Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ძველი სკანდინავიელების „გროგს“ სიცოცხლე დაუბრუნეს

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ძველი სკანდინავიელები გროგის მსგავს სასმელს სვამდნენ და ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ ათასწლეულში ღვინის დიდი მოყვარულები იყვნენ. პენსილვანიის უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და ანთროპოლოგიის მუზეუმის თანამშრომლებმა შვედეთსა და დანიაში აღმოჩენილი ორგანული ნარჩენები შეისწავლეს. მათ დანიაში მეომართა და ქურუმთა სამი სამარხი გამოიკვლიეს, შვედეთში კი, ბალტიის ზღვაში მდებარე კუნძულ გოტლანდს ეწვივნენ.

საბოლოოდ, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სასმელს, რომელიც ძალიან წააგავს თანამედროვე გროგს, სკანდინავიელები ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ ათასწლეულში ამზადებდნენ. ქიმიურმა ანალიზმა ცხადყო, რომ ძველებული “გროგი” შემდეგი ინგრედიენტებისაგან შედგებოდა: თაფლი, მოცვი, შტოში, ღვია, ფარსმანდუკი, არყის ხის ფისი, ხორბალი, ქერი, ჭვავი და სხვ.

როგორც ირკვევა, “ძველი გროგის” ტექნოლოგიაში ძირითადი პროცესი იყო თაფლის, კენკროვნებისა და მარცვლეულის დუღილი. მიღებულ სასმელს კი სკანდინავიელები არა მხოლოდ თრობისათვის, არამედ სამკურნალოდაც იყენებდნენ.  

კვლევის ხელმძღვანელის, დოქტორ პატრიკ მაკგოვერნის თქმით, ძველი გროგის მსგავს სასმელს სკანდინავიელი ფერმერები დღესაც ამზადებენ. ამერიკელი მეცნიერის დახმარებით კი ლუდსახარშმა Dogfish Head Craft Brew ხელახლა დაამზადა ეს სასმელი.

ქიმიური ანალიზის წყალობით მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ სკანდინავიელები არ იყვნენ ბარბაროსები, რომლებიც მხოლოდ გროგს სვამდნენ. მათ უკვე ბევრი რამ იცოდნენ ღვინის შესახებ, რომელსაც სამხრეთ და ცენტრალური ევროპიდან ეზიდებოდნენ.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.