Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩილელი მაღაროელები და ჩილეური ღვინო

ზოგი ჭირი მარგებელიაო, ნათქვამია. ჩილელ მაღაროელთა გადარჩენის ცნობილი ისტორიის შედეგად ჩილეური ღვინოების გაყიდვები მკვეთრად გაიზარდა. ექსპერტთა მონაცემებით, იმ დღეს, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის ტელემაყურებლები მაღაროელთა ამოყვანის წარმატებულ ოპერაციას ადევნებდნენ თვალს, ჩილეური თეთრი ღვინის გაყიდვებმა 25 %-ით, ხოლო წითელი ღვინის გაყიდვებმა – 5%-ით მოიმატა.

ჩილეურ ღვინოზე მოთხოვნილების ამგვარ ზრდას სავაჭრო ქსელის წარმომადგენლები იმით ხსნიან, რომ მომხმარებელმა, უბრალოდ, ასე აღნიშნა მაღაროელთა სასწაულებრივი გადარჩენა. შეგახსენებთ, ჩილეს ერთ-ერთ მაღაროში მომხდარი ავარიის შედეგად, მაღაროელები მიწის ქვეშ გამომწყვდეულნი აღმოჩნდნენ. იქ მათ თითქმის 10 კვირა გაატარეს. სამაშველო ოპერაციას პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს მსოფლიოს არაერთი წამყვანი ტელეარხი და საინფორმაციო სააგენტო, ზოგიერთი მაყურებელი კი, როგორც აღმოჩნდა, ამ მაღაროელებს მათი მშობლიური ჩილეური ღვინის სმით უცხადებდა სოლიდარობას.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული