Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რთველი 2010 -კალიფორნია

სამწლიანი გვალვების შემდეგ, 2010 წელს, კალიფორნიის სანაპირო ზოლის ვენახებმა შვებით ამოისუნთქა. ნაპას ველზე და კარნეროსში მიმდინარე რთველმა უჩვეულოდ გრილ ამინდებში ჩაიარა. შედეგად, მოსალოდნელია, რომ დაყენებულ ღვინოს ჩვეულებრივზე ნაკლები ალკოჰოლი და დიდი მჟავიანობა ექნება. რთველს უკვე მოიხსენიებენ, როგორც 21-ე საუკუნის საუკეთესო მოსავალს, განსაკუთრებით დაბალანსებულს და ევროპულად ფაქიზს. საბედნიეროდ, აგვისტოს დღეების ხანმოკლე, მაგრამ ექსტრემალურმა სიცხემ სერიოზული გავლენა ვერ მოახდინა ყურძნის ხარისხზე, თუმცაღა Decanter.com-ის მონაცემებით, მოსავალი 10-30%-ით შეამცირა.

ღვინის მწარმოებელი მეურნეობების უმრავლესობამ უკვე დაასრულა სირას, მერლოსა და შარდონეს კრეფა, ოქტომბრის პირველი ორი კვირა კი კაბერნე სოვინიონს ეთმობა.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული