Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მეღვინეობის ნარჩენებს ახლებურად გადაამუშავებენ

მეღვინეობის ნარჩენები, რომლებსაც ადრე უბრალოდ ყრიდნენ, ამიერიდან გადამუშავდება და ბევრ სასარგებლო საქმეში გამოიყენება. მელბურნის ტექნოლოგიური უნივერისტეტის ასპირანტმა ავინაშ კარპემ წამოაყენა წინადადება, მეღვინეობის ნარჩენების გადამუშავება სოკოს დახმარებით მოხდეს. სოკო ნარჩენებს ეთანოლად გარდაქმნის, რის შემდეგაც ის ბიოსაწვავად ან წამლების დასამზადებლად შეიძლება გამოიყენონ. ცნობილია, რომ სხვადასხვა ტიპის სოკო, გამოყოფს რა ფერმენტებს, შლის ნაგავს, - აცხადება კარპი. ეს ფერმენტები ნარჩენებს ხსნად შაქრად აქცევენ, რომლის გამოყენებაც სხვადასხვა პროდუქტის წარმოებისთვის შეიძლება. ნარჩენების გადასამუშავებლად მეცნიერმა 4 სახეობის სოკოს ,,კოქტეილი" გამოიყენა, რის შედეგადაც ორგანული მასა სასარგებლო კომპონენტებად დაიშალა. ცნობილია, რომ ავსტრალია ღვინის წარმოების მხრივ მეექვსე ადგილს იკავებს მსოფლიოში. ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 1,75 მილიონ ტონა ყურძენს გადაამუშავებს და შესაბამისად, მეღვინეობის ნარჩენებიც ბევრია. სოფლის მეურნეობის სხვა ნარჩენებისგან განსხვავებით, ის არ გამოიყენება არც პირუტყვის საკვებად და არც სასუქად, მხოლოდ ტოქსიკურ ნაგვად იქცევა. ნარჩენების გადამუშავების ეს მეთოდი, შესაძლებელია, საწარმოო მასშტაბებით იქნას გამოყენებული და სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალოს.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული