Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩაიბარებენ თუ არა ღვინის ქარხნები ჰიბრიდული ჯიშის ყურძენს

წელს კახეთში 4 335 ტონა ჰიბრიდული ჯიშის ყურძნის მოსავალს ელიან. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს რეგიონის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის უცნობია, რომელიმე ღვინის ქარხანა ჩაიბარებს თუ არა ჰიბრიდული ჯიშის ყურძენს.
ჰიბრიდული ჯიშის ყურძნის ყველაზე მეტ მოსავალს, 1581 ტონას ახმეტის რაიონში ელოდებიან. გურჯაანში 475 ტონა ჰიბრიდული ჯიშის ყურძნის მოსავალია მოსალოდნელი, დედოფლისწყაროს რაიონში 155 ტონა, ყვარელში 600 ტონა, სიღნაღის რაიონში 90 ტონა, თელავის რაიონში 696 ტონა და საგარეჯოში 738 ტონა.
გასულ წელს ჰიბრიდული ჯიშის ყურძენი სახელმწიფო საწარმომ „რთველი - 2008“ 10-15 თეთრად ჩაიბარა. ჰიბრიდული ჯიშის ყურძენზე სუბსიდია არ გაიცემა.

© GHN

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული