Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

23 ივნისს, თბილისში პიტერ სენკუსის ტრენინგი და ვორკშოფი - „თანამედროვე მსოფლიო გამოწვევები და მოთხოვნები პიარსა და მარკეტინგში"


23 ივნისს, თბილისში პოლონეთის წამყვანი უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, არაერთი სამეცნიერო გამოცემის ავტორი და სხვადასხვა უმსხვილესი კომპანიების კონსულტანტი მარკეტინგსა და პიარში პიტერ სენკუსის ტრენინგი და ვორკშოფი: „თანამედროვე მსოფლიო  გამოწვევები და მოთხოვნები პიარსა და მარკეტინგში.“

ტრენინგის მონაწილეებს  საშუალება აქვთ თბილისში დაესწრონ  “ვარშავის ბოლესლავ პრუსის სახელობის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის”  ტრენინგს და მიიღონ ამავე უნივერსიტეტის ევროპული კვალიფიკაციის  სერტიფიკატი

მონაწილეები მიიღებენ უახლეს ინფორმაციას მსოფლიოს უმსხვილესი და საშუალო ბიზნეს კომპანიების წარმატებული სტრატეგიების შესახებ პიარსა და მარკეტინგში. შეხვედრა ითვალისწინებს ვორქშოფებს, რომლის დროსაც  შესრულდება პრაქტიკული სამუშაო, რაც იძლევა საუკეთესო საშუალებას მონაწილეებმა რეალურ სამუშაო სივრცეში გადაიტანონ და დანერგონ ის სიახლეები, რასაც  ტრენინგზე გაეცნობიან.  გარდა ამისა, ტრენინგის მონაწილეებს  მიეცემათ საშუალება თავიანთი კომპანიების მარკეტინგული და პიარ სტრატეგია დაუახლოვონ თანმედროვე მსოფლიოში წარმატებული კომპანიების უკვე აპრობირებულ სტრატეგიებს. 

დოქტორი პიტერ სენკუსი 17 წელია მარკეტიგისა და პიარის სფეროში მოღვაწეობს. იგი გახლავთ სოციალურ მეცნიერებათა, თავდაცვისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის  ასოცირებული პროფესორი,  ფილოსოფიის დოქტორი ეკონომიკურ მეცნიერებაში. იგი ასვე არის ISO 9001  ის  ხარისხის მენეჯმენტის სისტემის  წამყვანი აუდიტორი,  (IRCA  Certificate No.: A17063); 

მის მიერ მარკეტინგისა და მენეჯმენტის სფეროში ჩატარებული პრაქტიკული და თეორიული სამუშაოები მოიცავს ისეთ დარგებს, როგორიცაა რებრენდინგი, ოპტიმიზაცია, ანალიტიკა, დიზაინი, რეორგანიზაცია და ა.შ. კომერციულ, სამთავრობო და არასამთავრბო სექტორში.

დოქტორი პიტერ სენკუსი ავტორია წიგნებისა მენეჯმენტის, მარკეტინგული ბაზრების კვლევის, ბიზნეს პროცესების მენეჯმენტის,  სისტემური და სტრატეგიული მენეჯმენტის,  საინფორმაციო ტექნოლოგიების უსაფრთხოების მენეჯმენტის მიმართულებით;

პიტერ სემკუსი თანამშრომლობს ისეთ ევროპულ კომპანიებთან როგორიცაა: F5 Consulting;  PSG PoalskaSpółkaGazownictwa; AltkomAkademia; GmbH - Wolfsburg (Volkswagen Group); SitechSitztechnik GmbH - Polkowice (Volkswagen Group); City of Lodz Office და სხვა პროექტები.

ტრენინგი ჩატარდება 2017 წლის  23, 24, 25 ივნისს;

ორგანიზატორი: „მარკეტინგისა და მენეჯმენტის  სკოლა“ www.mmschool.ge; პარტნიორი: საქართველოს ღვინის კლუბი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მობრძანდნენ შემდეგ მისამართზე: თბილისი; ილია  ჭავჭავაძის 16; ტელ.: +995 557001557.



gamarjobat mainteresebs treningze dascreba nebismier msurvels sheezleba da fasiania dascreba tu ara.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.