Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

უძველესი ვაზის ჯიშები კვიპროსიდან

7 წლის წინ დანიელ ანასტასისმა, Santa Irene-ს მარნის ხელმძღვანელმა და მისმა მეღვინემ მათ გვერდით, მიტოვებულ ვენახში 135 და 150 წლის წინანდელი ვაზები აღმოაჩინეს. მათი უმეტესი ნაწილი mavro ambelisimo იყო, დანარჩენი კი xinisteri, კვიპროსზე ყველაზე გავრცელებული ორი ვაზის ჯიში. მათ ვენახებს Vinea ardua დაარქვეს. BKWine Magazine’ს ღვინის მწერალი მეთიუ სტოველი მათ ღვინოებსა და ასაკოვან ვაზებზე საუბრობს. 

მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ძველი ვაზის ჯიშები არის მარიბორში, სლოვენიაში, იქ ღვინო მაინც ზამეტოვკას ყურძნისგან იწურება. ასაკოვან ვაზებს აღმოაჩენთ ლოდში, კალიფორნიაში (70წლის), საფრანგეთში (300-400 წლის), ბაროსა ველში (177 წლის შირაზი და გრენაში), სამხრეთ აფრიკაში (120წ.) და სანტორინში, სადაც ასიტრიკოს ჯიში 400 წლამდე ხარობს. ისიც უნდა ითქვას, რომ ძველ, “მცხოვან” ვაზებს რთულად თუ ერევა კლიმატური ცვლილებები, როგორიცაა გვალვა, სეტყვა ან თავსხმა წვიმა. წლების განმავლობაში ყურძნის ხარისხიც უფრო და უფრო სტაბილური ხდება. მეღვინეების მთავარი საზრუნავი მოსავლის აღებისას ყურძნის სიმწიფე და ტანინების დონეა, განსაკუთრებით წითელი ღვინოებისთვის. მოუმწიფებელ ტანინებიან ღვინოს მწარე გემო დაჰკრავს, თუმცა ეს აღარ არის პრობლემა ასაკოვან ვაზის ჯიშებში, რადგანაც მათი ტანინები სიმწიფისას უფრო სტაბილურია და ასევე მათგან დაწურულ ღვინოებს კარგად დაძველების უფრო დიდი პოტენციალიც აქვთ.

ძველი ვაზის ჯიშები უმეტესად უფრო უკეთეს ღვინოს იძლევა ხოლმე, თუმცა შეიძლება კონკრეტული ჯიშის ვაზები “მოდიდან გადავიდეს” (Petite sirah, trousseau, tannat, claverie). კვიპროსში საქმე ცოტა სხვანაირადაა, იქ, ძირითადად, სულ ძირძველი, ასაკოვანი ვაზები ხარობს. Mavro amnbelisimo 5000-6000 წელია კიდევ აქტუალურია, და თუ ძველი ვაზი ცუდადაა დარგული (არასწორი ტიპის ნიადაგი ან არათანაბარი დაშორებაა), მაშინ, დიდი ალბათობით, ვერ მივიღებთ ხარისხიან ღვინოს. ძველი ვაზის ერთადერთი “მინუსი” არის ის, რომ ბევრად ნაკლებ ნაყოფს იღებს, ვიდრე ახალგაზრდა ვაზი, მაგალითად, სანტა ირენეს “მცხოვანი” ვაზი ჰექტარზე მხოლოდ 2,5 ტონა ყურძენს იძლევა მაშინ, როცა საშუალო 20-40 ტონაა. 

სანტა ირენეს Vinea Ardua მაღალმთიან, მკვეთრად დახრილ 20 ჰექტარზეა გაშენებული. დანიელი და მისი მევენახეები 2018 წლიდან ცდილობენ, რომ ოფიციალურად ორგანული ღვინოები აწარმოონ. ამ ფერდობებზე არაა ისეთი კლიმატი, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ნიადაგზე და იმის გამო, რომ მიწაზე ძირითადად სულ არის დილის ნამი, მორწყვის საჭიროებაც იმდენად არაა.

რაც შეეხება ღვინოებს, xinisteri, როგორც ავტორი წერს, ძალიან მდიდარი, კომპლექსური და ღრმა ღვინოა, ოქროსფერი  შეფერილობის. ხასიათდება სასიამოვნო დაბოლოებითა და ტექსტურით. Aeoneo mavro კი ძალიან მაღალი, პრემიუმ ხარისხის ღვინოა, რომელიც ხშირად იყიდება საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში: “Aeoneo-ს გასინჯვისას თავს ძალიან ამაღლებულად იგრძნობთ. ვერც კი დაიჯერებთ, რომ მიტოვებული ყურძნისგანაა დაწურული. ღვინოს სულ თან დაჰყვება გასაოცარი ენერგია და ის გემოვნური თვისებები, რომლებიც, როგორც წესი, გვხვდება ხოლმე პრესტიჟულ კაბერნე სოვინიონებში, მაღალი ხარისხის შირაზსა ან ძველი სტილის მერლოში, ისევე, როგორც პეტრუსში. ის შეგიძლიათ მიირთვათ ყველაფრის გარეშე, თუმცა უხდება ცხიმიან ყველსა და გამომცხვარ, “ხრაშუნა” პურს” - წერს ავტორი. სტატიას სრულად შეგიძლიათ BKWine magazine-ის გვერდზე გაეცნოთ. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული