Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სოლომონ სვანიძე, მარანი „ტრადიციული“, მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (52)

როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

ჩვენი მარანი 2015 წელს დაარსდა. მიზეზი კი  ღვინის სიყვარული და ამ სფეროში წვლილის შეტანის სურვილი გახლდათ.

ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

  ქისი, ხიხვი, საფერავი.

რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

ამ ეტაპზე ვაწარმოებთ ორგანულ ქვევრის ღვინოებს.

გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

 პირველად „8000 მოსავალში“ დავიწყეთ გაყიდვა, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიჩინა ახალდაარსებული მარნების მიმართ.

გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

  შვეიცარია, იტალია, უკრაინა.

რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

ყოველდღიურად ჩვენი გუნდი ახალ სირთულეებს აწყდება, თუმცა მონდომების საფუძველზე ვახერხებთ სირთულეების დაძლევას. ეს ყოველივე გვაძლევს საშუალებას მივიღოთ გამოცდილება და დავხვეწოთ ჩვენი პროდუქტის ხარისხი.

თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყურადღება უნდა მიექცეს ქართული პროდუქტის წარმოებას და ღვინის კომპანიებმა მეტწილად შესთავაზონ ქართული ტრადიციული წესით დაყენებული ღვინო მომხმარებელს, რათა მოხდეს ქართული ღვინის პოპულარიზაცია.

რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

აკეთონ საქმე მთელი მონდომებით და დაიხარჯონ ბოლომდე, რადგან, ხომ იცით, როგორი გულითაც დააყენებ ღვინოს, ისეთი გამოვა.

მარნის დასახელება: ტრადიციული

მარნის მისამართი: კახეთი, სიღნაღი

ტელეფონი: +995 591 068 477

ელფოსტა: info@traditsiuli.ge

ვებგვერდი: traditsiuli.ge

ფეისბუკ გვერდი: https://www.facebook.com/Traditsiuli/

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული