Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ეროვნული სააგენტო ქართველ მეღვინეებს ახალ პროექტებს სთავაზობს

ღვინის ეროვნული სააგენტო 2022 წელს, დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის, კომპანია SWIRL WINE GROUP-თან თანამშრომლობას განაგრძობს. მიმდინარე წელს ადგილობრივი კომერციული პირებისა და პრესის წარმომადგენლებისთვის დაგეგმილია 3 ვირტუალური მასტერკლასი და დეგუსტაცია, ქალაქ ლონდონსა და მანჩესტერში. ასევე, სარა ებოტი სოციალურ ქსელსა და პრესაში მის მიერ არჩეულ ქართული ღვინის ნიმუშებს შეაფასებს. დაგეგმილ დეგუსტაციებსა და მასტერკლასებში მონაწილეობის მიღება როგორც ბრიტანულ ბაზარზე უკვე მყოფ, ასევე ექსპორტის სურვილის მქონე კომპანიებსაც შეუძლიათ. შერჩეული კომპანიებიდან 43-ის პროდუქტი უკვე იყიდება ბრიტანეთის ბაზარზე, ხოლო 54 ისეთი კომპანია იქნება, რომლებიც იმპორტიორებს ეძებენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა 2022 წლის სტრატეგიულ ბაზრებზე განსახორციელებელი აქტივობების გეგმა შეიმუშავა. მასში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის დამკვიდრებისთვის ხელშეწყობაა. თავად გერმანიის ალკოჰოლური სასმელების ბაზარი საკმაოდ მრავალფეროვანია, სადაც როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე იმპორტირებულ პროდუქციასაც ვხვდებით.

ქართული ღვინის გერმანიის ბაზარზე დამკვიდრებისთვის, ღვინის ეროვნული სააგენტო და მარკეტინგული კომპანია ff.k კონკურსის ფორმატის დეგუსტაციის ჩატარებას გეგმავენ, ღვინის სფეროს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გამოცემა WEIN+MARKT ერთად. კონკურსი-დეგუსტაცია დაგეგმილია 2022 წლის გაზაფხულზე, მასში 100 კომპანიის ღვინო მიიღებს მონაწილეობას. შედეგად, 50 საუკეთესო ქართული ღვინო გამოვლინდება, რომელთა შესახებაც WEIN-MARKT.-ში სტატიები დაიწერება. გერმანული ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წარდგენილი ღვინოები მაღალი ხარისხის იყოს.

© საქართველოს ღვინის კლუბი

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული