Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“მეღვინეობა ჩავლე” - მცირე მარნების ანთოლოგია (98)

- მოგვიყევით თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ მეღვინე გამხდარიყავით?

- ღვინოსადმი და ღვინის წარმოებისადმი  სიყვარულმა მე და ჩემს ძმას გადაგვაწყვეტინა გავმხდარიყავით მეღვინეები. საოცარი შეგრძნებაა, როცა უზიარებ სხვას შენი ხელებით დაყენებულ ღვინოს.მარანს ჰქვია "მეღვინეობა ჩავლე" სახელწოდება  წამოვიდა ჩვენი გვარიდან. მარანი დაარსდა 2021 წელს კოჯორში. 

- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას? რაიმე განსაკუთრებული რიტუალი ხომ არ გაქვთ ვენახის მოვლის ან ღვინის დაწურვის დროს?

- ამ ეტაპზე აქტიურად ვართ ჩართულები ვენახის გაშენების საკითხში, ვაპირებთ  ქისისა და საფერავის ვაზის ჯიშების გაშენებას. ღვინის დაწურვის დროს სასიამოვნოა ხალხური ფოლკლორული სიმღერების მოსმენა.

-  რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

- ამჟამად ვაწარმოებთ საფერავს და ქისს, თუმცა სამომავლოდ ვფიქრობთ ჩხავერის და ცოლიკაურის წარმოებას. ჩვენი ღვინოები გამორჩეულია მდიდარი არომატით და მაღალი ხარისხით.

-  რა არის თქვენი საყვარელი პროცესი რთველიდან ღვინის ბოთლში ჩამოსხმამდე, რომელსაც სიამოვნებით, დაუღალავად აკეთებთ?

- რთველიდან დაწყებული აბსოლუტურად თითოეული პროცედურა ძალიან სასიამოვნოა, განსაკუთრებით გამოვარჩევდი ყურძნის დაწურვის რიტუალს.

- გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

- ჩვენი ღვინო პირველად გაიყიდა ღვინის ფესტივალზე, პირველივე ჯერზე საკმაოდ დიდი რაოდენობით გაიყიდა. რასაც მოჰყვა რამოდენიმე მაღაზიიდან შემოთავაზება, თუმცა ამ ეტაპზე ვამჯობინეთ ღვინის დაძველებას.

- გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

- ამჟამად შემოვიფარგლებით შიდა ბაზრით, თუმცა რა თქმა უნდა სამომავლო გეგმებში შედის ქვეყნის გარეთ რეალიზაციაც.

- რა სახის სირთულეები/დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

- ჩვენთვის პანდემია დიდი გამოწვევა იყო, თუმცა საბედნიეროდ გადავლახეთ და შევძელით არსებული გეგმების განხორციელება.

- რა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად?

-  სწავლა, დაუღალავი შრომა და ღვინისადმი სიყვარული აუცილებლად მიგვაღებინებს მაღალი ხარისხის ღვინოს.

- თქვენი აზრით რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

- საჭიროა და აუცილებელია ღვინის ფესტივალების უფრო მეტი რაოდენობით ჩატარება და ჩვენი კულტურის საზღვრებს გარეთ გატანა და გაცნობა.

- რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს? 

- მეღვინეობის შესახებ ლიტერატურის გაცნობას ,ბევრს შრომას და განვითარებას.

მარნის მისამართი: ქ.თბილისი, კოჯორი, ვაშლოვანის ქ. #8
ტელეფონი: 577 27 07 51
ელფოსტა: lasha.chavleshvili@gmail.com
ვებ/ფეისბუკ გვერდი: Chavle's Winery / მეღვინეობა ჩავლე

© ღვინის კლუბი/vinoge.com



ძალიან მიყვარხარ

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული