Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გადასახადები და ალკოჰოლი

დიდი ბრიტანეთი გადასახადებს ზრდის ლუდზე, ღვინოზე, სიდრსა და მაგარ სასმელებზე. ეს ღონისძიება ხაზინაშიდამატებითი სახსრების მოსაზიდად არის მიმართული და, ამასთანავე, ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ საბრძოლველადდა მოსახლეობის  ჯანმრთელობის დაცვაზე ზრუნვას ისახავს მიზნად.

გაერთიანებული სამეფოს ხაზინის კანცლერის, ალისტერ დარლინგის, განცხადებით, 1 პინტი ლუდის ფასი გაიზრდება 4 პენსით, ხოლო ერთი ბოთლი ღვინისა - 14 პენსით. 1 ლიტრი სიდრის ფასი 3 პენსით, ხოლო მაგარი სასმელისა კი 55 პენსით. ეს კანონპროექტი ძალაში შევიდა 17 მარტიდან.

ბოლოდროინდელი მონაცემებით, ბრიტანეთის ეკონომიკაში პროგრესი არ შეინიშნება, ამ წელს კი მოსალოდნელია გაუარესება. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ალკოჰოლიან სასმელებზე ფასების გაზრდა ხაზინას დამატებით 1,53 მილიარდი ფუნტის მოგებას მოუტანს უახლოეს სამ წელიწადში.

ახალმა კანონმა ალკოჰოლური სასმელების მეწარმეთა აღშფოთება გამოიწვია. შოტლანდიური ვისკის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ 1 ბოთლი სკოჩის ღირებულების 75%-ს გადასახადები შეადგენს.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ შესაძლოა ხელისუფლებამ სიდრის გადასახადები ლუდისას გაუტოლოს, ისევე, როგორც ეს ირლანდიაში მოხდა. ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა კანონმდებელმა ალან მოლმა უკვე მიმართა პეტიციით პარლამენტს სიდრზე სამმაგი გადასახადის შემოღების თაობაზე.

2007 წლისათვის ბრიტანეთში ლუდის გაყიდვა შემცირდა 4%-ით. ფიქრობენ, რომ მთავარი მიზეზი ამ შემცირებისა საზოგადოებრივ ადგილებში მოწევის აკრძალვა გახდა. ბრიტანეთის ლუდის წარმოებისა და გაყიდვების ასოციაციაში (The British Beer & Pub Association) აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებაში ლეიბორისტული პარტიის მოსვლისთანავე  გადასახადები ლუდზე 27%-ით გაიზარდა, ხოლო მოხმარება 11%-ით შემცირდა. ამგვარი საგადასახდო პოლიტიკა უფრო აღრმავებს ალკოჰოლიზმს მოსახლეობაში, რადგან ბარებისა და პაბების ნაცვლად, ისინი ლუდს ყიდულობენ სუპერმარკეტებში, სადაც დამატებითი გადასახადი არ ერიცხებათ.

წამყვანი სუპერმარკეტების ქსელი "ტესკო" (Tesco) მზად არის ხელი შეუწყოს დიალოგის გამართვას ალკოჰოლური სასმელების ფასების კონტროლზე.

ალტერნატიული წინადადებით გამოდის ოპოზიციური კონსერვატორული პარტია: მეტად დაიბეგროს ის სასმელები, რომელსაც თინეიჯერები ეტანებიან, დაბალალკოჰოლიან სასმელებზე კი გადასახადები შემცირდეს.

 

© „მარანი“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.