გიორგი ბარისაშვილი
მოკლე მიმოხილვა
გაზეთმა „მარანმა“ შარშანდელი წლის დასაწყისში თავის მკითხველს შესთავაზა ქართულ მეღვინეობაში განვლილი, 2011 წლის მიმოხილვა და შაფასება. ჩვენ კვლავაც გთავაზობთ ასეთი ჟანრის მოკლე წერილს. მოდით ერთად გადავავლოთ თვალი განვლილ 2012 წელს ქართულ მეღვინეობაში და შეძლებისდაგვარად შევაფასოდ ამ დარგისძირითადი მოვლენები. თავშივე უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც 2011, ისე 2012 წლებში, ჯერ-ჯერობით ნეგატიური მოვლენები უფრო სჭარბობს პოზიტიურებს... რა თქმა უნდა, ერთი მცირედი წერილის ჩარჩოები ყველა პრობლემას ვერ დაიტევს განსახილველად და ჩვენც,მხოლოდ იმ საკითხებზე შევჩერდებით, რომლებიც ასე თუ ისე გამორჩეულია.
UNESCO და ქვევრი
დავიწყოთ იმ მეტად მნიშვნელოვანი საკითხით, რომელიც ქვევრსა და ქვევრში ღვინის ქართულად დაყენებას ეხება. ეს საკითხი, როგორც საქართველოს არამატერიალური კულტურის ძეგლი, ნომინაციის სახით „იუნესკოშია“ წარგენილი. „იუნესკოს“ მხრიდან ქვევრში ღვინის ქართულად დაყენების ქართულ მოვლენად აღიარება მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის კულტურისათვის. ქართული მხრიდან, დაახლოებით 20 - კაციან სამუშაო ჯგუფში არაერთი სპეციალისტია ჩართული და ამიტომაც, დიდად ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება.
იშვიათი ქართული ღვინოები
ასევე მოგახსენებთ იმ საინტერესო და სასარგებლო ინიციატივაზე, რომელიც ჯიღაურის ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნულ ცენტრ - „აგროში“ წამოიწყეს შარშან. საქმე ისაა, რომ ამ ორგანიზაციის საკოლექციო ნაკვეთშითავმოყრილი ძველი ქართული ვაზის ჯიშების მოსავლიდან, დარგის სპეციალისტებმა დაიწყეს ჯიშობრივი ღვინოების დაყენება. თუკი აქამდე, იშვიათიქართული ვაზის ჯიშებიდან დაყენებული ღვინოების აღწერილობა მხოლოდ ძველი ქართული ლიტერატურიდან ვიცოდით, დღეს, დაინტერესებულ პირს საშუალება მიეცა თავად დააგემოვნოს ამგვარი იშვიათიღვინოების ხარისხი და იმსჯელოს მის პერსპექტივაზე. ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი გარკვეულწილად ხელს შეუწყობს გადაშენების პირას მყოფ ძველი ქართული ვაზის ჯიშების აღორძინებასა და თავ-თავიანთ კერებში გავრცელებას. მისასალმებელია, რომ ამ შესანიშნავი საქმის მესვეურები, ხსენებული ღვინოებით უკვე შიდა გამოფენებშიც იღებენ მონაწილეობას, სადაც ფართო საზოგადოებას ეძლევა საშუალება დააგემოვნოს იშვიათი ღვინოები. სასურველია, თუ ესღვინოები მომავალში ბოთლებშიც ჩამოისხმება.
მეღვინეობის ლიტერატურა
ქართული მეღვინეობაში ბოლო წლებში გამოცემული ლიტერატურით განებივრებული ნამდვილად არა ვართ და ამ მხრივ, აღნიშნულ სფეროში ერთგვარი „ჩავარდნაა“.თუმცა 2012 წელი მაინც არ იყო მთლად „ჩავარდნილი“ და გამოიცა რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოცემა. მოკლედ მოგახსენებთ მათ ძირითად ნაწილზე.
· პირველ რიგში უნდა აღინიშნოს გაზეთი „მარანი“ 2012 წელში გამოცემული 32 ნომრით. გაზეთი საშუალებას იძლევა შეავსოს ის სიცარიელე, რაც, როგორც აღინიშნა, ქართულ მეღვინეობას აქვსდარგობრივი გამოცემების მხრივ. ამავე დროს,გაზეთ „მარნის“ მეშვეობით საშუალება გვაქვს გავეცნოთ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობის სიახლეებსა და აქტუალურ საკითხებს. ეს ყოველივე კი უდაოდ ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის მეღვინეობის განვითარებას. გაზეთ „მარნის“ 2012 წელში გამოსულმაყოველმა გამოცემამ თავისი მისია შესანიშნავად შეასრულა და ამრიგად შევიდა გასული წლის ისტორიაში.
· გასულსავეწელს გამოიცა ქართულ მეღვინეობაში ძალზემნიშვნელოვანი და აქტუალური წიგნი – „ქართული ღვინის გზამკვლევი 2013“. გზამკვლევის პირველი გამოცემა შარშან, 2012 წელს გამოიცა. მისი შემდეგი, რიგით მეორე გამოცემა გაცილებით გაუმჯობესებული და დახვეწილია, რომელიც შესანიშნავი საჩუქარია ქართული ღვინის უცხოელი თუ ქართველი მოყვარულისათვის. მნიშვნელოვანია, რომ გამოცემა ორენოვანიადა ამიტომ იგი პრაქტიკული და გამოყენებადი იქნება უცხოეთის ღვინის გამოფენებზეც.
· დაახლოებით ასეთივეხასიათისაა 2012 წლის ილუსტრირებული გამოცემა – „საუკეთესო ქართული ღვნოებიდა სპირტიანი სასმელები“, რომელი წიგნიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას საქართველოს ღვინის ქარხნებისა, თუ ტრადიციული მარნების მიერ წარმოებული საუკეთესო ღვინოების შესახებ. ყოველ ღვინოს თან ახლავს სადეგუსტაციო კომისიის მიერ გაკეთებული შესაბამისი აღწერილობა და დასკვნა. აღსანიშნავია, რომ ხსენებული გამოცემა რიგით მეორეა, ხოლო მისი პირველი გამოცემა კი 2011 წელს გამოჩნდა წიგნის მაღაზიებში.
· თითქმის 50 წლიანი პაუზის შემდეგ განმეორებით გამოიცა ქართული მევენახეობის სფეროში, ალბათ ყველაზე მნიშვნლოვანი წიგნი – „საქართველოს ამპელოგრაფია“. გამოვიდა ორი – ქართული და ინგლისური გამოცემა. ვერაფერს ვიტყვით ინგლისური გამოცემის შესახებ, მაგრამ ქართული გამოცემის ბედი კი ჯერ-ჯერობით გაურკვეველია. წიგნი არც მაღაზიებში იყიდება და არც სასაჩუქრედ რიგდება (ერთად დაველოდოთ მოვლენების განვითარებას...).
· არ შეიძლება არ აღინიშნოს ქალბატონი ელის ფეირინგის წიგნი – „სრულქმნილი ღვინო“, რომელიც 2012 წელს ქართულად ითარგმნა და გამოიცა (ქართულ გამოცემას, რატომღაც სათაური შეცვლილი აქვს...). ამგვარი ჟანრის,ასეთი მოცულობითი წიგნი პირველია ქართულ მეღვინეობაში და იგი ნამდვილად კარგი საჩუქარია ქართველი მკითხველისათვის. წიგნი მეტად საინტერესო ინფორმაციას იძლევა ნატურალური მეღვინეობის მიმართულების შესახებ უცხოეთში.
· ასევე 2012 წლის გამოცემებში შევიდა, ბატონი თეიმურაზ ღლონტის ავტორობით, ქვევრის ფონდის მიერ გამოცემული წიგნი „ვაზი, ღვინო და პრობლემები“, რომელიც ქართული მევენახეობა-მეღვინეობის 2005 – 2012 წლების პრობლემატიკას ეხება. გამოცემა, როგორც ქართული მატიანე, მეტად საინტერესო, მნიშვნელოვანი და დროულია!
ნატურალური ღვინის აღზევება
ძალიან სასიამოვნო და მისასალმებელია თბილისში, ტაბიძის 15-ში ნატურალური ღვინის სარდაფის გახსნა. ესაა პირველი ღვინის სარდაფი საქართველოში, სადაც, მისულ სტუმარს საშუალება ეძლევა დააგემოვნოსდა ასევე შეიძინოს არაინდუსტრიული, არაქიმიური,მცირე მეწარმეთა წარმოებული სხვადასხვა ნატურალური ღვინოები, რომელთა უმეტესობა ქვევრში, ქართული მეთოდითაა დაყენებული. ღვინის სარდაფში წარმოდგენილია, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს ღვინოები, რაც იქაურობას უფრო მეტ ინტერესს სძენს.აქვე შეიძლება ოჯახური „ჭაჭის“ გასინჯვაც. აღსანიშნავია ღვინის სარდაფის მესვეურების ინიციატივა ნატურალური ღვინის პოპულარიზაციის საქმეში, რაც გამოიხატება ამგვარი ღვინის მწარმოებლების გამოვლენასა და მათ ხელშეწყობაში. ამ მხრივ მათ უკვე არაერთი ნაბიჯი გადადგეს.
სასურველია, თუ ნატურალური ღვინის სარდაფში გარკვეული რეგულარულობით გაიმართება შემეცნებითი ხასიათის შეხვედრები, დარგობრივი ლიტერატურისა თუ ახალი ღვინოების პრეზენტაციები და დეგუსტაციები, რაც აქაურობას უფრო ცნობადს გახდის.
მეღვინეობის ამავე მიმართულების პოპულარიზაციასვე ემსახურებოდა გასულ წლის გაზაფხულზე ლონდონში ჩატარებული ნატურალური ღვინის გამოფენაც, რომელშიც ქართველმა მცირე მეწარმეებმაც მიიღეს მონაწილეობა. გამოფენა ცნობილი ღვინოთმცოდნის – იზაბელ ლეჟერონის ორგანიზებული იყო. ჩვენი აზრით ეს გამოფენა მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო და ქართული მხარე ნამდვილად ღირსეულად წარსდგამასზე. ამ გამოფენას,ამის შემდეგრეგულარული ხასიათი ექნება და სასურველია, თუ ქართული მხარე და კონკრეტულად კი ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი, იზრუნებს ქართული ტრადიციული მევენახეობა-მეღვინეობის შესახებინგლისურენოვან მასალაზე. უნდა ითქვას, რომ ამგვარი მასალების დიდ დეფიციტს განვიცდით და ეს პრობლემა პირველ რიგშია მოსაგვარებელი. ხსენებული მასალები,იქნება ეს ბუკლეტი, წიგნი, ბროშურა თუ პლაკატი,გაცილებით ეფექტურია და უფრო მეტ საქმეს აკეთებს, ვიდრე ამგვარგამოფენებზე,ვითომდა ქართული მხარის მხარდასაჭერად სამთავრობოდელეგაციების ჩამობრძანებასაქართველოდან, რაც უმეტეს შემთხვევაში ყოვლად უშედეგოა და სხვათა შორის ძალიან ძვირიც...
კიდევ ორი მნიშვნელოვანი მოვლენა ქართული მეღვინეობის სეფროში, ეს იყო – „ახალი ღვინის ფესტივალი 2012“ და ახლად დაარსებული რადიოგადაცემა „ღვინის გზამკვლევი“. ფესტივალი უკვემესამედ ჩატარდა და შეიძლება ითქვას, რომიგი უკვე ტრადიციადჩამოყალიბდა.ამ ღონისძიებაში ათასობით ადამიანი ღებულობს მონაწილეობას. ფესტივალში მონაწილეობა ძალიან დიდი სტიმულია დამწყები, მცირე მარნების მფლობელი მეღვინეებისათვის. ეს გარემოება ნამდვილად იგრძნობოდა გასულ წელს ჩატარებულ ფესტივალზე, რომლის დროსაც განსაკუთრებული სიმრავლე, სწორედ ოჯახური მარნების მხრიდან შეიმჩნეოდა.
რაც შეეხება ყოველკვირეულ რადიოგადაცემა „ღვინის გზამკვლევს“, იგი შემეცნებითი ხასიათისაა და რაც მნიშვნელოვანია, ამგვარი გადაცემა პირველია საქართველოს მეღვინეობის ისტორიაში. თითქმის ყოველი ახალი გადაცემის დროს სტუდიაში მიწვეულია სტუმარი, რომელთან ერთადაც მევენახეობა-მეღვინეობაში მეტნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება. რადიოგადაცემის შექმნა ნამდვილად აღსანიშნავი მოვლენაა, რომელიც უდაოდ ემსახურებასაქართველოს მეღვინეობის პოპულარიზაციასა დაამ დარგში ცნობიერების ამაღლებას.
2012 წელი კიდევ იმით იყო გამორჩეული, რომ ამ წელს უფრო მეტად გახდა აქტუალური ქვევრი და ქვევრში ღვინის ქართულად დაყენების საკითხი. გასულ წელს არაერთი ტელე, თუ რადიო გადაცემა მიეძღვნა ამ თემას. აღნიშნული საკითხისულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება უცხოეთშიც, სადაც ქვევრი და ქვევრის ღვინო საკმაოდ ინტენსიურად იკიდებს ფეხს. საქართველოდან არაერთი ქვევრი გადის საზღვარგარეთ, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. თუმცა ზოგიერთი უცხოელი მეღვინე, რომელიც ღვინოს ქართულ ქვევრში აყენებს, სპეციალურად ამახინჯებს ქვევრის სახელსდასაკუთარი ღვინის ბოთლისეტიკეტზე ქვევრის ნაცვლად წერს„ამფორას“. უამრავჯერ გვიქვამს, და ყველას გასაგონად კვლავაც გავიმეორებთ, რომქვევრის მაგივრად ტერმინ „ამფორას“ გამოყენება უხეში შეცდომაა, ხოლო ვინც ქვევრსა და ამფორას შორის განსხავებას ვერ ხედავს, იგი უვიცია!აქვე ვახსენებთ ტერმინ ქვევრის დაწერილობის ტრანსლიტერაციის საკითხსაც, რაც რიგ შემთხვევებში საქართველოშივე ირღვევა.ეს საკითხი სასწრაფო მოგვარებას მოითხოვს!ტერმინ ქვევრის დაწერილობის ტრანსლიტერაციის საკითხისშესახებ ჩვენ,გაზეთ „მარნის“ შემდეგ ნიმრებში მოგახსენებთ ჩვენსავე ვრცელს აზრს.
კახეთის სტიქიადა ბორბლიანი მიკროზონები...
2012 წელი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წელი აღმოჩნდა კახეთისათვის, კონკრეტულადკითელავისა და გურჯაანის სოფლების მევენახეებისათვის. ასეულობით მევენახეს, თავს დამტყდარმა სეტყვამ და ქარიშხალმა ყურძნის მთელს მოსავალზე ააღებინახელი.ზარალმა, სტიქიის ზონის უმეტეს ადგილებში 100% მიაღწია(საუბარია ყურძნის მოსავლის 100%-იან ზარალზე). ასეთი გამძვინვარებული სტიქია ადგილობრივი მოსახლეობის უხუცეს წარმომადგენლებსაც კი არ ახსოვთ.
ამ ყველაფერმა გამოიწვია ღვინის ქარხნებში რქაწითელისა და კახური მწვანისდიდი დეფიციტი, ხოლო ისეთი ცნობილი სამარკო ღვინო, როგირიცა, მაგალითად „წინანდალი“, 2013 წელს,სამწუხაროდ ვერ ჩამოისხმება, რადგან წინანდლის მიკროზონაში ყურძნის მოსავალი მთლიანად განადგურდა. თუმცა ზოგიერთიღვინის ქარხნის მფლობელმა დროზე აუღო ალღო შექმნილ კრიზისულ სიტუაციას დაგამოვიდაბრწყინვალეინიციატივით, რომ წინანდლის მიკროზონა „ბორბლებზე შეედგათ“ და თავს დატეხილი სტიქიის გამო იგი, მაგალითად ყვარელში,ან თუნდაც ახმეტაში გადაეგორებინათ. “რა მოხდა მერე? ძალიან არ გაიგონ უკრაინაში და ყაზახეთში ეს ყველაფერიო”. წარმოიდგინეთ, რომ საქმე კინაღამ განხილვის სერიოზულ საგნადაც კი იქცა. ხედავთ სადამდე შეიძლება მივიდეს ტვინნაღრძობ ადამიანთა ფანტაზია?
დიდებული აზრია! ამიერიდან, თუკი, მაგალითად ქინძმარაულის მიკროზონაში სეტყვა მოვა და მოსავალი განადგურდება, აქვე არ არის, საგარეჯო? ანკი აქამდე რატომ არავის მოუვიდა თავში ასეთიუნიკალური აზრი?
ე.წ. „სუბსიდია“
ქართულ მევენახეობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, ესაა წლების წინ ჩიხში შესული ისრთულიმდგომარეობა, საიდანაც ვერა და ვერ გამოვედით. სუბსიდირება, რომელსაც ჩვენი მთავრობა მიმართავს, იგივეა, რაც „სირაქლემას ინსტინქტი“და ეს მეთოდი პრობლემას უფრო მეტად აღრმავებს,არათუ პირიქით. თუ ჩვენი მთავრობა ამ საკითხის მოგვარებას შეეცდება, მაშინ პირველ რიგში სუბსიდირებას საერთოდ უნდა შეეშვას(რომელ პროგრამაშიც, რატომღაც მხოლოდ კახელი მევენახეები არიან ჩართულები). ქართულიმევენახეობა საკმაოდრთულვითარებაშიადა აქედან გამოსვლაამ სფეროსსუბსიდირებითნამდვილადვერ მოხერხდება. ვისაც ამ საკითხის მოგვარება ევალება,კეთილიუნდაინებოს და ან თავად მოიფიქროს და მოძებნოს გამოსავალი, ან ამ საქმეში კომპეტენტურ ადამიანებს დაუჯეროს. ერთი კია, რომ უკვე წლებია, პრობლემა პრობლემადვე რჩება და ამ საქმიდან გამოსავალსა და პრობლემის მოგვარებას ბოლო არ უჩანს. უფრო მეტიც, მავანი იმდენად შეეგუა ამ ყველაფერს, რომ სპეციალური სამსახურებიც კი ჩამოყალიბდა თავისი შტატებითა და მთელი რიგი ბიუროკრატიული მექანიზმებით. როგორც სჩანს, ეს ყველაფერი მავანს ხელსაც კიაძლევს, თორემ ამ პრობლემისმოგვარებას, მაქსიმუმ ორი წელიდასჭირდებოდაიმ თანხებისა და დანახარჯებისდაახლოებით მეათედითაც კი,რაც აქამდეადახარჯული... ყველაზე ცუდი კი ამ ყოველივეში ისაა, რომ ხსენებული პრობლემის გადასაჭრელად არ არსებობს არც გეგმა და არც მიზანი. ხოლო თუკი არ არსებობს მიზანი, მაშინ არც ამ მიზანთან მისასვლელი გზა იარსებებს.
ყურძნის ბაზრობა თბილისში
კარგი იქნება თუ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი,თბილისის მერიასთან ერთად,დედაქალაქშიგამოყოფს შესაბამისადგილს, სადაცტრადიციადდამკვიდრდება ყურძნისყოველწლიურიბაზრობის გამართვა, რომელ ბაზრობაზეც რეგიონისმევენახეები თავიანთ ყურძენს ჩამოიტანენ გასაყიდად. ამგვარი ადგილები დღეს-დღეობით რამდენიმეც კია, მაგრამ არც ბაზრობის ადგილია მართებულად შერჩეული და არც შესაბამისიპირობებია ასეთ ადგილებთან.თავად განსაჯეთ, ამგვარ ბაზრობებზე არ არსებობს, მაგალითად ხელსაბანი, საპირფარეშო, წყალგაყვანილობა და აქედან გამომდინარეამ ადგილებშისრული ანტისანიტარიაა. ყურძნის ბაზრობა ერთხელ და სამუდამოდ, ერთ ადგილზე უნდა დამკვიდრდეს დედაქალაქსა თუ მის გარეუბანში. მას უნდა გააჩნდეს დიდი ტერიტორიადა ავტოსადგომი. სასურველია, თუ ასეთი ადგილი იქნებაგადახურვის ქვეშ.ბაზრობისადგილი უნდა იყოს კეთილმოწყობილი, უნდა გააჩნდეს: საპირფარეშო, ღამის განათება, მაღაზია, სადაც გაიყიდება მევენახეობა-მეღვინეობის ინვენტარი(ყურძნის წნეხი, კლერტსაცლელი, საჭყლეტი, რეფრაქტომეტრი, სეკატორი და სხვ.), თანაც მუდმივად,და არა სეზონურად. აქვე უნდა იყიდებოდეს საღვინე ჭურჭელი, ყურძნის დასაკრეფი ყუთებიდა რაცძალზემნიშვნელოვანია–მევენახეობა-მეღვინეობისლიტერატურა. სასურველია, თუ ამავე ადგილზე სეზონურად იმუშავებს ლაბორატორიაც, სადაც მოხდება ყურძნის მჟავიანობისა და შაქრიანობის დადგენა. ეს ყველაფერი აუცილებელია და ეს საქმე, როგორც ითქვა,ვაზისა და ღვინის დეპარტამენტმა უნდა ითავოს, რომელიორგანიზაციაცეს ესაა იწყებს დაკომპლექტებას (იმედი ვიქონიოთ, რომ ვაზისადა ღვინისდეპარტამენტი კომპეტენტური კადრებით დაკომპლექტდება.)
საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში, როგორც ავღნიშნეთ,ჯერ-ჯერობით უფრო მეტადპრობლემები ჭარბობს, თუმცა მათ აღმოსაფხვრელად არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადაიდგა და იდგმება ამჟამადაც. იმედით დაველოდოთ 2013 წელს და მის მოსავალს. მანამდე კი 2012 წლის მოსავალის დაჭაშნიკება გველოდება ახალი ღვინის ფესტივალზე.
წარმატებას ვუსურვებთ ყველას, ვინც ქართული ვაზისა და ღვინის ღირსებას იცავს.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი