Home
ქართული | English
იანვარი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

INTERWINE Guangzhou-ს დირექტორმა, რიტა ჯიამ ქართული ღვინის შესახებ სამუშაო შეხვედრა ჩაატარა

ჩინეთში ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგული კამპანია გრძელდება. ამჯერად ქალაქ შენჟენში ქართული ღვინის დეგუსტაცია და სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. სამუშაო შეხვედრას ჩინეთის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენის, INTERWINE Guangzhou-ს დირექტორი, რიტა ჯია უძღვებოდა. 

სამუშაო შეხვედრის მონაწილე პროფესიონალებმა განიხილეს ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის შესაძლებლობები და გამოწვევები. 

დეგუსტაციაში მონაწილეობას იღებდა ღვინის 60-მდე ადგილობრივი დისტრიბუტორი, იმპორტიორი, ღვინის სპეციალისტი და მოყვარული. წარმოდგენილი იყო 6 კომპანიის ღვინოები: ბესინი, მეღვინეობა ხარება, კახური ღვინის მარანი, დუგლაძეების ღვინის კომპანია, ასკანელი ძმები, ბატონო. 

ღონისძიება ორგანიზებული იყო პეკინში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრის მიერ. ქართული ღვინის პოპულარიზაციის კამპანიის შედეგად ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი, შარშანდელთან შედარებით, 87 %-ით გაიზარდა და, 10 თვის მონაცემებით, 1.8 მლნ ბოთლს გადააჭარბა.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული