Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კომბოსტო და ბეკონი ლეღვით

კომბოსტო ყველაზე გემრიელი მაშინაა, როცა გრილ ამინდში იზრდება (მეტიც, მზარეულთა ნაწილი ფიქრობს, რომ საუკეთესო კომბოსტო ყინვაგამოვლილი უნდა იყოს). ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ის შემოდგომის სიმბოლოდ აღიქმება. ბოლო წლებში კი მისი მომზადების ერთი ტენდენცია დამკვიდრდა: ჩვენ მას მაღაზიებში ნებისმიერ დროს ვყიდულობთ, ვწვავთ გაყავისფრებამდე, ვჭრით შუაზე და ვშუშავთ.
ამჯერად კი კომბოსტო განსხვავებული რეცეპტით მოვამზადოთ. დავიწყოთ დაკუწვით. დაკუწვა ხელითაც შეიძლება, მაგრამ სპეციალური ხელსაწყოს გამოყენება უმჯობესია (ოღონდ, ხელსაწყოზე დანები უნდა იყოს მორგებული და არა სახეხი). ამ ხერხის გამოყენება მომზადების ხანგრძლივობას ამცირებს, შედეგად კი ლამაზ, ხრაშუნა და თანაბარი ზომისა და ფორმის ნაჭრებს ვიღებთ (როდესაც კომბოსტოს, ადრინდელი ტრადიციის შესაბამისად, დაუჭრელს ამზადებ, ხშირად გარეთა ნაწილი ყავისფერდება (ზოგჯერ – იწვება კიდეც), შიგნით კი ისევ ნაზია. ცხადია, ეს ყოველთვის ცუდი არაა, მაგრამ მაინც სასიამოვნო შეგრძნებაა, როცა იცი, რომ სხვანაირად მომზადებაც შეგიძლია).
თითქმის დარწმუნებული ვარ, კომბოსტოს პოპულარობის ზრდის ერთ–ერთი მიზეზი ისაა, რომ ბეკონთან ერთად მომზადებული გემრიელია. ჰოდა, არც მე ვაპირებ ეს ორი ინგრედიენტი ერთმანეთს დავაშორო. მეტიც, მათ ლეღვსაც დავუმატებ. ეს ნამდვილად ზეცაში შექმნილი კომბინაციაა!
კომბოსტოსა და ლეღვს ბეკონის ცხიმში ვამზადებ. თან წყალს ვუმატებ, რომ ყველაფერი კარგად დარბილდეს და ერთმანეთის არომატიც გადაედოს. როდესაც წყალი თითქმის დაშრება და დავრწმუნდები, რომ კომბოსტო და ლეღვი დარბილებულია, ძმარს ვუმატებ (მისი ჩანაცვლება ცოტაოდენი ღვინით ან ლიმნის წვენითაც შეიძლება). ძმარი ამ მოტკბო-მომწარო ნარევს სიმჟავეს მატებს და იდეალურს ხდის.
 
შემადგენლობა:
2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი;
150-200 გრ. დაბეგვილი ბეკონი;
500 გრ. კომბოსტო (უხეში ნაწილებისგან გათავისუფლებული);
1 ფინჯანი ლეღვი (მეოთხედებად დაჭრილი);
მარილი და ახლადდაფქვილი შავი წიწაკა;
2 ჩაის კოვზი ძმარი (ან მეტი, გემოვნებით);
 
მომზადების წესები:
შემოდგით განიერი ტაფა საშუალო ცეცხლზე და შიგნით - ზეთი, მოგვიანებით კი ბეკონი მოათავსეთ. ურიეთ ხშირად. გააჩერეთ 5-8 წუთით. ამასობაში, ცალკე მოამზადეთ დაკუწული კომბოსტო. ტაფაze კომბოსტო და 1/4 ჭიქა წყალი დაუმატეთ. დააყარეთ მარილი და წიწაკა. ცეცხლს ოდნავ დაუწიეთ და გააჩერეთ 5-იდან 10 წუთამდე, მანამ, სანამ კომბოსტო და ლეღვი თანაბრად დარბილდება. შემდეგ ცეცხლს აუწიეთ და ხშირად ურიეთ. დატოვეთ დარჩენილი წყალის დაშრობამდე. ამასაც 5-იდან 10 წუთამდე უნდა დასჭირდეს. დაასხით ძმარი, შეაზავეთ სანელებლებით და მიირთვით. მომზადების დრო: ნახევარი საათი, 4 ულუფა.
 
© New York Times News/ გაზეთი იბერია

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული