Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბორდო ჩინურად ალაპარაკდა

ჩინეთი, როგორც ცნობილია, დღითიდღე იკრებს ძალებს მსოფლიო ღვინის ბაზარზე და სულ უფრო და უფრო მეტ ღვინოს ყიდულობს. ჩინელები ამას არ დასჯერდნენ და ახლა უკვე სახელგანთქმული ბორდოს დასახელებების ჩინურ ენაზე გადათარგმნაც დაიწყეს. ეს რთული ამოცანა თავის თავზე აიღო აუქციონის სახლმა Christie's, რომელმაც 1855 წლის კლასიფიკაციის 61 შატოს ღვინოების ოფიციალურად დამოწმებული თარგმნილი დასახელებები წარმოადგინა. Christie'sღვინის განყოფილების უფროსმა ჩინეთის განხრით, საიმონ ტემმა განაცხადა, რომ ბორდოს პრაქტიკულად ყველა მეურნეობამ, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, დადებითად შეაფასა ღვინის დასახელებების ჩინურად თარგმნა. გამონაკლისებს შორისაა, მაგალითად, კომპანია Cos d'Estournel, რომლის ხელმძღვანელობამაც უარი თქვა ჩინურ დასახელებაზე. ,,ჩვენ ვცდილობთ, ღვინო ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველა ჩვენი კლიენტისთვის. ენა კი ამ შემთხვევაში პირველი ბარიერია, რომლის გადალახვაც გვინდა” - აცხადებს საიმონ ტემი. ჩინურად გადათარგმნილი ბორდოების სიას ფრანგი მეწარმეები წლევანდელი en primeurშესყიდვების დროს გაეცნობიან. სია აგრეთვე გაეგზავნება ბორდოელ და ჩინელ მეღვინეებსა და ჟურნალისტებს, რათა მათ სათანადოდ გამოიყენონ ფრანგული ღვინის ჩინური დასახელებები. ჯერჯერობით ნაადრევია იმის თქმა, მიიღებენ თუ არა აუქციონის სხვა სახლები და, ზოგადად, ღვინის ინდუსტრია ასეთ თარგმანს, თუმცა საიმონ ტემი იმედს არ კარგავს. Christie'sკი ამ მიმართულებით სამომავლოდ გრანდიოზული გეგმები აქვს - ახლა უკვე სოტერნისა და ბურგუნდიის ღვინოების ჯერია.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.