Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ნიგვზიანი ნაყინი

საჭირო მასალა: 250 მლ რძე, 300 მლ ნაღები, მწიკვი ვანილი, მწიკვი მარილი, 3 კვერცხის გული, 4 ს.კ. შაქარი. ნიგვზისთვის – 75 გ შაქარი, 75 გ ნიგოზი, 1 ს.კ. რომი.

მომზადება: რძე და ნაღები გავაცხელოთ, დავუმატოთ ვანილი და მარილი. შაქარი და კვერცხის გულები ავთქვიფოთ და ნელა ჩავუმატოთ ცხელ რძეში. თან ვურიოთ, რომ არ აიჭრას. მასა 24 საათით მოვათავსოთ მაცივარში, შემდეგ შევდგათ საყინულეში და 1-1,5 საათით შემდეგ ავთქვიფოთ მიქსერით. ეს პროცედურა კიდევ 2-3-ჯერ გავიმეოროთ, რომ ნაყინს ნაზი კონსისტენცია ჰქონდეს. გახურებულ ტაფაზე დავყაროთ შაქარი. კარამელიზაცია რომ დაიწყება, დავაყაროთ ნიგოზი, მოვასხათ რომი და ავურიოთ, შევაგრილოთ და დავფქვათ. ნიგოზი შევათქვიფოთ ნაყინს და 3-4 საათით შევდგათ საყინულეში.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.