Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“საქართველოს უძველესი ღვინის კულტურა და ჯიშური მრავალფეროვნება გასაოცარია” - Mighty Travels

საქართველოს შესახებ ამჯერად Mighty Travels წერს, რომელიც მკითხველს ქართული ღვინის კულტურის შესახებ დაწვრილებით უამბობს. პირველ რიგში აღნიშნავს იმას, რომ ქვევრი იუნესკოს მიერ აღიარებული არამატერიალური კულტურული ძეგლია, რასაც ქართველები უკვე ათასწლეულებია იყენებენ: “ქართული ღვინის ძალიან საინტერესო და უნიკალური კულტურა, კიდევ უფრო მეტად იზრდება. გამოწვევების და დაბრკოლებების მიუხედავად, საქართველოს ღვინის ინდუსტრიამ შესანიშნავი აღორძინება განიცადა, დაიბრუნა თავისი ადგილი გლობალურ ბაზარზე და ყველას დაანახა ქვეყნის უძველესი მეღვინეობის პრაქტიკის მარადიული მიმზიდველობა. - წერს ავტორი. 

სტატიაში სხვადასხვა თემის შესახებ საუბრობენ, მათ შორის ქართული მზარდი ღვინის ინდუსტრიის, ტექნოლოგიის, ძველი აღმოჩენებისა და კახეთის, როგორც ყველაზე პოპულარული ღვინის რეგიონისა და საინტერესო, აუცილებლად მოსანახულებელი ადგილების შესახებ. ავტორი მკითხველს რქაწითელისა და საფერავის, ყველაზე გავრცელებული ჯიშების შესახებაც ესაუბრება: “საფერავი, რომელსაც წითელი რბილობი აქვს ძალიან მუქი ფერით ხასიათდება, რაც ღვინოს შესანიშნავ, ღრმა მეწაფულ შეფერილობასა და მკვეთრ, სახასიათო გემოსა და არომატებს სძენს.” - ვკითხულობთ სტატიაში. 

ავტორი კახეთზე საუბრისას პირველ რიგში იქ ღვინის წარმოებას, ვენახების რაოდენობასა და კლიმატის მახასიათებლებს ახსენებს: “კახეთი არის საქართველოს წამყვანი მეღვინეობის რეგიონი, აქ მოსავლის 70-80% მოდის, რაც კახეთს ქვეყნის ღვინის წარმოების ცენტრად აქცევს.  რეგიონში 300-ზე მეტი ადგილობრივი ვაზის ჯიშია, მათ შორის არის შემდეგი ჯიშები: მწვანე, კახური, რქაწითელი და საფერავი, რომლებიც საქართველოს ღვინის კულტურის წარმოუდგენელ ბიომრავალფეროვნებას წარმოაჩენს. რეგიონის მრავალფეროვანი ტერუარები, ვულკანური ნიადაგები, თიანეთის კირქვით მდიდარი მიწა ღვინოებს მკაფიო გემოს ანიჭებს, რაც რეგიონის მეღვინეობის კომპლექსურობისა და სიმდიდრეს გამოხატავს”. სტატიას გაეცნობით Mighty Travels-ზე. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული