Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრის უახლოესი და შორეული ამოცანები

ჩინეთში ქართული ღვინის საპრომოციო კამპანიის ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი 13 ივლისს, პეკინში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრის გახსნით დაგვირგვინდა. 

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური წარმომადგენელი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, მაია ცქიტიშვილი ღვინის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აღნიშნავს, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრის გახსნას წინ ოთხთვიანი მოსამზადებელი სამუშაოები უძღვოდა. მხარეები - ღვინის ეროვნული სააგენტო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოდან, კვებისა და ალკოჰოლური სასმელების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტი - ჩინეთიდან აქტიურად თანამშრომლობდნენ აღნიშნული პროექტის ჩამოყალიბების პროცესში. 

ცენტრს აქვს სამოქმედო გეგმა, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოს ქართული ღვინის პოპულრიზაციის სტრატეგიის ფარგლებში ერთი წლის წინ განისაზღვრა. 

ქართული ღვინის ცენტრი იქნება პლატფორმა, რომელიც დააკავშირებს ჩინეთის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის წარმომადგენლებს, პროფესიონალ ენოლოგებს, კრიტიკოსებს, ჩინეთის მედიასა და მომხმარებლებს ქართულ ღვინოსთან, პროდუქციის მწარმოებლებთან და სახელმწიფო უწყებებთან. 

როგორც ცქიტიშვილი აღნიშნავს, ცენტრის ერთ-ერთი ამოცანაა ქართული ღვინის შესახებ ადაპტირებული მასალის მომზადება ჩინურ ენაზე, რის საშუალებითაც შესაძლებელი გახდება ადგილობრივი მიზნობრივი ჯგუფებისთვის ქართული ღვინის ისტორიისა და თანამედროვე მდგომარეობის შესახებ ინფორმაციული უზრუნველყოფა. გარდა ამისა, ცენტრთან აქტიურად ითანამშრომლებენ იმპორტიორები და დისტრიბუტორები, რომლებიც თავადაც ჩართულნი იქნებიან ქართული ღვინის პოპულარიზაციის კამპანიაში. 

ჩინეთში ადგილობრივი მუდმივი წარმომადგენლობა, რომელიც ქართული ღვინის გარშემო გააერთიანებს ჩინელ და ქართველ პროფესიონალებს, იქნება მნიშვნელოვანი ბერკეტი სახელმწიფოსა და კერძოდ, ღვინის ეროვნული სააგენტოსათვის, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდება ინფორმაციის უფრო ინტენსიური გაცვლა და მოქნილი კომუნიკაცია; ჩინეთის ბაზრის ძირითადი ტენდენციების შესწავლა და ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიის ეფექტური მართვა. 

როგორც ადგილობრივი ექსპერტები აღნიშნავენ, ქართულ ღვინოს ჩინეთის ცალკეული რეგიონების ბაზრებზე დამკვიდრების დიდი შანსები აქვს. მით უმეტეს, რომ ჩინეთი ღვინის მოხმარების თვალსაზრისით სულ უფრო სწრაფად ვითარდება და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მზარდ ბაზრად განიხილება. 

პეკინში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრის ელექტრონული მისამართია www.georgian-wine.cn (ამჟამად დამუშავების პროცესში). 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი. 



ძალიან სასიხარულო ამბავია. სახელმწიფო თუ დაგვეხმარება ქართული ღვინის ექსპორტის საქმეში ჩინეთის მიმართულებით დიდი მადლობლები ვიქნებით სახელმიფოსი!

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული