Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჭალის ვენახი – რთველი რაჭაში

მთხრ. ევგენი (გეგნა) კიკვიძე, 76 წ. (სოფ.ქვედა შავრა, 18. VII. 1935წ.)

ყურძნის მოკრეფა-რთველი. აგვისტოს დამლევიდან ქვემო რაჭაში ყურძენი სიმწიფეში შედის. სექტემბრის ბოლოდან დაიწყება ყურძნის კრეფა. ყურძნის კრეფას, ჭურ-მარნების შემზადებას, მოწურვას ყურძნისას - ყველაფერს ამას რთველს უწოდებენ.

ვისაც შორს ჰქონია ვენახი, მარანი აუშენებია თვით ვენახში, მაგრამ ამ მარანში მხოლოდ ყურძნის მოსაწურავი მოწყობილობაა: აქ ჭურები არ არის. რიონის ნაპირას ყანებს ჭალებს ეძახიან და ამის გამო ვენახსაც - ჭალის ვენახს. ჭალის ვენახში კიდევ ბევრგან შევხვდებით ეხლა წნელისგან მოღობილ, კოროლით დახურულ მარანს. ჩვეულებრივად ასეთ მარნებში გამართულია ღვინის საწურავი ხორგოები და წბერი (საწნეხი). ხორგოზე და წბერზე ცალკე შევჩერდებით.

მარანი ეზოშიც არის ზოგან გამართული, მაგრამ უმეტესად ხორგო სახლის გვერდზეა, წბერი ყველას არა აქვს და ჭურ-ქვევრები ტალავერქვეშაა დამარხული მიწაში.

რთველზე იციან უკვე ჩვენ მიერ მოხსენებული "მეშველი". უმეტესად ქალები შეადგენს მეშველს, რადგან აქ ყურძნის კრეფა ქალების საქმეთაა მიჩნეული. ყურძნის კრეფა მზის ამოსვლის შემდეგაა მიღებული წესად. გამოცდილ ხალხს ესმის ამ წესის მნიშვნელობა. იმდენად დაინტერესებული ყოფილან ღვინის სიწმინდით, რომ ცვარსაც კი გაფთხილებიან, რომ მზის ამოსვლამდე ცვარი აქვს ყურძენს და თუ ცვარი გაჰყვება საწნახელში, ღვინოზე იმოქმედებს.

სუსტყუნწიან, ანუ როგორც აქ უწოდებენ, სუსტ კინწიან მტევანს ხელით მოწყვეტენ, ხოლო მაგარყუნწიან ყურძენს  პატარა დანით აცლიან. მტევნებს კალათაში ალაგებენ და კალათებიდან გადააქვთ გიდლებში და კოდებში. გიდლებით და კოდებით ეზიდებიან და თუ ვენახშივეა მარანი, იქ ხორგოებში ყრიან ყურძენს. ვისაც მარანი არა აქვს ვენახში ჩარჭილით (პატარა ხორგოსავით) ეზიდება ყურძენს სახლში. ჩარჭილაში გადასცლიან გიდლებს და კოდებს და მოსტენიან. ჩარჭილაში რვა-ათი ფუთი ღვინო გამოდის. ჩარჭილი იდგმება ურემზე. სანამ ჩარჭილიანი ურემი დაბრუნდება, ყოველი "გზობისათვის" კოდებში აგროვებენ ყურძენს, თუ ღვინის გაყენება არ უნდათ ჭურ-ქვევრებს ადრე გარეცხენ.

მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტორიისათვის, ტომი IV, ნაწილი III თბილისი, მეცნიერება, 1989.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.