ჩეხური ლუდი 24k Gold Faust, რომელიც გასული წლის ბოლოს გამოჩნდა ბაზარზე, ჟურნალმა Forbes-მა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულო სასმელად დაასახელა. სასმელი 24-კარატიანი ოქროს ნაწილაკებს შეიცავს. ბოთლში თავდაპირველად ოქროს სიფრიფანა ფირფიტას ათავსებენ (0,018 გ), შემდეგ კი ლუდს ასხამენ. ლუდის ჭავლის ზემოქმედების შედეგად ფირფიტა უწვრილეს ნაწილაკებად იმსხვრევა და ლუდს განსაკუთრებულ ოქროსფერ შეფერილობას სძენს. როგორც დეგუსტატორები ირწმუნებიან, ეს ლუდი შესანიშნავი გემოთი გამოირჩევა. ერთი ბოთლი 24k Gold Faust 13 ევრო ღირს, მისი დამზადების იდეა კი მარეკ პიეტონს ეკუთვნის. ოქროს ლუდის პარტიის პირველი 60 ბოთლი პიეტონის მშობლიურ ქალაქ ოსტროვში გაიყიდა. სამომავლოდ პიეტონი 24k Gold Faust-ის გაყიდვას ჩეხეთისა და მსოფლიო მასშტაბით აპირებს.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი