქის ნაწილი, რომელიც გამოიყენება დასაფესვიანებლად ან საკვირტე (სანამყენე) მასალის დასამზადებლად;
ჟ) საძირე – მყნობისათვის გამოსაყენებელი ფილოქსერაგამძლე ვაზის ერთწლიანი ლერწის კვირტდაბრმავებული ნაწილი;
რ) აპრობაცია – ვენახის, სადედეს, სანერგეს გამოკვლევა ბიოლოგიურად ჯანსაღი, ჯიშობრივად ერთგვაროვანი (სუფთა) ნარგაობის მისაღებად და გასამრავლებლად;
ს) საკუთარფესვიანი ნერგი – ერთწლიანი რქის ნაწილის ან კვირტის დაფესვიანების შედეგად მიღებული ნერგი;
ტ) ნამყენი ნერგი – საძირეზე სანამყენე კვირტის მყნობის შედეგად მიღებული ნერგი, რომელიც ვენახის გასაშენებლად გამოიყენება;
უ) მევენახეობის ზონა – ქვეყნის ვრცელი გეოგრაფიული ტერიტორია, სადაც ხელსაყრელი აგროეკოლოგიური პირობებია ვაზის კულტურის გასაშენებლად;
ფ) მევენახეობის ქვეზონა – მევენახეობის ზონის ნაწილი, რომელიც ამავე ზონის სხვა ქვეზონებისაგან განსხვავდება აგროეკოლოგიური პირობებით;
ქ) მევენახეობის სპეციფიკური ზონა (სპეციფიკური ზონა) – ქვეყნის მევენახეობის ზონა, ქვეზონა ან მათი ნაწილი, სადაც მოწეული ყურძნისა და მისი გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტების განსაკუთრებული ხარისხი, რეპუტაცია ან/და სხვა მახასიათებლები მთლიანად ან ძირითადად განპირობებულია ამ ადგილის ბუნებრივი ფაქტორებით და ვაზის ჯიშის მხოლოდ ამ აგროეკოლოგიურ პირობებში გამომჟღავნებული განსაკუთრებული ღირსებებით;
ღ) ყურძენი – ვაზის ნაყოფი, მწიფე ან ოდნავ შემჭკნარი;
ყ) დურდო – დაჭყლეტილი ყურძნის მასა კლერტიანად ან უკლერტოდ;
შ) ჭაჭა – გამოწნეხილი დურდო;
ჩ) ყურძნის ტკბილი – თხევადი პროდუქტი, რომელიც მიიღება ყურძნის მთლიანი მტევნების ან არამადუღარი დურდოს გამოწნეხვით;
ც) მისტელი – დასპირტული ყურძნის ტკბილი, რომლის ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 16%-ზე ნაკლები;
ძ) კონცეტრირებული ყურძნის ტკბილი – არაკარამელიზებული შესქელებული ყურძნის ტკბილი, რომელშიც ექსტრაქტის შემცველობა გაზრდილია ნაწილობრივი დეჰიდრატაციის გზით. მასში შაქრის კონცენტრაცია არ უნდა იყოს 50%-ზე ნაკლები და ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ პროცენტს;
წ) ყურძნის წვენი – თხევადი პროდუქტი, რომელიც მიღებულია მეღვინეობაში დადგენილი მეთოდების გამოყენებით და განკუთვნილია ადამიანის უშუალო მოხმარებისათვის, რომელშიც ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ პროცენტს;
ჭ) მაჭარი – ახალგაზრდა ღვინო, რომელშიც ალკოჰოლური დუღილი ბოლომდე არ არის დამთავრებული;
ხ) ღვინო – პროდუქტი, რომელიც მიღებულია მხოლოდ ყურძნის ტკბილის ან დურდოს სრული ან ნაწილობრივი ალკოჰოლური დუღილის შედეგად;
ჯ) სუფრის ღვინო – ღვინო, რომელზედაც არ ვრცელდება ამ მუხლის „ა.ა", „ა.გ" და „ა.დ" ქვეპუნქტებში დასახელებული ღვინოებისადმი ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები და რომლის ფაქტობრივი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 9%-ზე ნაკლები;
ჰ) მევენახეობის მხარე – ქვეყნის მევენახეობის ზონა, ქვეზონა ან მათი გაერთიანებული ადგილი, სადაც იწარმოება მხარის ღვინო;
ა.ა) მხარის ღვინო - ღვინო, რომელიც წარმოებულია ქვეყნის მევენახეობის რომელიმე მხარეში, რაც გულისხმობს ყურძნის დამზადებასა და გადამუშავებას ამ მხარეში და რომლის სპეციფიკური ხარისხი, რეპუტაცია ან/და სხვა მახასიათებლები დაკავშირებულია მხარის ბუნებრივ კლიმატურ და ნიადაგობრივ პირობებთან, მიკუთვნებული აქვს ამ მხარის გეოგრაფიული ან ისტორიული სახელი, რომელიც არ შეიძლება იმეორებდეს ადგილწარმოშობის დასახელებისა და ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი ღვინოების დასახელებას ან იძლეოდეს მათთან აღრევის საშუალებას;
ა.ბ) ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები - სპეციფიკურ ზონაში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების უმაღლესი ხარისხის და სპეციფიკურ ზონაში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის ღვინოები;
ა.გ) სპეციფიკურ ზონაში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების უმაღლესი ხარისხის ღვინო – ღვინო, რომელიც წარმოებულია მევენახეობის სპეციფიკურ ზონაში (ყურძნის დამზადება-გადამუშავება და ღვინის წარმოება). მისთვის დამახასიათებელია სტაბილური მაღალხარისხიანობა, სპეციფიკური თავისებურებები. მზადდება ტრადიციული, ან სპეციალური ტექნოლოგიით და მიკუთვნებული აქვს ამ სპეციფიკური ზონის თანამედროვე ან ისტორიულ-გეოგრაფიული სახელი;
ა.დ) სპეციფიკურ ზონაში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის ღვინო – ღვინო, რომელიც აკმაყოფილებს სპეციფიკურ ზონაში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების უმაღლესი ხარისხის ღვინისადმი დაწესებულ მოთხოვნებს და მისი ხარისხი გარანტირებულია ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის – სამტრესტის მიერ პროდუქციის წარმოებაზე განსაკუთრებული კონტროლით;
ა.ე) მშრალი ღვინო – დასრულებული ალკოჰოლური დუღილის შედეგად მიღებული ღვინო, რომელშიც რედუცირებული შაქრების შემცველობა არ აღემატება 4,0 გ/დმ3-ს;
ა.ვ) ნახევრადმშრალი ღვინო – ღვინო, რომელიც მიღებულია დურდოს ან ყურძნის ტკბილის არასრული დადუღების გზით (ნატურალური ნახევრადმშრალი ღვინო) ან ყურძნის ტკბილის ანდა კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის დამატებით (სუფრის ნახევრადმშრალი ღვინო), რომელშიც რედუცირებული შაქრების შემცველობა მერყეობს 4 გ/დმ3-დან 25 გ/დმ3-მდე;
ა.ზ) ნახევრადტკბილი ღვინო – ღვინო, რომელიც მიღებულია დურდოს ან ყურძნის ტკბილის არასრული დადუღების გზით (ნატურალური ნახევრად ტკბილი ღვინო) ან ყურძნის ტკბილის ანდა კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის დამატებით (სუფრის ნახევრადტკბილი ღვინო), რომელშიც რედუცირებული შაქრების შემცველობა მერყეობს 30 გ/დმ3-დან 50 გ/დმ3-მდე;
ა.თ) ტკბილი ღვინო – ღვინო, რომელიც აკმაყოფილებს ნახევრადმშრალი და ნახევრადტკბილი ღვინოებისადმი დაწესებულ მოთხოვნებს და რომელშიც რედუცირებული შაქრების შემცველობა მერყეობს 51 გ/დმ3-დან 80 გ/დმ3-მდე;
ა.ი) ცქრიალა ღვინო – ნახშირბადის დიოქსიდით გაჯერებული ღვინო, რომელიც მიიღება დახურულ ჭურჭელში ყურძნის ტკბილის პირველადი ან ღვინის მეორადი დუღილის შედეგად და რომელშიც ჭარბი წნევა 200 C ტემპერატურაზე არ უნდა იყოს 3 ბარზე ნაკლები;
ა.კ) შუშხუნა ღვინო – ნახშირბადის დიოქსიდით ხელოვნურად გაჯერებული ღვინო, რომელშიც ჭარბი წნევა 200C ტემპერატურაზე არ უნდა იყოს 2,5 ბარზე ნაკლები;
ა.ლ) შემაგრებული ღვინო – ღვინო, რომელიც მიიღება მადუღარ დურდოზე ან მადუღარ ყურძნის ტკბილზე ეთილის რექტიფიცირებული სპირტის დამატებით და რომლის ფაქტობრივი სპირტშემცველობა 15%-დან 22%-მდეა;
ა.მ) არომატიზებული ღვინო – ღვინო, რომელიც მიიღება მშრალი ან შემაგრებული ღვინის, მცენარეთა სპირტიანი ექსტრაქტის, ეთილის რექტიფიცირებული სპირტისა და შაქრის შერევით;
ა.ნ) საბრენდე ღვინო – ახალგაზრდა, დაუმუშავებელი ღვინო, რომელიც განკუთვნილია საბრენდე სპირტის მისაღებად;
ა.ო) საბრენდე სპირტი – ღვინის ბრენდის წარმოების შუალედური პროდუქტი, რომელიც მიიღება საბრენდე ღვინის ორჯერადი ან ერთჯერადი გამოხდით;
ა.პ) ღვინის ბრენდი – დავარგებული საბრენდე სპირტების კუპაჟითა და შემდგომი დამუშავებით მიღებული სპეციფიკური თვისებების მქონე პროდუქტი;
ა.ჟ) დავარგება – საბრენდე სპირტების, ღვინის ბრენდისა და ღვინის ხარისხის გაუმჯობესების ხანგრძლივი ტექნოლოგიური პროცესი;
ა.რ) ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა – სუფთა სპირტის მოცულობითი რაოდენობა პროდუქტის 100 მოცულობით ერთეულში 200C ტემპერატურაზე;
ა.ს) პოტენციური მოცულობითი სპირტშემცველობა – სუფთა სპირტის მოცულობითი რაოდენობა პროდუქტის 100 მოცულობით ერთეულში 200C ტემპერატურაზე, თუ პროდუქტში არსებული შაქარი მთლიანად დადუღდება;
ა.ტ) საერთო მოცულობითი სპირტშემცველობა – ფაქტობრივი და პოტენციური მოცულობითი სპიტშემცველობების ჯამი;
ა.უ) ბუნებრივი მოცულობითი სპირტშემცველობა – სპირტის საერთო მოცულობითი რაოდენობა გამდიდრებამდე (ყურძნის ტკბილის, კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის, საქაროზას ან ეთილის სპირტის დამატებამდე);
ა.ფ) შაქრიანობა – რედუცირებული შაქრების მასის კონცენტრაცია გრ/დმ3;
ა.ქ) ტიტრული მჟავიანობა – ყურძნის ტკბილსა და ღვინოში არსებული მჟავებისა და მათი მჟავა მარილების შემცველობა, რომელიც იტიტრება ტუტე ხსნარებით და გადაიანგარიშება ღვინის მჟავაზე;
ა.ღ) აქროლადი მჟავიანობა – ღვინოში აქროლადი მჟავების შემცველობა ძმარმჟავაზე გადაანგარიშებით;
ა.ყ) გაერთგვაროვნება (ეგალიზაცია) – ვაზის ჯიშის, ხარისხისა და წარმოშობის ადგილის მიხედვით ერთნაირი ღვინოების ურთიერთშერევა, ერთგვაროვანი შემადგენლობის ღვინის პარტიების მიღების მიზნით;
ა.შ) კუპაჟი – ღვინოების ან საბრენდე სპირტებისა და მეღვინეობაში გამოსაყენებლად ამ კანონით ნებადართული სხვადასხვა კომპონენტების ნაზავი;
ა.ჩ) ტირაჟი – ბოთლის მეთოდით ცქრიალა ღვინის წარმოებისას სატირაჟე ნაზავის ჩამოსხმის, დახუფვისა და საცობის დამაგრების ტექნოლოგიური ოპერაცია;
ა.ც) ღვინის სპირტი – ეთილის სპირტი, რომელიც მიღებულია ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტებისაგან (ღვინო, ლექი, ჭაჭა);
ა.ძ) სპირტიანი სასმელი – პროდუქტი, რომელიც დამზადებულია ყურძნისეული წარმოშობის ნედლეულისაგან მიღებული ეთილის სპირტისა და ამ კანონის თანახმად მეღვინეობაში გამოსაყენებლად ნებადართული ნივთიერებების დამატებით;
ა.წ) კოლერი – პროდუქტი, რომელიც მიღებულია მაღალ ტემპერატურაზე საქაროზას გაცხელებით;
ა.ჭ) არომატიზება – მეღვინეობაში გამოსაყენებლად ნებადართული მცენარეული ნედლეულისაგან მიღებული ერთი ან მეტი არომატიზატორის გამოყენება ღვინისა და სპირტიანი სასმელების დამზადებისას;
ა.ხ) აქროლადი ნივთიერებები – სპირტიანი სასმელების შემადგენლობაში შემავალი აქროლადი ნივთიერებები, გარდა ეთილისა და მეთილის სპირტებისა;
ა.ჯ) ყუძნისეული წარმოშობის პროდუქტები – ყურძნის გადამუშავების შედეგად მიღებული პირველადი და მეორადი პროდუქტები;
ა.ჰ) შეტყობინება – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით მეწარმისაგან წარდგენილი შეტყობინება მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სასაქონლო პროდუქციის წარმოებასთან და შენახვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესების განხორციელების შესახებ; (04.07.2002 N1635)
თავი II1. საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში
საქმიანობის მარეგულირებელი ორგანო
მუხლი 31
1. მევენახეობა-მეღვინეობის დარგში საქმიანობას არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი – სამტრესტი (შემდგომში - სამტრესტი);
2. სამტრესტის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო;
სამტრესტის სტრუქტურა, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება მისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო. (04.07.2002 N1635)
თავი III
ვაზის გენეტიკური რესურსები და მისი დაცვა.
ვაზის სტანდარტული ჯიშების კლასიფიკაცია
მუხლი 4.
1. ვაზის გენეტიკური რესურსები – აბორიგენული (ადგილობრივი წარმოშობის) ჯიშების გენოფონდი და ვაზის ველური ფორმები ეროვნული სიმდიდრეა, რომელსაც იცავს სახელმწიფო.
2. ვაზის გენეტიკური რესურსების გამოვლენას, გამოკვლევას, შესწავლასა და კონსერვაციას აფინანსებს სახელმწიფო. ამავე საქმიანობას შეიძლება ეწეოდნენ ფიზიკური და იურიდიული პირები.
მუხლი 5.
1. ვაზის სტანდარტული სორტიმენტი მოიცავს აბორიგენულ და ინტროდუცირებულ (ვიტის ვინიფერას) ჯიშებს, აგრეთვე ფილოქსერაგამძლე სახეობათაშორის საძირე ჰიბრიდებს.
2. ამ კანონით დადგენილია საქართველოს ვაზის ჯიშების შემდეგი სტანდარტული სორტიმენტი და კლასიფიკაცია:
ა. თეთრყურძნიანი საღვინე ჯიშები
ავასირხვა |
მწვანე კახური |
ჩინური |
ალიგოტე |
მწვანე კახური - კლონი 12 |
ციცქა |
გორული მწვანე |
რქაწითელი |
ცოლიკოური |
კრახუნა |
რქაწითელი- კლონი 48 |
წულუკიძის თეთრა |
|
მუსკატური რქაწითელი |
ხიხვი |
|
ქისი |
კაპისტონი თეთრი |
|
შარდონე |
პინო თეთრი |
ბ. ფერადყურძნიანი საღვინე ჯიშები
ალადასტური პინო შავი
ალექსანდროული საფერავი
თავკვერი საფერავი ბუდეშურისებრი
კაბერნე სოვინიონი საფერავი – კლონი 359
მუჯურეთული უსახელოური
ოცხანური საფერე შავკაპიტო
ოჯალეში ჩხავერი
ორბელური ოჯალეში ძელშავი
კაჭიჭი
მალბეკი,
მერლო
გ. ამოღებულია (04.07.2002 N 1635)
დ. სუფრის ვაზის ჯიშები
ქართული საადრეო განჯური ყარაბურნუ
ხალილი კოლხური სახალხო თეთრი
შასლა თეთრი გორულა ალექსანდრიული მუსკატი
წითელი ბუდეშური თბილისური ცხენის ძუძუ
მუსკატური რქაწითელი
ცხენის ძუძუ აფხაზური
ე. ფილოქსერაგამძლე საძირე ვაზის ჯიშები (ჰიბრიდები)
ბერლანდიერი რიპარია კობერი 5ბბ
ბერლანდიერი რიპარია 420
შასლა ბერლანდიერი 41ბ
ბერლანდიერი რიპარია კრეჩუნელი 2
ბერლანდიერი SO–4
რიპარია რუპესტრის 101–14
რიპარია რუპესტრის 3309
რიპარია რუპესტრის 3306
რუპესტრის დულო (მონტიკოლა)
ბერლანდიერი რიპარია ტელეკი 8ბ
რქაწითელი (ბერლანდიერი რიპარია 420ა) N32
ხარისთვალა შავი (ბერლანდიერი რიპარია 420ა) N19
რქაწითელი რიპარია გლუარი N14
მუხლი 6.
1. აკრძალულია ყურძნის სასაქონლო წარმოების მიზნით ამ კანონის მე-5 მუხლით ჩამოთვლილი ვაზის სტანდარტულ სორტიმენტში შეტანილი ჯიშების გარდა სხვა ჯიშების გაშენება.
2. ვაზის ჯიშების სტანდარტული სორტიმენტის შევსება ახალი სელექციური და ინტროდუცირებული ჯიშებით, აგრეთვე გამოვლენილი კლონებით ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. (04.07.2002 N 1635)
მუხლი 7.
ყურძნის ჯიშების სამრეწველო გამოყენებისათვის ამ კანონით დადგენილია საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის შემდეგი ზონები და ქვეზონები:
N |
ზონა |
ქვეზონა |
დარაიონებული ჯიშები |
1 |
2 |
3 |
4 |
I
II
|
აღმოსავლეთი საქართველო კახეთი:
ქართლი:
მესხეთი:
დასავლეთი საქართველო იმერეთი:
რაჭა-ლეჩხუმი:
შავი ზღვის სანაპირო ზონა |
ა) შიდა კახეთი – მდ. ალაზნის აუზი:
ბ) გარე კახეთი – საგარეჯოს რაიონი, გარდაბნის რაიონის ტერიტორიის ნაწილი
ა) ქვემო ქართლი
ბ) შიდა ქართლი
ახალციხე-ასპინძა- ადიგენი
ა) ზემო იმერეთი- საჩხერე-ჭიათურა- ხარაგოულის რაიონები
ბ) შუა იმერეთი – ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდადის რაიონები
გ) ქვემო იმერეთი - წყალტუბოს, სამტრედიის, ვანის რაიონები
ა) ქვემო რაჭა
ბ) ლეჩხუმი
ა) გურია
ბ) აჭარა (ქედა-შუახევი-ხულო)
გ) სამეგრელო
დ) აფხაზეთი |
რქაწითელი, რქაწითელი- კლონი N48 ქისი, მწვანე კახური, მწვანე კახური- კლონი N12, ხიხვი, საფერავი, საფერავი ბუდეშურისებური, საფერავი-კლონი N359, კაბერნე ს ოვინიონი, თავკვერი, პინო შავი, მუსკატური რქაწითელი სუფრის ყურძნის ჯიშები: განჯური, თბილისური, ხალილი, ქართული საადრეო, ალექსანდრიული მუსკატი
რქაწითელი, რქაწითელი- კლონი N48, მწვანე კახური მწვანე კახური - კლონი N12, საფერავი, საფერავი ბუდეშურისებური, საფერავი კლონი - N359, პინო შავი, ალიგოტე, ჩინური
სუფრის ყურძნის ჯიშები: განჯური, ხალილი, ქართული
საადრეო, თბილისური, მუსკატური რქაწითელი
რქაწითელი, რქაწითელი კლონი-N48, ალიგოტე, ჩინური, თავკვერი, ასურეთული შავი
სუფრის ყურძნის ჯიშები: განჯური, ხალილი, კარაბურნუ საადრეო, თბილისური, ქართული, მუსკატური რქაწითელი
ჩინური, გორული მ წვანე, პინო შავი, პინო თეთრი, ალიგოტე, რქაწითელი, თავკვერი, შავკაპიტო, საფერავი ბუდეშურისებური
სუფრის ყურძნის ჯიშები: განჯური, თბილისური, ქართული საადრეო, გორულა, რქაწითელი მუსკატური, წითელი ბუდეშური, კარაბურნუ, ცხენის ძუძუ
გორული მწვანე, ხიხვი, ალიგოტე, პინო შავი, შარდონე
ციცქა, ცოლიკოური, გორული მწვანე, პინო შავი, ალიგოტე, შარდონე, ოცხანური საფერე
ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, ოცხანური საფერე, გორული მწვანე, ძელშავი, კაპისტონი თეთრი, ალადასტური, შარდონე
ცოლიკოური, ალადასტური
ალექსანდრიული, მუჯურეთული, წულუკიძის თეთრა, ცოლიკოური
უსახელოური, მუჯურეთული, ცოლიკოური, ორბელური ოჯალეში
ჩხავერი, ალადასტური, ცოლიკოური
ცოლიკოური, ჩხავერი, ალიგოტე, პინო შავი
სუფრის ყურძნის ჯიშები: განჯური, შასლა თეთრი, ქართული საადრეო
ოჯალეში, ცოლიკოური
ცოლიკოური, ჩხავერი, კაჭიჭი, ავასირხვა, ცხენის ძუძუ აფხაზური |
თავი IV
ვაზის სარგავი მასალის წარმოება
მუხლი 8.
1. სელექციური, ჯიშობრივად წმინდა საძირეთა და სანამყენეთა სადედეები ეწყობა სახელმწიფო, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მეურნეობებში. სადედე შენდება მხოლოდ ვაზის სტანდარტულ სორტიმენტში შემავალ ჯიშობრივად და ფიტოსანიტარიულად სუფთა ვაზის ჯიშის ნერგისაგან.
2. საკვირტე მასალის მისაღებად დასაშვებია სპეციალურად გაშენებული სამრეწველო ვენახის გამოყოფა, თუ იგი აკმაყოფილებს სადედისადმი წაყენებულ მოთხოვნებს და მასობრივი და ფიტოსანიტარიული სელექციის ჩატარების შემდეგ ჯიშობრივად სუფთა, ჯანსაღი, უვირუსო, სერტიფიცირებული სარგავი მასალის მიღების გარანტიას იძლევა.
3. აპრობაციისათვის გამოყოფილი ვენახის ნაკვეთი მკვეთრად გაიმიჯნება სხვა ნაკვეთისაგან, ტარდება სარეგისტრაციო დავთარში და ენიჭება სანამყენე სადედის კატეგორია.
4. მყნობისთვის დასაშვებია მხოლოდ აპრობირებული (სელექცირებული) საძირისა და სანამყენე მასალის გამოყენება.
5. ნამყენი ნერგის წარმოების უფლება ენიჭება მხოლოდ იმ მეწარმეს, რომელსაც აქვს:
ა) საკუთარი საძირეთა და სანამყენეთა სადედეები ან ასეთი სადედეების მფლობელი მეწარმისაგან გადაცემული სამყნობი მასალები;
ბ) სანერგე და შესაბამისად აღჭურვილი სამყნობ-სასტრატიფიკაციო და ნერგის შესანახი სასაწყობო მეურნეობები;
გ) აუცილებელი მოწყობილობა და ინვენტარი.
6. ვაზის სადედეების, სამყნობი მასალებისა და ნამყენი ნერგის წარმოების ტექნიკური და ფიტოსანიტარული კონტროლი ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით სამტრესტის მიერ. (04.07.2002 N 1635)
მუხლი 9.
1. ნერგის გაცემა (გაყიდვა) ნებადართულია მხოლოდ მისი ხარისხის, ჯიშური სიწმინდისა და სიჯანსაღის დამადასტურებელი მოწმობისა შესაბამისობის (04.07.2002 N 1635) (სერტიფიკატის) და სათანადო ეტიკეტის დართვით.
2. ნერგის ეტიკეტირება, შეფუთვა და ტრანსპორტირება ხდება ნერგის წარმოებისა და რეალიზაციის სახელმწიფო სტანდარტის მიხედვით.
3. სარგავი მასალის იმპორტი და ექსპორტი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ვაზის სამყნობი და სარგავი მასალების სერტიფიცირება ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
5. ვაზის სამყნობი და სარგავი მასალების რეალიზაცია შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. (04.07.2002 N 1635)
თავი V
ვენახის გაშენებისა და მოვლის პირობები
მუხლი 10
ვენახი იყოფა მოყვარულთა, სპეციალური დანიშნულებისა და სამრეწველო ვენახებად. სამრეწველო ვენახის გაშენების უფლება წარმოიშობა ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ წარდგენილი შეტყობინების საფუძველზე სამტრესტის მიერ გაცემული ნებართვით. (04.07.2002 N 1635)
მუხლი 11.
მევენახეობის ძირითად სამრეწველო რაიონებში, სპეციფიკურ (04.07.2002 N 1635) ზონებსა და ქვეზონებში სავალდებულოა ამ კანონით დადგენილი სორტიმენტის დაცვა.
მუხლი 12.
1. საქართველოში სამრეწველო ვენახის გაშენება ნებადართულია მხოლოდ ერთწლიანი ან ორწლიანი, ფილოქსერაგამძლე საძირეზე დამყნობილი ნერგით.
2. საკუთარფესვიანი (ან დაუფესვიანებელი რქით) ნერგი გამოიყენება მხოლოდ ფილოქსერაგამძლე სადედეების გასაშენებლად ან სამეცნიერო მიზნებით.
მუხლი 13.
1. ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოებისათვის ყურძნის საჰექტარო მოსავალი რეგლამენტირებულია განსაზღვრულ ზონებსა და ქვეზონებში.
2. ყურძნის საჰექტარო მოსავლიანობის რეგლამენტსა და რეგლამენტირებული მოსავლის ზონაში ვაზის რეკომენდებული დატვირთვის ნორმებს ამუშავებს დარგობრივი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო.
3. ყურძნის საჰექტარო მოსავლიანობა არ იზღუდება სუფრის ყურძნის, ყურძნის წვენისა და მასობრივი მოხმარების ღვინოების წარმოების ზონებში.
4. მოსავლიან ვენახში კონტროლს ექვემდებარება აზოტიანი, ფოსფო-რიანი, კალიუმიანი სასუქების შეტანის რეგლამენტის დაცვა.
5. ვენახში მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები, ნებადართული შხამქიმიკატებისა და სასუქების ვენახში შეტანის რეგლამენტის დაცვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
6. ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოების ზონაში ვენახის მორწყვა წყდება ყურძნის კრეფის დაწყებამდე ერთი თვით ადრე. (04.07.2002 N 1635)
თავი VI
ღვინის კლასიფიკაცია. მეღვინეობის პროდუქციის
განსაზღვრა. მეღვინეობის პრაქტიკა
მუხლი 14
1. ამ კანონით დადგენილია საქართველოში წარმოებული ღვინოების შემდეგი კლასიფიკაცია:
ა) ხარისხის მიხედვით:
ა.ა) სუფრის;
ა.ბ) მხარის;
ა.გ) სპეციფიკურ ზონებში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ) უმაღლესი ხარისხის;
ა.დ) სპეციფიკურ ზონებში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებული (ა.დ.კ) უმაღლესი ხარისხის;
ბ) ტიპების მიხედვით:
ბ.ა) მშრალი;
ბ.ბ) ნახევრადმშრალი;
ბ.გ.) ნახევრადტკბილი;
ბ.დ.) ტკბილი;
ბ.ე.) ცქრიალა;
ბ.ვ.) შუშხუნა;
ბ.ზ.) შემაგრებული;
ბ.თ.) არომატიზებული;
გ) ფერის მიხედვით:
გ.ა) თეთრი;
გ.ბ) ვარდისფერი;
გ.გ) წითელი.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ღვინოების წარმოების ზოგად წესებსა და რეგლამენტებს ადგენს ეს კანონი და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო. (04.07.2002 N 1635)
მუხლი 15.
1. მეღვინეობის პრაქტიკაში ნებადართულია შემდეგი პროცესების გამოყენება:
ა) აერაცია;
ბ) ასამბლაჟი;
გ) არევა(ბარბოტაჟი);
დ) გადაღება;
ე) შევსება;
ვ) გამოყინვა;
ზ) გამოწნეხვა;
თ) გამოხდა (გადადენა, დისტილაცია);
ი) გაწებვა;
კ) დავარგება;
ლ) დაძველება;
მ) არომატიზება;
ნ) დასპირტვა;
ო) წაყელვა (დეგორჟაჟი);
პ) დაჭაშნიკება (დეგუსტაცია);
ჟ) გაულითონოება (დემეტალიზაცია);
რ) გაუგოგირდოება (დესულფიტაცია);
ს) დუღილი (ფერმენტაცია);
ტ) გაერთგვაროვნება (ეგალიზაცია);
უ) გამოწვლილვა (ექსტრაგირება);
ფ) კუპაჟი;
ქ) ნეიტრალიზაცია;
ღ) დაგაზვა (სატურაცია);
ყ) დაგოგირდოვანება (სულფიტაცია);
შ) ტირაჟი;
ჩ) განშრევნება (ცენტრიფუგირება).
ც) ფილტრაცია. (04.07.2002 N 1635)
2. მეღვინეობის პრაქტიკაში დასაშვებია შემდეგი მასალებისა და ნივთიერებების გამოყენება: (04.07.2002 N 1635)
ა) ამონიუმის სულფატი, ამონიუმის ბისულფატი;
ბ) ახალი, მშრალი და განუზავებელი ღვინის ლექი;
გ) ბენტონიტი;
დ) გოგირდოვანი ანჰიდრიდი;
ე) დიამონიუმფოსფატი;
ვ) დიატომიტი;
ზ) თევზის წებო;
თ) კვერცხის ცილა;
ი) მცენარეული ნაცარი;
კ) ფიტინი;
ლ) სისხლის ყვითელი მარილი;
მ) თიამინის ჰიდროქლორიდი;
ნ) ინერტული აირები ;
ო) ინერტული საფილტრი მასალები და აგენტები;
პ) იონშემცვლელი ფისები;
ჟ) კაზეინი და კალიუმის კაზეინატი;
რ) კალიუმის ნაერთები (ალგანატი, ალგინატი, ბიკარბონატი, ბისულფიტი და მეტაბისულფიტი, კარბონატი, ტარტრატი, ბიტარტრატი, ნეიტრალური ტარტრატი, პიროსულფიტი, სორბიტი, ფერონციალი, ფიტატი);
ს) კაოლინი;
ტ) კაჟის ზეჟანგი გელის ან კოლოიდური ხსნარის სახით;
უ) მჟავები (ასკორბინის, ვაშლის, ლიმონის, მეტაღვინის, სორბინის, ღვინის);
ფ) პოლიმერული დამწმენდი პრეპარატები;
ქ) ასკანგელი;
ღ) რძემჟავა ბაქტერიები;
ყ) საკვები ჟელატინი;
შ) საფუარის წმინდა კულტურა;
ჩ) ტანინი;
ც) ფერმენტული (ენზიმური) პრეპარატები;
ძ) ღვინის მჟავისა და კალციუმის კარბონატის ჰომოგენური პრეპარატი;
წ) ცეოლიტი;
ჭ) ცხოველური ალბუმინი;
ხ) გააქტივებული ნახშირი;
ჯ) ქვიშა.
3. დასაშვებია:
ა) ყველა კატეგორიის ღვინისათვის დადგენილი ფაქტობრივი მოცულო-ბითი სპირტშემცველობის ზღვრიდან გადახრა მხოლოდ 0,5 მოცულობითი პროცენტის სპირტშემცველობის ფარგლებში;
ბ) მისტელის გამოყენება მხოლოდ შემაგრებული ღვინის დასამზადებლად; (04.07.2002 N1635)
გ) პიკეტის გამოყენება მხოლოდ გამოსახდელად ან მწარმოებლის მიერ პირადი მოხმარებისათვის;
დ) მეღვინეობის პრაქტიკაში გამოყენებული მასალებისა და ნივთიერებების წყალში გახსნა, თუ ეს აუცილებელია წარმოებაში მათ მოსახმარებლად;
ე) ვაზის სტანდარტული ჯიშების კლასიფიკაციაში ჩამოთვლილი სორტიმენტისაგან წარმოებული დაუმუშავებელი ან დამუშავებული ღვინომასალის რეალიზება, თუ იგი აკმაყოფილებს სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
4. ღვინო, რომელიც არ შეიცავს სუფრის ღვინისათვის განსაზღვრული სპირტის მინიმალურ რაოდენობას, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ძმრის დასამზადებლად, სპირტის გამოსახდელად ან პირადი მოხმარებისათვის.
5. მეღვინეობის პრაქტიკაში აკრძალულია:
ა) სარეალიზაციოდ განკუთვნილი ღვინის წარმოება ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და წესების დარღვევით გაშენებულ სამრეწველო დანიშნულების ვენახში მოწეული ყურძნისაგან;
ბ) საწარმოო მიზნით ყურძნის, დურდოსა და ჭაჭის გამოწნეხვა დარგობრივი ნორმატიულ–ტექნიკური დოკუმენტაციით დადგენილი ნორმის გადამეტებით;
გ) ყურძნის წვენისა და კონცენტრირებული ყურძნის წვენის დადუღება;
დ) ღვინის წარმოება ყურძნის ჭაჭის, ლექისა და ქიშმიშისაგან;
ე) გამოხდისათვის განკუთვნილი შემაგრებული (დასპირტული) პროდუქტის გამოყენება სხვა საწარმოო მიზნით;
ვ) წყლის დამატება ამ კანონის მე-3 მუხლში ჩამოთვლილ ყურძნისეულ პროდუქციაზე, გარდა სპირტიანი სასმელებისა;
ზ) სუფრის, ადგილწარმოშობის დასახელების, ცქრიალა და შუშხუნა ღვინოებისათვის ეთილის რექტიფიცირებული ან სხვა სპირტის დამატება, გარდა ცქრიალა და შუშხუნა ღვინოებისათვის განკუთვნილ ლიქიორში შემავალი ბრენდის სპირტისა; (04.07.2002 N1635)
თ) ღვინოში (გარდა არომატიზებული ღვინისა) ან ბრენდში მღებავი და არომატული ნივთიერებებისა და ესენციების დამატება;
ი) ღვინის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე საქაროზას დამატება დადუღებისათვის ან მასში შაქრების მასური წილის კონდიციამდე მიყვანის მიზნით, გარდა ცქრიალა და შუშხუნა ღვინოებისათვის განკუთვნილი ლიქიორისა და კუპაჟისათვის საჭირო შაქრის სიროფისა, აგრეთვე სპირტიანი სასმელებისა; (04.07.2002 N1635)
კ) ღვინის ბრენდის დავარგებული სპირტების გარდა სხვა სპირტების გამოყენება ბრენდის დასამზადებლად;
ლ) შაქრის სიროფის (საქაროზა) ხსნარის, გლიცერინის, სპირტის, მღებავი ნივთიერებების, მჟავების, ესენციებისა და /ან სხვა ნივთიერებების კუპაჟირების გზით ხელოვნური ღვინის წარმოება;
მ) ღვინოპროდუქციაში იმ ნივთიერებების დამატება, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით.
თავი VII. ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების
წარმოება და რეგისტრაცია
(04.07.2002 N1635)
მუხლი 16.
1. ამოღებულია (04.07.2002 N1635)
2. ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოება ეფუძნება შემდეგ ძირითად კრიტერიუმებს:(04.07.2002 N1635)
ა) ყურძნის წარმოებას სპეციფიკურ ზონაში; (04.07.2002 N1635)
ბ) ვაზის ჯიშს;
გ) ყურძნის წარმოების აგროტექნიკურ რეგლამენტებს;
დ) ღვინის დაყენების ტექნოლოგიურ წესებს;
ე) ბუნებრივ სპირტშემცველობის ზღვარს;
ვ) ყურძნის საჰექტარო მოსავლიანობასა და ღვინის გამოსავლიანობას ერთი ჰექტარიდან ან 1 ტონა ყურძნიდან;
ზ) ფიზიკურ-ქიმიურ, მიკრობიოლოგიურ მონაცემებსა და ორგანოლეპტი-კურ შეფასებას.
3. ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოება დასაშვებია მხოლოდ ვაზის სტანდარტულ სორტიმენტში ჩამოთვლილი ჯიშებისაგან. (04.07.2002 N1635)
მუხლი 17.
1. თითოეული სპეციფიკური ზონა მკაცრად განისაზღვრება ვენახის ნაკვეთის ან მათი ერთობლიობის მინიშნებითა და იმ ფაქტორების გათვალისწინებით (ნიადაგი, კლიმატი, ვენახის განლაგება, ექსპოზიცია და ა.შ.), რომლებიც განაპირობებენ ამ ზონაში წარმოებულ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ხარისხს. (04.07.2002 N1635)
2. სპეციფიკურ ზონასა და მევენახეობის მხარეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, განსაზღვრავს მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი და ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო.
3. სპეციფიკური ზონის დასახელების რეგისტრაციიდან 5 წლის განმავლობაში ამ ზონაში დასაშვებია ვაზის იმ ჯიშების არსებობაც, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ამ ზონისთვის დამტკიცებულ ვაზის ჯიშების სტანდარტულ სორტიმენტში. (04.07.2002 N1635)
4. თუ 3 წლის შემდეგ სამარკო ღვინოების წარმოებისათვის განკუთვნილ განსაკუთრებულ ზონებში არ იქნება დაცული ამ მუხლის მე–2 პუნქტის მოთხოვნა, იკრძალება ასეთ ზონებში მოწეული ყურძნისაგან დამზადებული ღვინისთვის „სამარკო ღვინის" სტატუსის მინიჭება.
5. თუ სპეციფიკური ზონის რეგისტრაციიდან 5 წლის შემდეგ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოებისათვის განკუთვნილ ვენახებში არ იქნება დაცული ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნა, იკრძალება ასეთ ვენახებში მოწეული ყურძნისაგან დამზადებული ღვინისთვის ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსის მინიჭება. (04.07.2002 N1635)
მუხლი 18.
1. სპეციფიკურ ზონებში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების უმაღლესი ხარისხის ღვინოების წარმოებისას დასაშვებია 15%-მდე იმ ყურძნის ან ღვინის გამოყენება, რომელიც მიღებულია იმავე ზონის სხვა სპეციფიკურ ზონაში ვაზის სტანდარტული ჯიშებიდან.
2. ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.გ" და „ა.დ" ქვეპუნქტებში გათვალისწინებული მოთხოვნების მიუხედავად, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოებისას, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, დასაშვებია ყურძნის გადამუშავება და ღვინის წარმოება სპეციფიკური ზონის ფარგლებს გარეთაც, მხოლოდ მევენახეობის იმავე ზონის ფარგლებში, ხოლო ღვინის ჩამოსხმა – მევენახეობის მოცემული ზონის საზღვრებს გარეთაც საქართველოს ფარგლებში. (04.07.2002 N1635)
მუხლი 19.
1. სპეციფიკურ ზონებში წარმოებული უმაღლესი ხარისხის ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაცია ხორციელდება ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში – „საქპატენტი" „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე.
2. ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოებაზე სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. (04.07.2002 N1635)
თავი VIII
ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის რეალიზაციისა და ჩამოხარისხების
განსაკუთრებული პირობები
მუხლი 20.
1. რთველის მომდევნო წლის 1 იანვრისათვის ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის დამზადების ადგილზე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო ატარებს ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის კატეგორიისთვის განკუთვნილი ღვინოების ინვენტარიზაციას და დადგენილი წესის მიხედვით აფასებს მათ ხარისხს.
2. ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის წარმოებისა და რეალიზაციის მთელი პერიოდის განმავლობაში ამ პროცესებთან დაკავშირებული ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია უზრუნველყოს ატესტირებული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის მაღალი ხარისხი.
3. საქართველოში ღვინის წარმოებისა და რეალიზაციის მთელი პერიოდის განმავლობაში საწარმოო პროცესისა და ატესტირებული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ხარისხის კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ხარისხის გაუარესებისას იგი ექვემდებარება დაბალ ხარისხში გადაყვანას (ჩამოხარისხებას) და კარგავს უფლებას იწოდებოდეს განსაკუთრებულ ზონაში წარმოებულ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოდ. ღვინის ხარისხის უფრო დაბალ კატეგორიაში გადაყვანის (ჩამოხარისხების) წესს განსაზღვრავს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო. (04.07.2002 N1635)
მუხლი 21.
სამომხმარებლო ბაზარზე აკრძალულია შემდეგი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების რეალიზაცია:
ა) მშრალი და შემაგრებული ღვინოებისა – რთველის მომდევნო წლის აგვისტომდე;
ბ) ნახევრად მშრალი და ნახევრად ტკბილი ღვინოებისა – რთველის მომდევნო წლის იანვრამდე;
გ) ცქრიალა ღვინოებისა:
გ.ა) ბოთლის მეთოდით დამზადებულისა – ტირაჟიდან არანაკლებ 9 თვის გასვლამდე;
გ.ბ) რეზერვუარული მეთოდით დამზადებულისა – ალკოჰოლური დუღილის დაწყებიდან არანაკლებ 6 თვის გასვლამდე.
დ) სერტიფიკატის გარეშე;
ე) თანმხლებ დოკუმენტებში ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის კატეგორიის, მარკის, დასახელებისა და მოსავლის წლის მითითების გარეშე.
ვ) ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებისა – ჩამოსასხმელი სახით. (04.07.2002 N1635)
თავი IX
ცქრიალა ღვინოები
მუხლი 22.
1. საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული ცქრიალა ღვინოებისთვის ხარისხის მიხედვით დადგენილია შემდეგი კლასიფიკაცია:
ა) ცქრიალა ღვინო;
ბ) სპეციფიკურ ზონებში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების უმაღლესი ხარისხის ცქრიალა ღვინო";
გ) სპეციფიკურ ზონებში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებული უმაღლესი ხარისხის ცქრიალა ღვინო. (04.07.2002 N1635)
2. შაქრის შემცველობის მიხედვით საქართველოში წარმოებული ცქრიალა ღვინოების მიმართ ამ კანონით დადგენილია მათი მარკის (ტიპის) განმსაზღვრელი შემდეგი მოთხოვნები:
ა) ძლიერ მშრალი – შაქრის შემცველობა არ აღემატება 3,0 გ/დმ3;
ბ) მშრალი – შაქრის შემცველობა 20-35 გ/დმ3-ის ფარგლებშია;
გ) ნახევრად მშრალი – შაქრის შემცველობა 35-50 გ/დმ3-ის ფარგლებშია;
დ) ნახევრად ტკბილი – შაქრის შემცველობა 50-80 გ/დმ3-ის ფარგლებშია;
ე) ტკბილი – შაქრის შემცველობა 80 გ/დმ3-ზე მეტია
3. ადგილწარმოშობის დასახელების ცქრიალა ღვინოებზე ვრცელდება ამ კანონის მე-17, მე-18 და მე-19 მუხლებით დადგენილი პირობები. (04.07.2002 N1635).
მუხლი 23.
1. საჭირო მარკის ცქრიალა ღვინის მისაღებად ნებადართულია საექსპედიციო ლიქიორის დამატება მხოლოდ:
ა) ბოთლის მეთოდით ცქრიალა ღვინის წარმოებისას – წაყელვის ოპერაციის დამთავრებისთანავე;
ბ) რეზერვუარული მეთოდით ცქრიალა ღვინის წარმოებისას – მეორადი დუღილის დამთავრების შემდეგ რეზერვუარში ან უშუალოდ ბოთლებში ცქრიალა ღვინის ჩამოსხმის დროს.
2. დასაშვებია ცქრიალა ღვინოში მხოლოდ მეორადი დუღილის შედეგად წარმოქმნილი ნახშირორჟანგა გაზის არსებობა, გარდა ცქრიალა ღვინის უშუალოდ ყურძნის ტკბილისაგან მიღების შემთხვევისა.
თავი X
შუშხუნა ღვინოები
მუხლი 24.
1. შაქრის შემცველობის მიხედვით საქართველოში წარმოებული შუშხუნა ღვინის მიმართ ამ კანონით დადგენილია მისი ტიპის განმსაზღვრელი შემდეგი მოთხოვნები:
ა) მშრალი – შაქრის შემცველობა არ აღემატება 3,0 გ/დმ3-ის;
ბ) ნახევრად მშრალი – შაქრის შემცველობა 10–25 გ/დმ3-ს ფარგლებშია;
გ) ნახევრად ტკბილი – შაქრის შემცველობა 30–80 გ/დმ3-ის ფარგლებშია;
დ) ტკბილი – შაქრის შემცველობა 80 გ/დმ3-ზე მეტია.
2. შუშხუნა ღვინის წარმოებაში გამოიყენება მხოლოდ საექსპედიციო ლიქიორი, რომლის დამატება ხდება შუშხუნა ღვინისთვის განკუთვნილ ნაზავში ან უშუალოდ ბოთლებში შუშხუნა ღვინის ჩამოსხმისას.
3. საექსპედიციო ლიქიორის დამატება არ ჩაითვლება შაქრიანობის გაზრდის ოპერაციად.
4. საექსპედიციო ლიქიორის დამატებამ არ უნდა გამოიწვიოს შუშხუნა ღვინოში საერთო მოცულობითი სპირტშემცველობის 0,5%-ზე მეტად გაზრდა.
თავი XI
ყურძნისეული წარმოშობის
სპირტიანი სასმელები
მუხლი 25.
1. ამ კანონით დადგენილია საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების შემდეგი კლასიფიკაცია:
ა) ღვინის ბრენდი;
ბ) ყურძნის არაყი;
გ) მაგარი სასმელი;
დ) ლიქიორი და ნაყენი.
2. სპირტიანი სასმელების დამზადებისას მათი დატკბობის, შეფერვისა და არომატიზების მიზნით ნებადართულია საქაროზის, გლუკოზის, ფრუქტოზის, ყურძნის კონცენტრირებული ტკბილის, ყურძნის ტკბილის, კოლერის (დამწვარი შაქარი), მუხის ბუნებრივი ექსტრაქტის, თაფლისა და სხვა ბუნებრივი არომატიზატორების გამოყენება.
მუხლი 26.
1. საბრენდე ღვინომასალის მოცულობითი სპირტშემცველობა არ (30.09.98. N1604 Nსაკანონმდებლო მაცნე N2) უნდა იყოს 9,0%-ზე ნაკლები, ხოლო ტიტრული მჟავიანობა - 5,0 გ/დმ3 ნაკლები.
2. საბრენდე სპირტში მქროლავი მჟავების შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 0,8 გ/ლ-ს, ხოლო მეთილალკოჰოლის შემცველობა - 1,5 გ/ლ-ს (უწყლო სპირტზე გაანგარიშებით).
3. გამოსახდელად დასაშვებია მხოლოდ საბრენდე ღვინომასალა.
მუხლი 27.
1. ხარისხის მიხედვით დადგენილია ღვინის ბრენდის შემდეგი კატეგორიები:
ა) ორდინარული;
ბ) სამარკო;
გ) ამოღებულია (04.07.2002 N1635).
2. ორდინარული ღვინის ბრენდი მზადდება მუხის კასრებში სამი, ოთხი და ხუთი წლის განმავლობაში დავარგებული საბრენდე სპირტებისაგან. სამწლიანი ბრენდი შეიძლება დამზადდეს აგრეთვე მომინანქრებულ ავზში ჩაწყობილ გაუაქტივებელ ან გააქტივებულ მუხის ტკეჩებზე მხოლოდ სამი წლის განმავლობაში დავარგებული ბრენდის სპირტისაგან. სამარკო ბრენდი მზადდება არანაკლებ ექვსწლიანი დავარგების ბრენდის სპირტებისაგან. (04.07.2002 N1635).
3. საბრენდე სპირტის დავარგების ასაკის მიხედვით დადგენილია სამარკო ბრენდის შემდეგი ჯგუფები:
ა) I ჯგუფი – „ბრენდი დავარგებული", რომელიც მზადდება 6-7 წლიანი დავარგების საბრენდე სპირტებისაგან;
ბ) II ჯგუფი – „ბრენდი დავარგებული. უმაღლესი ხარისხის", რომელიც მზადდება 8-10 წლიანი დავარგების საბრენდე სპირტებისაგან;
გ) III ჯგუფი – „ბრენდი ძველი", რომელიც მზადდება 10–20 წლიანი დავარგების საბრენდე სპირტებისაგან;
დ) IV ჯგუფი – „ბრენდი ძალიან ძველი", რომელიც მზადდება 20 და მეტი წლის დავარგების საბრენდე სპირტებისაგან.
4. I ჯგუფის ბრენდის დამზადებისას ნებადართულია კუპაჟებში არანაკლებ ხუთწლიანი დავარგების საბრენდე სპირტის გამოყენება არაუმეტეს 10%-ის ოდენობით. II ჯგუფის ბრენდის დამზადებისას ნებადართულია კუპაჟებში ექვსწლიანი დავარგების საბრენდე სპირტის გამოყენება არაუმეტეს 10%-ის ოდენობით. III ჯგუფის ბრენდის დამზადებისას ნებადართულია კუპაჟებში შვიდწლიანი დავარგების საბრენდე სპირტის გამოყენება არაუმეტეს 10%-ის ოდენობით. IV ჯგუფის ბრენდის დამზადებისას ნებადართულია კუპაჟებში რვაწლიანი დავარგების საბრენდე სპირტის გამოყენება არაუმეტეს 10%-ის ოდენობით.
5. ამოღებულია (04.07.2002 N1635).
მუხლი 28.
ყურძნის არყის დამზადებისას დასაშვებია მხოლოდ ღვინის სპირტის გამოყენება. ღვინის სპირტი შეიძლება იყოს რექტიფიცირებული ან გააქტივებული ნახშირის ფილტრში გაფილტრული ან სხვა ექვივალენტური დამუშავების გზით მიღებული, რაც უზრუნველყოფს იმ ზოგიერთი ორგანოლეპტიკური მახასიათებლების სელექციურ გაძლიერებას, რომლებიც დამახასიათებელია ამ სპირტის ყურძნისეული ნედლეულისათვის. (04.07.2002 N1635).
მუხლი 29.
1. ღვინისაგან მიღებული მაგარი სასმელების დამზადება დასაშვებია მხოლოდ ღვინის გამოხდით ან ღვინის ნედლი სპირტის მეორადი გამოხდით მიღებული სპირტებისაგან.
2. ყურძნის ჭაჭიდან მიღებული მაგარი სასმელის დამზადება დასაშვებია დადუღებული ჭაჭის გამოხდით მიღებული სპირტებისაგან. (04.07.2002 N1635).
მუხლი 30.
ყურძნისეული წარმოშობის ლიქიორების დასამზადებლად, ამ კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი ნივთიერებებისა და პროდუქტების გარდა, დასაშვებია გამოყენებულ იქნეს რძის ნაწარმი, ხილი, ღვინო, მათ შორის არომატიზებული ღვინო და მხოლოდ ღვინის სპირტი. (04.07.2002 N1635).
თავი XII
პროდუქციის ეტიკეტირება
მუხლი 31.
1. სარეალიზაციო ჭურჭელში ჩამოსხმული პროდუქციის ეტიკეტი უნდა შეიცავდეს შემდეგ აუცილებელ აღნიშვნებს:
ა) პროდუქციის სახელწოდება;
ბ) ნომინალური მოცულობა;
გ) ფაქტობრივი სპირტშემცველობა;
დ) სუფრის ღვინის შემთხვევაში - „სუფრის ღვინო";
ე) მხარის ღვინის შემთხვევაში - „მხარის ღვინო";
ვ) ა.დ. და ა.დ.კ. ღვინოების შემთხვევაში – წარმოშობის ადგილის დასახელება და სახელმწიფო გამოცდის ნომერი;
ზ) ქართული ღვინო.
თ) ცქრიალა, შუშხუნა, შემაგრებული და არომატიზებული ღვინოების შემთხვევაში სიტყვას „ღვინო" დაემატოს შესაბამისად სიტყვები „ცქრიალა", „შუშხუნა", „შემაგრებული", „არომატიზებული";
ი) მწარმოებლის დასახელება;
კ) ჩამომსხმელი პირის დასახელება, როდესაც პროდუქციის მწარმოებელი და ჩამომსხმელი სხვადასხვა პირია.(04.07.2002 N1635).
2. ბრენდის ეტიკეტზე აღინიშნება აგრეთვე კუპაჟში გამოყენებული სპირტების საშუალო ასაკი.
3. შუშხუნა ღვინის ეტიკეტზე დაეწერება - "შუშხუნა ღვინო" .
4. ცქრიალა ღვინის ეტიკეტირება უნდა მოხდეს მისი დამზადების ადგილზე. აკრძალულია ცქრიალა ღვინის ნებისმიერი აღნიშვნისას (ეტიკეტზე, ყუთზე, დოკუმენტებსა და სხვ.) ტერმინების – „შამპანური", „დამზადებულია შამპანიზაციის მეთოდით" გამოყენება.
5. პროდუქციის ექსპორტირებისას ეტიკეტზე უნდა იყოს აღნიშვნა - „დამზადებულია საქართველოში".
მუხლი 32.
1. პროდუქციის ეტიკეტზე, კონტრეტიკეტსა და საყელოზე ნებადართულია აღინიშნოს:
ა) პროდუქციის ფერი;
ბ) ვაზის ჯიშის ან ჯიშების დასახელება, თუ პროდუქცია (ღვინო, ბრენდი და ა.შ.) დამზადებულია აღნიშნული ჯიშის ან ჯიშების ყურძნის სულ ცოტა 85%-ის გამოყენებით;
გ) ყურძნის მოსავლის წელი, თუ ღვინის სულ ცოტა 85% დამზადებულია აღნიშნულ წელს მოწეული ყურძნისაგან;
დ) პროდუქციის ტრადიციული დასახელება, თუ იგი არსებობს და გამოიყენება მისი წარმოების ზონაში და ძირითადი ნედლეულის (ყურძნის) სახელწოდების სინონიმი, თუ იგი მოცემული ზონისათვის ტრადიციულია;
ე) პროდუქტის შაქრიანობა გრ/დმ3 (04.07.2002 N1635).
ვ) პროდუქციის ხარისხის კონტროლის სარეგისტრაციო ნომერი (სამარკო პროდუქციისათვის), რომელსაც პროდუქციას ანიჭებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო;
ზ) ბოთლებში ჩამოსხმულიადგილწარმოშობის დასახელების პროდუქციის რაოდენობა; (04.07.2002 N1635)
თ) დაზუსტებები, რომლებიც შეეხება პროდუქციის დამზადების მეთოდს, ფერს, შემადგენლობაში შემავალ ინგრედიენტებს და ა.შ., და რომლებიც რეგლამენტირებულია მოცემული პროდუქციის დამზადების ტექნოლოგიური ინსტრუქციით;
ი) ინფორმაცია:
ი.ა) პროდუქციის, მწარმოებლისა და პროდუქციის რეალიზაციის მონაწილეთა შესახებ;
ი.ბ) იმ ძირითადი ნედლეულის (ყურძნის, სპირტისა და ა.შ.) წარმოების ბუნებრივი და ტექნოლოგიური პირობების შესახებ, რომლისგანაც დამზადებულია მოცემული პროდუქცია;
ი.გ) ამოღებულია (04.07.2002 N1635)
ი.დ) პროდუქციის მიერ მიღებული ჯილდოების შესახებ;
ი.ე) მწარმოებელთა ან რეალიზატორთა (დისტრიბუტორთა) იმ ჯგუფის (გაერთიანების) შესახებ, რომელთანაც დაკავშირებულია მოცემული პროდუქციის მწარმოებელი, თუ ეს ინფორმაცია ხელს შეუწყობს პროდუქციის პრესტიჟის ამაღლებას;
ი.ვ) პროდუქციის წარმოების ზონაში არსებული ისტორიული ადგილის (ძეგლის) შესახებ.
2. ექსპორტისთვის განკუთვნილი პროდუქციის გაფორმების ელემენტებზე დასაშვებია დამატებითი ან განსაკუთრებული ინფორმაცია იმპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობის ან იმპორტიორი პირის მოთხოვნის შესაბამისად.
მუხლი 33.
1. საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული ღვინის და ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელის ეტიკეტზე წარწერები უნდა იყოს ქართულ ენაზე ან ქართულთან ერთად ერთ-ერთ უცხო ენაზე.
2. იმპორტიორი პირის მოთხოვნით, ქართულთან ერთად ორი უცხო ენის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ პროდუქციის სახელწოდების აღსანიშნავად. (04.07.2002 N1635)
მუხლი 331
ეტიკეტირების კონტროლის წესს განსაზღვრავს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო. (04.07.2002 N1635)
თავი XIII. ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების სერტიფიკაცია
მუხლი 332
ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების, როგორც ერთგვაროვანი პროდუქციის, სავალდებულო სერტიფიკაციის სამუშაოთა ორგანიზებასა და სერტიფიკაციის სისტემის შექმნას კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო, ხოლო საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის დეპარტამენტი ახორციელებს ამ სამუშაოთა კოორდინაციას.
თავი XII2. ექსპორტი და იმპორტი
მუხლი 333
1. ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების ექსპორტირებისას წარმოშობის სერტიფიკატს გასცემს სამტრესტი საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესით.
2. ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების ექსპორტირება დასაშვებია მხოლოდ ბოთლებში ჩამოსხმული სახით.
მუხლი 334
1. ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტის იმპორტირება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) ის არ შეიცავს ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებებს;
ბ) ის არ საჭიროებს დამატებით გადამუშავებას და განკუთვნილია უშუალო მოხმარებისათვის;
გ) მისი დამზადების წესი და შემადგენლობა აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
2. სავალდებულოა იმპორტირებული ყურძნისეული წარმოშობის პროდუქციის თითოეული პარტიის სერტიფიცირება, გარდა იმ ქვეყნებიდან იმპორტირებული პროდუქციისა, რომელთა სერტიფიკატები აღიარებულია საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე.
თავი XII3. აღრიცხვა და შეტყობინება
მუხლი 335
1. მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში დასაქმებული მეწარმეებისათვის სავალდებულოა სასაქონლო პროდუქციის წარმოებასთან და შენახვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვა და შეტყობინება.
2. ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვა მოიცავს ინფორმაციას:
ა) მევენახეობაში – ვენახის საპასპორტო მონაცემების, ყურძნის კრეფის თარიღისა და საშუალო საჰექტარო მოსავლიანობის შესახებ;
ბ) მეღვინეობაში – გადასამუშავებლად შემოსული ყურძნის რაოდენობის, ჯიშის და წარმოების ადგილის შესახებ, აგრეთვე, ყურძნის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის დასახელების, რაოდენობის, ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლებისა და ბრუნვის შესახებ.
3. შეტყობინება მოიცავს ინფორმაციას:
ა) ვაზის სამყნობი მასალებისა და ნამყენი ნერგის წარმოებისა და რეალიზაციის შესახებ;
ბ) ვენახის ადგილმდებარეობის, ფართობისა და ჯიშის შესახებ;
გ) ყურძნის გადამუშავების შესახებ;
დ) პროდუქციის წარმოებისა და ბრუნვის შესახებ.
4. მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სასაქონლო პროდუქციის წარმოებასთან და შენახვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესსა და ფორმას განსაზღვრავს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო.
5. მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სასაქონლო პროდუქციის წარმოებასთან და შენახვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.".
თავი XII4. გარდამავალი დებულებები
მუხლი 336
1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ 2002 წლის 31 დეკემბრამდე გამოსცეს შემდეგი ნორმატიული აქტები:
ა) „ვაზის ჯიშების სტანდარტული სორტიმენტის შევსების წესის შესახებ";
ბ) „ვაზის სადედეების, სამყნობი მასალების და ნამყენი ნერგის წარმოების ტექნიკური და ფიტოსანიტარული კონტროლის წესის შესახებ";
გ) „ვაზის სამყნობი მასალებისა და ნამყენი ნერგის სერტიფიცირების წესის შესახებ";
დ) დებულება „ყურძნის ღვინოების წარმოების ზოგადი წესებისა და რეგლამენტების შესახებ";
ე) „მევენახეობის სპეციფიკური ზონისა და მევენახეობის მხარის დადგენის წესის შესახებ";
ვ) „ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოებაზე სახელმწიფო კონტროლის წესის შესახებ";
ზ) „ღვინის ჩამოხარისხების წესის შესახებ";
თ) „ეტიკეტირების კონტროლის წესის შესახებ";
ი) დებულება „ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის სისტემის შესახებ";
კ) დებულება „ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის წესის შესახებ";
ლ) „საგამოცდო ლაბორატორიების აკრედიტაციის წესის შესახებ";
მ) „წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესის შესახებ";
ნ) დებულება „ტექნოლოგიური პროცესის აღრიცხვის შესახებ";
ო) დებულება „მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სასაქონლო პროდუქციის წარმოებასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული საქმიანობის სავალდებულო შეტყობინების წესის შესახებ";
პ) „ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოების მიზნით სპეციფიკური ზონიდან ყურძნის გატანის წესის შესახებ".
2. ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი, 333 მუხლის პირველი პუნქტი და 335 მუხლის მე-5 პუნქტი ამოქმედდეს 2003 წლის 1 იანვრიდან.
3. ქართული ღვინოების: „წინანდალი", „თელიანი", „ნაფარეული", „ვაზისუბანი", „მუკუზანი", „ახაშენი", „გურჯაანი", „კარდენახი", „ტიბაანი", „ქინძმარაული", „მანავი", „ხვანჭკარა", „ტვიში", „ყვარელი", „ატენური", „სვირი", „კოტეხი" ადგილწარმოშობის დასახელებებთან, შესაბამისი სპეციფიკური ზონების საზღვრებთან და ამ სპეციფიკურ ზონებში დარაიონებულ ვაზის ჯიშებთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები 2007 წლის 1 იანვრამდე დარეგულირდეს საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის ¹88 ბრძანებულებით „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა თაობაზე. (04.07.2002 N1635)
თავი XIII
დასკვნითი დებულება
მუხლი 34.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1998 წლის 12 ივნისი.
N 1438 - IIს