Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო - ამერიკელი ექსპერტი გაკვირვებულია

გამოცემა The Tennessean სტატიას უძღვნის ქართული და ურუგვაული ღვინის გამორჩეულ ნიმუშებს

 ,,ცხოვრება მოულოდნელობებითაა აღსავსე, ხანდახან სწორედ მაშინ, როდესაც ამას ყველაზე ნაკლებად ელი,“ - წერს ამერიკელი ღვინის კონსულტანტი, სტივ პრატი. ,,წლებია, ღვინოს ვსინჯავ მთელი მსოფლიოდან, მაგრამ ქართულ და ურუგვაულ ღვინოს თუ გავსინჯავდი, ნამდვილად არ ველოდი. ამ ადგილების შესახებ მხოლოდ გაგონილი მქონდა, მათი ვაზის ჯიშებზე კი არც მსმენოდა. ქართულ და ურუგვაულ ღვინოებს აერთიანებს ის, თუ როგორ განსაზღვრავს მათ ისტორია და გეოგრაფია. ქართული ვაზის ჯიშების სახელები: საფერავი, რქაწითელი, ცოლიკოური და ჩინური - უძველესი და მშობლიურია. შემიძლია წარმოვიდგინო უხსოვარი დროის ადგილობრივი ხალხი, რომელიც ველურ ყურძენს თიხის ჭურჭელში წურავს (რომელსაც მერე არქეოლოგები იპოვიან), რათა შემდეგ აღმოაჩინოს, რომ იგი დადუღდა. ეს ალბათ დიდი ზეიმი იყო მაშინ,“ - წერს ავტორი.
,,ქართული და ურუგვაული ღვინოები ამერიკის ბაზარზე, ისევე, როგორც მსოფლიო ბაზარზე, ყურადღებას იქცევენ. მათ მოსაძიებლად, შესაძლოა, ცოტა ძალისხმევა დაგჭირდეთ, მაგრამ სურვილის შემთხვევაში, აუცილებლად იპოვით და მაღალი ფასის გადახდაც არ დაგჭირდებათ. გაგაცნობთ ქართული ღვინის იმ ნიმუშებს, რომლებიც გავსინჯე,“ - წერს პრატი.
2021 Guardians dry white —100% რქაწითლის ყურძნისგან დაწურული ღვინო, გამოირჩევა ციტრუსის არომატით, გარგარისა და თაფლის მსუბუქი ნოტებით. $15
2020 Teliani Valley Amber Blend — ოთხი ადგილობრივი თეთრი ყურძნის (რქაწითლის, კახური მწვანის, ხიხვისა და ქისის) ბლენდია. 6 თვის განმავლობაში კანთან კონტაქტით, უჟანგავი ფოლადის ავზებში დავარგებული, მშრალი ღვინოა, რომელიც კარგად ესადაგება დაძველებულ ყველებს. $18
Mtsvane Estate PET-NAT Rose — PET-NAT ღვინის დაყენების ტრადიციული სტილია, რომლის დროსაც ღვინო პირველადი დუღილისას ისხმება ბოთლებში და ფერმენტაციის დასრულება ამის შემდეგ ხდება. ცოცხალი, სუფთა ღვინოა, ციტრუსის არომატით. $29
2020 Teliani Valley Saperavi — გამორჩეული ქართული ჯიშის - საფერავისგან დამზადებული, სხეულიანი ღვინოა, ხასიათდება წითელი ხილის არომატებით. $18
© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული