Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

აზიური სასმელების გაერთიანება უკრაინის მხარდასაჭერად

იაპონიასა და ჰონგ-კონგში ალკოჰოლური სასმელების კომპანიები უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებულებს აქტიურად უჭერენ მხარს. მაგალითად, ერთმა იაპონურმა ლუდის მწარმოებელმა კომპანიამ სპეციალური ბოთლები გამოუშვა, რომელზეც უკრაინაში ომის საწინააღმდეგო პოზიციაა დაფიქსირებული, მათი გაყიდვიდან შემოსული თანხა კი დასახმარებელ ფონდებში გადაირიცხება. კომპანია კიდევ აპირებს ამის გაგრძელებას, რადგან მოთხოვნაც საკმაოდ მაღალია. კიდევ ერთმა იაპონურმა კომპანიამ Suntory Group საქველმოქმედო ფონდში უკვე $600 000 გადარიცხა.

Wolfgang’s Steakhouse იაპონიაში არსებულ ხუთ მაღაზიაში უკრაინული ღვინის საქველმოქმედო მიზნით გაყიდვას სთავაზობს მწარმოებლებს. შემოსული თანხა კი უკრაინის საკვების ფონდში გადაირიცხება. შეთავაზებულ პროგრამაში ორი უკრაინული ღვინო იქნება წარმოდგენილი - Stakhovsky Wines Ace Merlot 2019 და Prince Trubetskoy Winery-ს მიერ წარმოებული Naddnipryanske.

მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ-კონგის კომპანიები პანდემიის გამო ჯერ კიდევ  მძიმე რეგულაციების ქვეშ არიან, ცნობილი ბარი The Old Man-მა საქველმოქმედო გაყიდვების პროგრამა წამოიწყო, რითაც უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების მობილიზებაში მონაწილეობენ. კიდევ ორ ბართან, Hew Foods და Henri Gin-თან ერთად, ისინი ორ ახალ პროდუქტს ამატებენ, რომელთა გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის 100% ჰუმანიტარული მიზნებისთვის  გადაირიცხება.

უკრაინელთა დასახმარებლად სხვადასხვა აქტივობებს აწყობენ კალიფორნიის ნაპას ველის მეღვინეები. მაგალითად, მეღვინეობა Patland Estate Vineyards შემოსავლის 30%-ს უკრაინელთა დასახმარებლად გადარიცხავს. ღვინის ქარხნის გენერალური მენეჯერის მშობლები უკრაინაში დაბადებულები არიან, რომლებიც ამერიკაში ემიგრაციაში წავიდნენ. როგორც თავად ამბობს, ახლობლების ნაწილი ისევ უკრაინაში ცხოვრობს და მოვლენები მისთვის განსაკუთრებით ემოციურია.

მის წამოწყებას გამოხმაურება მალევე მოჰყვა, ონლაინ გაყიდვები განცხადების გაკეთებისთანავე გაიზარდა, იღებენ არაერთ მხარდასაჭერ ზარსა თუ ელექტრონულ წერილს.

კიდევ ერთი მეღვინე ჰელენ კეპლინგერი კი იმ ლიეტუვურ არაკომერციულ ორგანიზაციას ეხმარება, რომელიც უკრაინის ომის დროს დაობლებულ ბავშვებზე ზრუნავს.

Honig Vineyard მარტის სადეგუსტაციო შემოსავლის 50%-ს უკრაინის კრიზისის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ურიცხავს. ისინი მეზობელ მევენახეებს კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდებენ, ხოლო მომხმარებელს ღვინის შეძენისას დამატებით უკრაინისთვის შემოწირულების გაკეთებას სთავაზობენ.

უკრაინას კალიფორნიის შტატის რესტორნებიც ეხმანებიან. ამისთვის ისინი Airnb-ს იყენებენ - სხვადასხვა სასტუმროსა თუ რესტორნის დაჯავშნის გზით. ისინი ასევე გაცილებით მეტ უკრაინულ პროდუქტს ყიდულობენ. რესტორნების მეპატრონეები რუსული პროდუქციის შეძენაზე უარს ამბობენ, ხოლო უკვე ნაყიდ არაყს დასახელებებს უცვლიან და მათი გაყიდვით მიღებულ შემოსავალს უკრაინული წითელი ჯვრისა თუ სხვა საქველმოქმედო ანგარიშებზე რიცხავენ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული